კოალიცია „ერთსულოვნების“ მიმართვა

პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი

ertsulovneba

დღეს, როცა ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია პრეზიდენტი, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა საქართველოს კონსტიტუციის ძალით დასრულდა 2013 წლის 20 იანვარს.

დღეს, როცა დასავლეთის ქვეყნების გარკვეული პოლიტიკური წრეები, სამწუხაროდ ევროპული სტრუქტურტები საქართველოს მოსახლეობას გვაიძულებენ დავარღვიოთ საქართველოს კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ.
დღეს, როცა ერთ პოლიტიკურ სექტად შეკრული ყოფილი ხელისუფლება, ”ნაც.მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას.

დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ყოველი წარმომადგენლის გამოსვლა ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ეს არის მტრობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, როცა ”ნაციონალები” იმდენად გათავხედდენ, რომ ღიად და საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს სულიერ მამას, , საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ამ დროს ერთმანეთთან დაპირისპირება ქვეყნის ინტერესების ღალატის და ქვეყნის მაოხრებელი ”ნაცმოძრაობისათვის” პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია.ჩვენი აზრით, სახელიმწიფოებრივად აზროვნებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიმდინარე ეტაპის უპირველეს ამოცანად თვლის ქვეყნის განთავისუფლებას „ნაციონალური“ ოკუპაციისაგან.

ყოველი ღირსების მქონე პარტიისათვის, ყოველი პოლიტიკოსისათვის, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე და არა სახელისუფლო სკამზე, ყოველი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, რომლისთვისაც მთავარია ქვეყანა და არა გრანტების მოპოვება – უპირველესი უნდა იყოს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვრის დაცვა, ქვეყნის და ხალხის განთავისუფლება თვითმარქვია პრეზიდენტისაგან, ძალაუფლების მოყვარული პოლიტიკური პარტია ”ნაცმოძრაობისაგან”, იმ პოლიტიკური გაერთიანებისა და პოლიტიკოსებისაგან რომლებმაც გენოციდი მოუწყეს ქართველ ხალხს, ქვეყანაში დაამკვიდრეს ელიტური პოლიტიკური კორუფცია.

ჩვენ მთელი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების, მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად ვაცხადებთ – „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, მისი უცხოელი მხარდამჭერები ქვეყანაში ქმნიან უმძიმეს დაძაბულობას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს დიდი სახალხო დაპირისპირება და სისხლი.
ჩვენ კოალიცია „ერთსულოვნების“ დამფუძნებლები, სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადის დასრულების მემორანდუმზე ხელმომწერი ერთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ვიხსნით პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე და მის ქმედებათა გამო მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პარლამენტს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე.
ჩვენ ვდგევართ იმ პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასრულებულია და მისი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა და მარიონეტული მორჩილება სააკაშვილის მხარდამჭერი უცხოეთის პოლიტიკური წრეებისადმი,

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, იმ პოლიტიკოსებთან და იმ ხელისუფლებასთან, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან და ემსახურებიან საქართველოს, მის ინტერესებს, ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას.

სწორედ ამ განწყობით ვდგებით საქართველოს პარლამენტთან იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებისათვის იწვევენ თვითმარქვია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

დავდგეთ ერთად დემოკრატიისათვის, საქართველოს კონსტიტუციისათვის, ქართველი ხალხის და საქართველოს ღირსების დაცვისათვის.

 

კოალიცია ,,ერთსულოვნების“ სახელით:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, პაატა ცნობილაძე, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, რომან რურუა,  გურამ საღარაძე,ელგუჯა ბურდული,  ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი,თამაზ ჭეიშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ინესა იამანიძე, ზურაბ ხასია, რობერტ ბაბლიძე, რაულ სვანიძე, ავთანდილ ბარამაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ირმა დელონი ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული,  მარინა კაჟაშვილი, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, , ნანა შარაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი.

მიღებულია კოალიცია “ერთსულოვნების” კონფერენციაზე დიდუბე-პლაზას საკონფერენციო დარბაზში
29.01.2013

 

აქციის მონაწილეები და ქუთაისში გამგზავრების მსურველები იკრიბებიან 8 თებერვალს, სასტუმრო რედისონის (ივერია) წინ, იქ სადაც იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, დილის 8 საათზე ავტობუსები გაემართება ქუთაისის მიმართულებით. ორმხრივი მგზავრობის საფასური თითოეული მონაწილისათვის შეადგენს 10 ლარს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *