TRX7-NEWS გოჩა ძასოხოვის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

1322131902Gocha_Dzasohov_i_Ilya_II_3თქვენო უწმიდესობა და უნეტარესობა!

უდიდესი სიხარულით ვასრულებ « საქართველოს ხალხთა ასამბლეის» დამფუძნებელთა დავალებას და მომავლის იმედით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ახალ წელს, აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლისთავს.
ჩვენ – ასამბლეა, ათასობით ადამიანი ვართ: ქართველები, აფხაზები, ოსები, ბერძნები,რუსები, უკრაინელები, იეზიდები,ქურთები, სომხები,აზერბაიჯანელები, ებრაელები, რომლებმაც ნებით, თუ იძულებით დავტოვეთ საქართველო,მაგრამ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ საქართველოთი, საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარულით.
თქვენს მიერ ხალხისადმი ყველა გზავნილი ეპისტოლეების სახით, სულიერ საზრდოს წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენთვის თქვენ განსაკუთრებული იმედი ხართ. ვინ ვინ და ჩვენ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე – კუნჭულში აღმოჩენილებმა დავინახეთ თქვენი ავტორიტეტი, უდიდესი განწყობა,რომელიც თქვენს მიმართ მთელს მსოფლიოშია.ჩვენ ეს განსაკუთრებულად გვეამაყება, რადგან «საქართველოს ხალხთა ასამბლეა» თქვენი ლოცვა- ქურთხევით შეიქმნა და თქვენი დიდი მხარდაჭერით განაგრძობს საქმიანობას.
ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით თქვენს ვიზიტს მოსკოვში, სადაც თქვენ დიდი საერთაშორისო პრემია გადმოგეცემათ.ჩვენ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, რადგან გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელთაც, ჩვენი აზრით, დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია საქართველოსათვის. ჩვენ ამ გეგმების განხილვას და დამტკიცებას ვაპირებთ საქართველოს ხალხთა ასამბლეის მეორე ყრილობაზე, რომელიც გვინდა ჩავატაროთ თბილისში მიმდინარე წლის მაისში.
ღმერთი განსაცდელს უწყობს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, მაგრამ განსაცდელი ბოროტება კი არა სიკეთეა, თუ ჩვენ ვხედავთ და ვაანალიზებთ ყოველივე ამის მიზეზს. ფაქტია ისიც, ღმერთმა ყველაზე მძიმე ჟამს, განსაცდელის ჟამს თქვენი თავი მოუვლინა საქართველოს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის.
მეამაყება, რომ ამ დღეებში ქალაქ ვლადიკავკაზში უამრავ ქართველსა და ოსს შევხვდი და ბევრ მათგანთან ერთად ვილოცეთ თქვენთვის….ეს 4 იანვარს, თქვენი დაბადების 80 წლისთავის დღეს შედგა. მეამაყება და ყველა ოსი ამაყობს იმით, რომ თქვენ თანამედროვეობის ერთ- ერთი გამორჩეული პიროვნება დაიბადეთ ვლადიკავკაზში,მოინათლეთ ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში, რომ თქვენს სახელთან არის დაკავშირებული ვლადიკავკაზის ცენტრში მდებარე ქართული სკოლა, რომელსაც როგორც სანთოების სახლს ისე უვლიან ვლადიკავკაზელები.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ დიდ პატივისცემას «საქართველოს ხალხთა ასამბლეის» სახელით და მადლობას გწირავთ თქვენი სათნეობისათვის, რამაც გადაარჩინა საქართველო, გადაგვარჩინა ჩვენ, გადაარჩინა ჩემი ოჯახი და გადაარჩინა ჩვენში საქართველო. ეჭვი არ გვეპარება, მომავალი ამას დაადასტურებს, რომ თქვენ გადაარჩინეთ საქართველო!

დღეგრძელი იყავით მომავლის საქართველოსათვის!

მონა ღვთისა, « საქართველოს ხალხთა ასამბლეის» პრეზიდენტი

გოჩა ძასოხოვი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *