თავისუფალი აზრის სახლი (კონცეფცია)

Tas

თქვენს განსახილველად წარმოვადგენთ  2007 წელს  შემუშავებულ კონცეფციას  „თავისუფალი აზრის სახლის“  თაობაზე და მეცნიერთა მონაწილეობით შემუშავებულ წინადადებებს მისი საქმიანობის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით.

„თავისუფალი აზრის სახლი“ –  ამ სახელწოდებით მას  ქართული საზოგადოება 2008 წლის ნოემბრიდან იცნობს. იგი არის მემკვიდრე საზოგადოებრივი მოძრაობა „წინ საქართველოს“ მიერ 2005 წელს შექმნილი „თავისუფალი აზრის დარბაზისა“ , რომლის ისტორია და სიცოცხლე ცნობილი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის „თავისუფალი სიტყვით“ დაიწყო. ამ დარბაზს ახსოვს ცნობილი მეცნიერებისა და მოღვაწეების: აკადემიკოს არნოლდ გეგეჭკორის, აკადემიკოს თამარ დეკანოსიძის, აკადემიკოს მიხეილ ქურდიანის, აკადემიკოს გურამ ლორთქიფანიძის, პროფესორ მერაბ ჯიბლაძის, კინორეჟისორ მედეა კუჭუხიძის, კომპოზიტორ იაშა ბობოხიძის და სხვა ცნობილთა თავისუფალი სიტყვა.

„თავისუფალი აზრის დარბაზის“ შემდგომ კი „თავისუფალი აზრის სახლის“ შექმნა – დროის ნიშანია. სწორედ დრომ შექმნა თავისუფალი სიტყვის ადგილი. შეიქმნა სწორედ მაშინ, როცა ე.წ. „ვარდების“ ხელისუფლებამ დაიწყო მასმედიის შევიწროება… მაშინ, როცა ხელისუფლება ხურავდა ყველა ტელევიზიასა და გაზეთს, რომელიც მისი არ ხდებოდა, ან მისად არ მიაჩნდა.

ასეთი სახლის არსებობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ერთი მოაზროვნე ადამიანისათვისაც კი არ არის საკამათო.

დრომ დაადასტურა, რომ პროექტი „თავისუფალი აზრის სახლი“  ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრცისათვის უპრეცედენტო მოვლენა იყო და არის, როგორც თავისი კონცეფციით, ასევე რეალიზაციის ფორმებით და მუშაობის საკმაოდ მოკლე პერიოდის მიუხედავად საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული ადგილით.

როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოა განრისხებული ხელისუფლება, პირადად სააკაშვილი, რომელიც ყოველი შესაძლებლობის დროს უდიერად მოიხსენიებს „თავისუფალი აზრის სახლთან დაკავშირებულ ყველა პიროვნებას და განსაკუთრებით ბატონ პეტრე ჩხეიძეს, პიროვნებას, რომელსაც როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში დიდი ავტორიტეტი აქვს, განსაკუთრებით დიპლომატიურ, სამეცნიერო და კულტურულ წრეებში. სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში   (გაეროში) მუშაობის დიდი გამოცდილება და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული დიდი ავტორიტეტი გახდა იმის საფუძველი, რომ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა დიდი თხოვნით იგი დადგა „თასთან“ და დიდი მხარდაჭერაც აღმოუჩინა, უპირველესად ამ საქმითა და იდეით მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსების დაინტერესებით,  ხაზგასასმელია, რომ საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუსეთში, უკრაინაში მცხოვრები და მოღვაწე არაერთი ქართველი დადგა „თავისუფალი აზრის სახლთან  – „თასთან“. „თასის“ დირექტორები იყვნენ ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები: ბატონი მამუკა არეშიძე, ქალბატონი ნანა დევდარიანი, ბატონი ბაკურ ბაკურაძე.

მხოლოდ ავადმყოფურ აზროვნებას და ავადმყოფური აზროვნების ე.წ. ინკოგნიტოებს, ანუ ჩვეულებრივ ჩამშვებებს, დამბეზღებლებს, რომელთა „მატლსავით გაჭყლეტვას“ მოითხოვდა ილია ჭავჭავაძე – შეეძლოთ და შეუძლიათ კეთილი საქმის შეგინება, „თასის“ დაკავშირება კგბ-სა თუ ფე-ეს- ბე -სთან.

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოგვაქვს საზოგადოების სამსჯავროზე „თავისუფალი აზრის სახლის“  კონცეფცია და პირდაპირ ვამბობთ: ფე-ეს-ბე  ყოფილა საქართველოს მეგობარი, თუ ასეთ ქართულ პროექტს აფინანსებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფე-ეს-ბე საქართველოს არც მეგობარია და სწორედ ამის გამო არც დააფინანსებს ამ პროექტს.

ეს დიდი ქართული პროექტი სწორედ დაუფინანსებლობისა და მცირედი დაფინანსების გამოა, რომ სრულად ვერ მოქმედებს. ჩვენთვის ოდნავ არ არის საკამათო, რომ ვინც ამ პროექტს დაეხმარება,  ის საქართველოს ნამდვილი მეგობარია.

იყავით საქართველოს მეგობრები და დაეხმარეთ ამ უაღრესად ქართულ საქმეს. საქართველოს მომავალი ხომ თავისუფალ ადამიანთან, თავისუფალ სიტყვასთან, თავისუფალ მეწარმესთან არის დაკავშირებული… დღევანდელი ნაციონალური რეჟიმისაგან საქართველოს ხსნა ხომ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ.

ხსნა დემოკრატიაშია – ეს არის „თეთრების“ პოზიცია. ჩვენ გვინდა საქართველო თავისუფალი ადამიანებითა და გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე!

 სწორედ ამას ემსახურება „თავისუფალი აზრის სახლი“ და რაც არ უნდა ებრძოლოთ მას, იგი პოზიციას არ შეიცვლის, კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს, კიდევ მეტი ფინანსებიც გაუჩნდება და დიდ როლსაც შეასრულებს ნამდვილად თავისუფალი, ნამდვილად დემოკრატიული, მართლმადიდებლური და ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის!

 

“ადამიანი თავისუფლებისათვის გაათავისუფლა ღმერთმა”

პარტიის შექმნის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს “თავისუფალი აზრის სახლის” ფორმირება. მისი შექმნის აუცილებლობას განაპირობებს დრო: არასდროს დამოუკიდებელ საქართველოში თავისუფალ სიტყვას, თავისუფლად აზროვნებას ისეთი პრობლემები არ შექმნია, როგორიც შეექმნა დღეს.

“თავისუფალი აზრის სახლში” მიმდინარეობს დისკუსია ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. დისკუსია იკრებს დაინტერესებულ ადამიანებს, უპირველესად პროფესიონალებს. იკვეთება ხუთი მიმართულება :

  • განათლება, მეცნიერება, კულტურა;
  • დიპლომატია, საგარეო ურთიერთობები;
  • სოციალური პრობლემები;
  • ადამიანის უფლებები;
  • ეკონომიკა…

თითოეული მიმართულებით საკითხების პროფესიული განხილვისა და ნამდვილად დემოკრატიული დისკუსიის გამართვის მიზნით, იქმნება 10-15 კაციანი ავტორიტეტული, ხალხის ნდობით აღჭურვილ პროფესიონალთა ჯგუფები. თითოეული აფუძნებს დარბაზსს. მათი ერთობა არის “თავისუფალი აზრის სახლი”.

ყოველდღიურად, გარდა შაბათისა და კვირისა, იმართება დარბაზის სხდომა (თითოეული მიმართულება კვირაში ერთხელ). შაბათობით იმართება ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციები; კვირაობით ორგანიზება უკეთდება საკვირაო შეხვედრებს ცნობილ მოღვაწეებთან.

“თავისუფალი აზრის სახლი” ქმნის “ფორუმის” მსგავს ვებ გვერდს, თანამშრომლობს ელექტრონული და ბეჭვდითი მედიის საშუალებებთან, უშვებს გაზეთს “თავისუფალი აზრი”, რომელიც იქნება თავისუფალი აზრის დარბაზის შეხვვედრების სტენოგრამა. “თავისუფალი აზრის სახლი” 24 საათის განმავლობაში იღებს ნებისმიერი პიროვნების წინადადებას და მოსაზრებას, სტენოგრამის სახით აქვეყნებს გაზეთში.

,,თავისუფალი აზრის სახლი” საქმიანობის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, დიდი გამოკითხვისა და თათბირებების შედეგად ქმნის ,,სახელმწიფო კაცების საკრებულოს”. იგი უნდა იყოს იმ ადამიანთა საკრებულო, რომელთაც არასდროს, არც ერთ ეპოქაში არ უღალატნიათ თავისუფლებისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის… ეს უნდა იყოს იმ ადამიანთა საკრებულო, რომლის თითოეული წევრი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში აღიქმება, როგორც თავისუფლების სიმბოლო.

“თავისუფალი აზრის სახლის” მოქმედებისა და პრინციპების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნებათ საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – წინადადებით მათთან თავისუფალი შეხვედრებისა და საერთოდ თანამშრომლობის თაობაზე. ეს სახლი უნდა იქცეს საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი რანგის სტუმართა ვიზიტის პროგრამის შემადგენელ ნაწილად. საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის დიდი პატივი უნდა იყოს შეხვედრა “სახელმწიფო კაცების “საკრებულოსთან” “თავისუფალი აზრის სახლში” და ამ საქვეყნო კაცების მოსაზრებები მოსმენა.

იმ ფონზე, როცა ხელისუფლება კლავს თავისუფალ აზრს, აჩერებს ტელევიზიებს, ებრძვის ბეჭვდით მედიას – ეს სახლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, იგი შეიძლება და პრაქტიკულად გახდება კიდეც თავისუფლებისთვის ბრძოლის თანამედროვე ცენტრი – დიდი კონტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

“თავისუფალი აზრის სახლი“

საზოგადოებრივი ორგანიზაცია

I პრეამბულა

1. საზოგადოებრივი დემოკრატიზაციის ხარისხი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია საზოგადოების თავისუფლების ხარისხთან;

2. თავის მხრივ, საზოგადოება ჭეშმარიტად თავისუფალია მაშინ, როდესაც მასში ყოველი წევრი, ცალკეული ადამიანი, ცნობს და იცავს პიროვნულ უფლება – თავისუფლებებს.

3. პიროვნულ უფლება -თავისუფლებათა ცნობა, საზოგადოების დემოკრატიულ განათლებულობიდან გამომდინარეობს და, პირველ რიგში, ადამიანთა თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობას ეფუძნება;

4. ამდენადაც, პროექტი, „თავისუფალი აზრის სახლი“ მოწოდებულია იქცეს საზოგადოების დემოკრატიული განათლების ცენტრად და თავისუფალი აზროვნების იდეის და პრინციპების პოპულარიზატორად;

5. „თავისუფალი აზრის სახლი“ -ს იდეოლოგია ორიენტირებულია სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, ანუ:

5.1 საზოგადოების თითოეულ წევრამდე რეალური დემოკრატიის ძირეული პრინციპთა დაყვანისაკენ
5.2 მმართველობის ფორმიდან ავტორიტარიზმის ელემენტების განდევნა – ამოშლისაკენ
5.3 სახელისუფლებო საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სრული გამჭვირვალობისაკენ;
5.4 ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შeქმნისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების წარმართვისაკენ
5.5 ხელისუფლებისა და ხალხის რეალური ერთობისაკენ
5.6 ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა რეალური დაცვისაკენ
5.7 ეთნიკური კონსენსუსის მიღწევისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ;
5.8 ქვეყნის ინტელექტუარული და ეკონომიკური აღორძინებისაკენ;
5.9 სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ და ა.შ

II ფუნქციონალური ორიენტაცია

1. „თავისუფალი აზრის სახლის“ იდეოლოგიიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ღია განხილვას ექვემდებარება ყოველი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა საკითხი, რაც ქვეყნის დემოკრატიზაციული გაჯანსაღებისათვისაა აუცილებელი; ამდენადაც იქმნებიან:
1.1 პოლიტიკური დარბაზი;
1.2 ეკონომიკური დარბაზი;
1.3 სოციალური დარბაზი;
1.4 კულტურული დარბაზი
1.5 მეცნიერებისა და განათლების დარბაზი

2. „თავისუფალი აზრის სახლის“ პრინციპებიდან (სიმართლე, გამჭვირვალობა, თანადგომა) გამომდინარე, საზოგადოებრივ ღია განხილვას ექვემდებარებიან კორუფციის, სამართალდარღვევის, კლანური, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, სიყალბის და სხვა ფაქტები, რაც ხელისუფლებისა და ხალხის გამიჯვნის, დაპირისპირების თუ უნდობლობის საფუძველია; იქმნება „სიმართლის დარბაზი“

3. „თავისუფალი აზრის სახლის“ კრედოა – პრინციპულობა და კომპეტენტურობა, ამდენადაც მუდმივად ხორციელდება სოციოლოგიური გამოკითხვები, კვლევები დასაზოგადოებრივი ექსპერტიზა – საარჩევნო, სასამართლო, კანონმდებლობით თუ აღსრულებით მოქმედებებთან დაკავშირებით; იქმნება „საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზი“, რომელიც;
3.1 ქვეყნისათვის აქტუალური საკითხების განხილვისათვის იწვევს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს და ჟურნალისტებს ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე, შეკითხვათა ამოწურვამდე;
3.2 აწყობს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დეკლარაციების საჯარო წარდგენა – განხილვას;
3.3 ატარებს ლექციებს ცნობილ პოლიტიკოსთა თუ მეცნიერთა მონაწილეობით;
3.4 აწყობს დებატებს საზოგადოებისათვის საინტერესო პოლიტიკოსთა შორის;
3.5 ახორციელებს შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
3.6 მუშაობს „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნზე“, რომელშიც წარმოჩენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებულ პოლიტიკოსთა ფაქტობრივი ბიოგრაფიები, როგორც საზოგადოებრივ, ასევე პირადი ცხოვრების ჭრილებში, გამონათქვამები, მიღწევები თუ შერცხვენა, თავდადება, თუ ღალატი და ა.შ.

4. სხვა ყველა საკითხთა საზოგადოებრივ განხილვასთან დაკავშირებით იქმნება „საერთო დარბაზი“ (8) „საერთო დარბაზში“ ასევე ეწყობა ე.წ. „იდეების გამოფენა“ , რომელშიც ისმინება და იხილება სამეცნმიერო, პოლიტიკური, თუ სხვა იდეები. დარბაზი ეხმარება დაინტერესებულ პირებს მათ დაპატენტებასა თუ საავტორო უფლებების მოძიებაში; ახორციელებს პროგრამას -„იდეები ხალხის სამსახურში“ და ა.შ.;

5. ეროვნებათაშორისი გაუგებრობების, დაპირისპირებების, შუღლის თუ სხვა წიანაღმდეგობების აღმოსაფხვრელად, „თავისუფალი აზრის სახლი“ შეეცდება შეასრულოს ხალხთა შორის მედიატორის როლი, ამდენადაც ამ მიზნით ფორმირდება „ეროვნებათა დარბაზი“ (9), რომელიც, პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს:
5.1 აფხაზთა თუ ოსთა და ქართველთა გენეტიკურ, კულტურულ, სულიერ და ისტორიულ კავშირებზე, მათ სამომავლო ერთიანობაზე;
5.2 ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და რუს ხალხთა მეგობრობაზე;
5.3 საერთოდ, ხალხთა შორის ტოლერანტობისა და კონსენსუსის აუცილებლობაზე და ა.შ;

6. „თავისუფალი აზრის სახლი“ მოწოდებულია – „ მოყვარეს პირში უძრახე“ -ს პრინციპით გამოაქვეყნოს დასაბუთებული ბრალდებები ნებისმიერ პოლიტიკოსთა თუ ბიზნესმენტა მიმართ, რომლებიც შემჩნეულნი არიან კორუფციაში, კლანურობაში, საქვეყნო ინტერესების სათავისოდ გამოყენებაში, ქვეყნის დემოკრატიული ფასეულობებისა და ხალხის ღალატში და ა.შ. ამდენად ფორმირდება „სახალხო ბრალდების დარბაზი“ (10) , რომელიც აწარმოებს პოლიტიკურ გამოძიებებს, აწყობს თეატრალიზებულ სასამართლო პროცესებს, მედიასაშუალებებით აქვეყნებს საზოგადოებრივ ბრალდებებს და ა.შ.

7. ბოლო დროს მოძალებული, საფუძველშივე არასწორი გლობალისტური და კოსმოპოლიტური იდეოლოგიები, რომლებიც უარყოფენ ეროვნულ სუვერენიტეტს და სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას ქადაგებენ, აისახება ქვეყნის შიგნით ანტიქართული პოზიციისა და იმ ძალების მომძლავრებაში, რომლებიც აშკარად უტევენ და განადგურებას უქადიან ეკონომიკას, მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, მართლმადიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ისტორიულ მონაპოვარს, ეროვნულ თვითშეგნებას, ზნეობას, მორალს და ა.შ. ამდენადაც, „თავისუფალი აზრის სახლი“ მოწოდებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს თვითგადარჩენის გზების მოძიებასა და საზოგადოებრივი პოტენციალის მობილიზებაში, რისთვისაც განსაკუთრებული ორგანოს სტატუსით იქმნება“ ეროვნული საკრებულო“ (რომელშიც ჩვენი ძირძველი ტრადიციების მიხედვით წარმომავლობისადა აღმსარებლობისა. (საკრებულოს გააჩნია დებულება);

8. „თავისუფალი აზრის სახლი“ საქმიანობის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვის და ამდენად, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ქმნის „ მამულიშვილთა საკრებულოს“ (სახელმწიფო კაცების“ – ი. ჭავჭავაძე) იმ მამულიშვილთაგან, რომელთაც არასოდეს არ უღალატიათ თავისუფლებისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის, ქვეყნისათვის. … ეს უნდა იყოს იმ ადამიანთა საკრებულო, რომლის თითოეული წევრი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის თავისუფლების სიმბოლოდ აღიქმება;

9. ამდენად, რამდენადაც „თავისუფალი აზრის სახლი“ სხვა ყოველივესთან ერთად მოიაზრება, როგორც „საზოგადოებრივი ტრიბუნა“, ანუ სახალხო ნების წარმომჩენი, გამხმოვანებელი და გარკვეულად აღმასრულებელი ორგანიზაცია, მიზანშეწონილია მასში განსაკუთრებული სტრუქტურის არსებობა, რომელიც საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად, წამოიწყებდა ორგანიზებას გაუკეთებდა და წარმართავდა სახალხო აქტივობას, ანუ შეძლებდა სახალხო მოძრაობების წამოწყებას; მაგალითისათვის:
9.1 მოძრაობა „სტუდენტობა დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“,;
9.2 მოძრაობა „თავისუფალი პროფკავშირებისათვის,
9.3 მოძრაობა პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ
9.4 მოძრაობა „ტერიტორიული მთლიანობისათვის – ერთიანი საქართველოსათვის“
9.5 მოძრაობა სიცოცხლისა და არსებობის ათვის
9.6 მოძრაობა „სიტყვის თავისუფლებისათვის“
9.7 მოძრაობა „საქართველოს რეგიონები – ძლიერი სახელმწიფოსათვის“;
9.8 მოძრაობა „რეალური დემოკრატიისათვის“
აღნიშნული სტრუქტურა – პირობითად „განსაკუთრებულ საქმეთა სააგენტო“ ხალხის ნების გათვალისწინებით, ორგანიზებას გაუწევდა „ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესისა“ და ეროვნული ყრილობის“ მოწვევას;

10 „თავისუფალი აზრის სახლი“ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სისტემატურად ამზადებს და ატარებს საერრაშორისო კონფერენციებს აქტუალურ საკითხებზე. საქმიანობის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ატარებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო – ევროპის , ამერიკის, რუსეთის ინტერესთა ბალანსი თუ შეჯახება“

III სტრუქტურა

1. დამფუძნებლები საპატრიარქოს ლოცვა – კურთხევით აფუძნებენ „თავისუფალი აზრის სახლს“ და ქმნიან „მთავარ საბჭოს“, რომელშიც იწვევენ საზოგადოებრივად დაფასებულ, უმწიკვლო, კომპეტენტურ წევრებს, ირჩევენ თავმჯდომარეს;

2. ორგანიზაციის „მთავარი საბჭო“ გეგმავს და ახორციელებს „თავისუფალი აზრის სახლის“ პოლიტიკას, იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს, იხილავს განსაკუთრებულ პროექტებს, აკონტროლებს ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ფინანსებს, ეძებს თვით დაფინანსების გზებს (შემოწირულობებს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთაგან, ფონდებისაგან და ა.შ);

3. ორგანიზაციის „მთავარ საბჭოსთან“ და მისი უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ იქმნება „ანალიტიკური ჯგუფი“, რომელსაც ევალება აუცილებელ ინფორმაციათა მოძიება, ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილ პროექტებზე, კარტოთეკის შექმნა, ორიენტირების განსაზღვრა და სხვა;

4 ორგანიზაციის „მთავარ საბჭოსთან“ და მისი უშუალo ხელმძღვანელობის ქვეშ იქმნება სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც იკვლევს სამთავრობო შტოებისა და ორგანიზაციების, ასევე ხელისუფლების თუ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების სოციალურ რეიტინგებს, ნდობათა ხარისხს და ა.შ, აქვეყნებს შედეგებს, აფორმებს ეგზიტპოლებს და სხვა.
5. ორგანიზაციის დარბაზები ირჩევენ მმართველებს, რომლებიც:
5.1 ქმნიან ორგანიზაციის „მმართველთა საბჭოს“ (გააჩნია დებულება);
5.2 ნიშნავენ საკუთარ დარბაზთა წამყვანებს;

6. ორგანიზაციის „მმართველთა საბჭო“ ახორციელებს დარბაზთა ფუნქციონირების წარმართვას, ახდენს პროექტების განხილვასა და მათი დაფინანსების წყაროების მოძიებას, საყურადღებო პროექტებს წარუდგენს „მთავარ საბჭოს“;

7. „თავისუფალი აზრის სახლის“ „მთავარი საბჭო“ ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია მოიწვიოს ორგანიზაციის „დიდი კრება“, რომელშიც მონაწილეობენ: „მამულიშვილთა საკრებულო“, „ეროვნული საკრებულო“ და მმართველთა საბჭო“, ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოს ორგანიზაციისათვის და განსაზღვრავს მის შეესაბამის მოქმედებებს და სააღსრულებო პოლიტიკის ( მოძრაობები, საზოგადოებრივი აქციები და ა.შ);

8. დამფუძნებლები წარმოადგენენ ორგანიზაციის დირექტორს და ამტკიცებენ მოადგილეს (დირექციას); ორგანიზაციის დირექტორი აყალიბებს ორგანიზაციის სტრუქტურას, წარმართავს მის პოლიტიკას, ადგენს შტატებს, დებს ხელშეკრულებებს; მას ენიჭება ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

9. დირექტორის მოადგილე დირექტორის ხელმძღვანელობით ახორციელებს ორგანიზაციის მართვას როგორც ფუნქციონალურად, ასევე ტექნიკურად; დირექტორის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობებს;

10. ორგანიზაციის დირექცია ქმნის „PR – სტრუქტურას“, მედია სტრუქტურას“, „ექსპერტთა ჯგუფს“ და ა.შ.;

11. „თავისუფალი აზრის სახლის“ PR – სტრუქტურა ახორციელებს როგორც მთლიანად ორგანიზაციის PR პოლიტიკას, ასევე ზრუნავს მისი ცალკეულ წევრთა საზოგადოებრივ იმიჯზე; შეუძლია წარმართოს მიზნობრივი PR – კამპანიები;

12 ორგანიზაციის „მედია სტრუქტურა გარდა საინფორმაციო ბიულეტენებისა და ბეჭდვითი ორგანოსი, მუშაობს ვებ – გვერდზე და ინტერნეტ-ტელევიზიაზე;

13. „ექსპერტთა ჯგუფი“ შეიმუშავებს და წარმოადგენს საექსპერტო დასკვნებს ორგანიზაციისათვის საჭირო საკითხებზე, აქტიურად თანამშრომლობს PR და მედია სტრუქტურებთან;

14. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საპატრიარქოსთან;

15 ორგანიზაციას გააჩნია ემბლემა, ჰიმნი, ბაირაღი, წევრობის ბილეთი;

16 ორგანიზაცია აწყობს რიტუალურ აქციებს; მაგალითისათვის: წევრად მიღების რიტუალი, პატივის მიგების რიტუალი, ერისკაცად აღიარების რიტუალი და სხვა.

 

IV. ფუნქციონალური განრიგი

1. ყოველი დღე ეთმობა გარკვეულ დარბაზს;

2. დირექტორის დავალებით, მდივან-თანაშემწე წინასწარ უკავშირდება დარბაზის მმართველს და მასთან შეთანხმებით დარბაზის წამყვანს და მონაწილეებს;

3. დარბაზის მმართველი წარმართავს დარბაზის მოწვევის ორგანიზაციულ და თემატურ სამუშაოებს, გეგმავს მონაწილეთა რაოდენობას და სტატუსს, დისკუსიის მიმართულებასა და ამზადებს დასამტკიცებელ წინადადებებს, თუ საბუთებს; ხსნის სხდომას;

4. დარბაზის წამყვანი წარმართავს მუშაობას, პოლემიკას თუ დისკუსიას, თვალს ადევნებს ვიდეოჩანაწერის თუ სტენოგრამის მომზადებას;

5. ვიდეოჩანაწერები და სტენოგრამები გადაეცემა მედია – სამსახურს საინფორმაციო ბიულეტენების მოსამზადებლად, ასევე ვებ-გვერდზე განსათავსებლად;

6. დარბაზის მმართველი დარბაზის წევრებისაგან იღებს წინადადებებს, პროექტებს, საქმიან პაკეტებს და პირველადი გადამუშავების შემდეგ მათ საყურადღებო და მნიშვნელოვან ნაწილს წარუდგენს „მმართველთა საბჭოს“ და დირექციას;

7. მმართველთა საბჭო“ განიხილავს წინადადებებს და პროექტებს და ამზადებს მათ მთავარი საბჭოსათვის“ წარსადგენად;

8. შესაბამის დღეებში დირექცია უკავშირდება „მამულიშვილთა საკრებულოს“ და „ეროვნულ საკრებულოს“ უხუცესებს, იწვევს მათ, იღებს მათ დავალებებს და მოთხოვნებს, ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს;

9 დირექცია განრიგის მიხედვით ან „მთავარი საბჭოს“ დავალებით მართავ შეხვედრებს, ლექციებს და სემინარებს საერთაშორისო საზოგადოებებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან,. მეცნიერებთან, პოლიტიკოსებთან, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან, დამსახურებულ ადამიანებთან და სხვა.

V მოკლე რეზიუმე

„თავისუფალი აზრის სახლი იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისათვის და ებრძვის ხელისუფლების გარედან მართვადობას.

„თავისუფალი აზრის სახლის“ დევიზია – „სახელმწიოებრიობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება“.

საქვეყნო და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების პროფესიული განხილვისა და ამ საკითხების ირგვლივ დემოკრატიული პოლემიკის გამართვის მიზნით იქმნება ავტორიტეტული, საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პროფესიონალთა ჯგუფები, რომლებიც აფუძნებენ დარბაზებს. ამ დარბაზთა ერთობლიობა არის „თავისუფალი აზრის სახლი“.

ყოველდღიურად იმარტება დარბაზების სხდომები, შაბათობით ცნობილი ადამიანთა საჯარო ლექციები, კვირაობით ორგანიზება უკეთდება საკვირაო შეხვედრებს ცნობილ მოღვაწეებთან – პოლიტიკოსებთან, მწერლებთან, მეცნიერებთან და ა.შ.

„თავისუფალი აზრის სახლი“ ქმნის ინტერნეტ-ფორუმს, თანამშრომლობს ელექტრონული და ბეჭდვით მედიის საშუალებებთან. გამოსცემს გაზეთს „თავისუფალი აზრი“, რომელშიც ასახულია დარბაზების სხდომების სტენოგრამები, ანალიტიკური მასალა, კვლევის შედეგები, პოლიტიკური რეიტინგები და ა.შ

„თავისუფალი აზრის სახლი“ 24 საათის განმავლობაში იღებს წინადადებებს და მოს აზრებებს.

„თავისუფალი აზრის სახლის“ პრინციპებისა და მოქმედების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნებათ საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს სახლი უნდა იქცეს უცხოელი მაღალი რანგის სტუმართა ვიზიტების მაღაპრესტიჟულ ნაწილად, ანუ საქართველოს ნამდვილი მეგობრობისათვის დიდი პატივი უნდა იყოს შეხვედრა „მამულიშვილთა საკრებულოსთან“ „თავისუფალი აზრის სახლში“ და ამ საქვეყნო კაცებთან მოსაზრებების ურთიერთგაზიარება.

 

პროექტი „თავისუფალი აზრის სახლი“

პროექტის დასაწყისი 2008 წლის ნოემბერი

I პერიოდი – 2008 წლის ნოემბერი – 2009 წლის აგვისტო (დრ. მ. არეშიძე)

II პერიოდი – 2010 წლ;ის მარტი – 2009 წლის ივნისი (დრ. ნ. დევდარიანი)

III პერიოდი – 2010 წლის აგვისტო – 2011 წლის მარტი (დრ. ბ.ბაკურაძე)
პროექტი „თავისუფალი აზრის სახლი“ (შემდგომში (თასი) ქართულ საზოგადოებრივ – პოლიტიკური სივრცისათვის უპრეცედენტო მოვლენა – როგორც თავისი კონცეფციით, ასევე რეალიზაციის ფორმებით და მუშაობის საკმაოდ მოკლე პერიოდის მიუხედავად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული საკუთარი ადგილით.

“თას” – მუშაობის I ეტაპი შეიძლება შეფასებული იქნას, როგორც საკმაოდ წარმატებული მცდელობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მომუშავე წამყვან სპეციალისტთა კონცეფციების, შეხედულებებისა და მოსაზრებებისათვის თავისუფალი, ნებისმიერი სახის გავლენისაგან თავისუფალი ტრიბუნის შექმნა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ერთგვარი ავტორიტეტი.

ამ პერიოდის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს საორგანიზაციო საკითხებისადმი არასათანადო ყურადღება, რამაც მისის თანამშრომლების რაოდენობის არაბუნებრივ ზრდასთან ერთად წარმოშვა რიგი პრობლემებისა, რომელთა მოგვარება “თას” – ის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო.

თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში „თას” – ის მუშაობის I ეტაპი უნდა შეფასდეს დადებითად – ქართულ რეალობაში ახალი ტიპის , საინტერესო ინსტიტუტის გაჩენის გამო.

II ეტაპზე ძირითადი ყურადღება დაეთმო მუშაობის ორ ფორმას:

1. ანალიტიკური მუშაობა, სადაც მოწვეული იქნა რიგი ცნობილი ექსპერტებისა და სპეცალისტების, რომელთა მეცადინეობით, მოკლე დროში (3 თვე) შემუშავდა და გამოიცა პროექტები:

– ქართული მედია – ჰოლდინგი (წინადადებები საქართველოში თანამედროვე ტიპის ბიზნეს – სტრუქტურების ჩამოყალიბების პროგრამა)

– საქართველო – 2009 (საქართველოს მეურნეობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად მიმართულებათ ანალიზი და რეკომენდაციები)

– საქართველოს ბუნებრივი რესურსები ( დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მცდელობა ბუნებრივი რესურსების სრული კრებულის შექმნის და შესაბამისი ეკონომიკური პოტენციალის დემონსტრირების)

– საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. (ბოლომდე აღნიშნული პროექტი რიგი ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა)

– საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ სტრუქტურებთან კონტაქტის გაღრმავებისაკენ მიმართული მუშაობა.

სამწუხაროდ, 2010 წლის ივნისში გაჩენილმა ტექნიკური ხასიათის მიზეზების წარმოქმნამ ვერ მისცა „თას“ – ს საშუალება აღწერილი საქმიანობის გაგრძელებისა.

III ეტაპი თასის საქმიანობაში დაიწყო 2010 წლის შემოდგომიდან და გაგრძელდა 2011 წლის მარტამდე

ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი იყო „თასის“ მიერ პოზიციის გამოკვეთა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის გააზრებასთან დაკავშირებით.

უპრეცედენტო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა მიიღო „ღირსების დღის“ დაწესებისა და „ღირსების წიგნის“ გამოცემის იდეამ. პრეზიდენტის უნდობლობის ვერდიქტზე ხელმოწერების დაწყებამ.

2010 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე ჩატარდა „ღირსების დღე“ , დაიწყო ხელმოწერები პრეზიდენტის უნდობლობის ვერდიქტზე.

გაძლიერდა კონტაქტები მეცნიერებთან, კულტურის მოღვაწეებთან ახალგაზრდობასთან, არასამთავრობო სექტორთან. კარგი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ამჟამად მიმდინარეობს მზადება „თას“ – ის IV ეტაპისათვის

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ყურადღების გამახვილება შემდეგ საკითხებზე.

„თ ა ს“

მიზანი

– საზოგადოებაში არსებული აქტუალური საკითხების გარშემო დისკუსიების ორგანიზება (კვირაში ერთხელ, არ არის აუცილებელი „თას“ – ის ოფისში)

– დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბებული შეხედულებების და დასკვნების ჩამოყალიბება და ამ შეხედულებების გაცნობა საზოგადოების ფართო წრეებისათვის ტელევიზიით, ელექტრო და ბეჭდვითი მედიით (ხელშეკრულებებია,გაფორმებელი
წინასწარ)

– დისკუსიებში ხელისუფლების, დიპკორპუსის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზავიების წარმომადგენელთა მოწვევა.

ანუ: საქართველოში, რეგულარული საზოგადოებრივი აზრის ტრიბუნის შჶქმნა, სადაც ყოველგვარი შეზღუდვის და ცენზურის გარეშე შესაძლებელი იქნება საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური პროცესების განხილვა და კომენტირება.

მართვა: – „თას“ არ უნდა ჰყავდეს მუდმივი დირექტორი (ხელმძღვანელი) დირექტორის ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებები (6 თვის განმავლობაში)

– მხოლოდ დირექტორს ექნება უფლება „თასის“ სახელით ზოგადი განცხადების მედიისა და საზოგადოებისათვის გაცნობისა. (დირექტორის გადაწყვეტილებით – ასეთი განცხადების გაკეთება შესაძლოა მასთან ერთობლივად სხვა პიროვნებებმაც გაახმოვანონ)

– „თასის“ ორგანიზაციულ მართვას ახორციელებს „თასის“ ტექნიკური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს „თასის“ ნორმალურ ფუნქციონირებისათვის სალკმარისი მატერიალურ – ტექნიკური საკითხების მოგვარებას „თასის“ დამფუძნებლებთან და მხარდამჭერა ტრუქტურებთან თანამშრომლობით.

ბიუჯეტი:

– „თას“ – ბიუჯეტი ყალიბდება დამფუძნებელთა და მხარდამჭერთა მიერ მოწოდებული და მოზიდული სახსრებიდან, მონათესავე ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან.

– ყოველი საფინანსო წლის ბოლოს, „თას“ აქვეყნებს გასული წლის სრული საფინანსო ანგარიშს.

წელიწადში ერთხელ „თას“ აწყობს საჯარო კონფერენციას, მომავალი წლის თემატიკის სასურველი, საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხებისა და თემების ჩამოყალიბების მიზნით.

2009 წლის ივნისი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *