თეთრების” ლიდერის პრესკონფერენცია ევროპაში ვიზიტის შედეგებზე (სტენოგრაფიული ჩანაწერი)

 

ჩემთვის და ვფიქრობ ბევრისთვის საინტერესო იქნება ევროპიდან დანახული საქართველო და ევროპა ქართველი კაცის თვალით. დღეს მე არ გამოვხატავ მხოლოდ ჩემს პირად  მოსაზრებებს. მე შევხვდი უამრავ ადამიანს, რომლებიც  დიდი ხანი ევროპაში ცხოვრობენ: ქართველებს, ოსებს, აფხაზებს და მათი შეხედულებაც მსურს გადმოგცეთ.

როგორია რეალური ევროპა? ისეთი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენენ პოლიტიკოსები?  წლების განმავლობაში ჩვენ ევროპის და ამერიკის გარკვეულ სტერეოტიპებებს თავს გვახვევდა „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროა, რომ  ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

როგორია რეალური ევროპა და როგორია ევროპიდან დანახული საქართველო. ამ თემაზე  ვისაუბრებ.

ამავე დროს, თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში პროკურატურაში მიწევს ჩვენების მიცემა პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ამ  თემასაც მსურს შევეხო დღეს.

 

ევროპიდან დანახული საქართველო

ევროპიდან დანახული საქართველო სრულიად განსხვავებულია რეალური საქართველოსაგან. ისევე, როგორც ქართველი კაცის მიერ დანახული ევროპა განსხვავდება რეალური ევროპისგან.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს არასწორი ინფორმაცია ევროპაზე. ამავე დროს ევროპას აქვს არასწორი ინფორმაცია საქართველოზე . ამ არასწორმა შეხედულებებმა აზარალა ჩვენი ქვეყანა და  თუ ასე გაგრძელდა, რაც დრო გავა მდგომარეობა უფრო გართულდება.

10-12 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი გერმანიაში მიწვევით. ქალაქ ფრანკფურტში  ჩატარდა ქართული კულტურის დღეები. ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმის ორგანიზატორი იყო გერმანიაში მცოხვრები ქალბატონი ნინო ყამბეგაშვილი. მისი ხელმძღვანელობით  საორგანიზაციო ჯგუფმა  ძალიან დიდი საქმე გააკეთა.ჩატარდა დიდი  ბიზნესკონფერენცია რომელსაც ესწრებოდნენ როგორც  ქართველი მინისტრები და ელჩები, ასევე  გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც.  ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ფორუმი.

ფრანკფურტის მერმა მოაწყო დიდი მიღება. ფორუმზე წარმოდგენილი იყო  მიხეილ თუმანიშვილის თეატრი. ტექნიკური უნივერსიტეტის სიქსტეტი, გიორგი ძოწენიძის ხელმძღვანელობით რომლებმაც უმაღლეს დონეზე წარმოადგინა ქართული სიმღერები. აკადემიკოს არნოლდ გეგეჭკორს გქონდა  ბრწყინვალე ლექცია, ძალიან საინტერესო იყო  ვახტანგ კუცევის სურათების გამოფენა , ახალგაზრდა რეჟისორმა კონსტანტინე ვერულაშვილმა რეზო ჩხეიძის ბრწყინვალე ფილმი  პირველად სწორედ ამ ფორუმზე წარმოადგინა. ნინო ჩხეიძემ მოაწყო თავისი წიგნის პრეზენტაცია. კონფერენციის მსვლელობის პერიოდში  500- 600 ქართველი ხვდებოდა ერთმანეთს და  აზრების უზიარებდა, რაც თავისთავად  არის  ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო მოვლენა.

გახლდით ვიზიტით ავსტრიაში. ჩემი ვენაში ყოფნა დაემთხვა ევროპაში ეუთოს ელჩების შეხვედრას. ჩემი კონტაქტებისა და ავსტრიაში საქართველოს ელჩის დახმარებით  13 მდე ქვეყნის ელჩს შევხვდი და მქონდა საშუალება მათთან მესაუბრა და გამეანალიზებინა ზოგადად პოლიტიკურ მდგომარეობა. ეუთოს ელჩების  შეხვედრა უკავშირდებოდა უკრაინის მოვლენებს. მე  ბოლო დროის  განმავლობაში უკრაინაში 3-4 ჯერ ვიყავი და კარგად ვარ ინფორმირებული იქ მიმდინარე პროცესებზე. შესაბამისად, ამ თემაზეც გვქონდა საინტერესო საუბრები და მოსაზრებების გაზიარება.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ევროპაში ჩასვლის მიზეზი არ იყო მხოლოდ საქართველოს კულტურის დღეებში მონაწილეობა.

მოგეხსენებათ, მივიღე გადაწყვეტილება,  კენჭი ვიყარო ქუთაისის მერად  და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაახლო კონტაქტები იუნესკოსთან, ევროპულ სტრუქტურებთან.  ამავე დროს მიმაჩნია, დადგა დრო გავაახლო ჩემის აზრით მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თავის დროზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა კახაძემ და მე წარმოვადგინეთ:  შეიქმნას ევროპისა და აზიის უძველეს ქალაქთა  კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი დიდი  ცენტრი, რომელიც განთავსდება ქუთაისში. ეს ჩემის აზრით უნიკალური და მეტად სასარგებლო  პროექტია.  მაშინ, 2000 წელს იყო მოწონებული იყო ევროკავშირის მიერ,  მთავრობის დონეზე, პრაქტიკულად ყველა დონეზე იყო თანხმობა.  მიმაჩნია ეს მომავლის საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტია.  საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ მსგავსი პროექტი აქ არსებობდეს და  დღეს დადგა დრო, რომ  მოხდეს მისი გაცოცხლება.

შეხვედრები უნდა მოეწყოს ევროპაში მცხოვრებ ქართველებთან, ბიზნესის და კულტურული წრეების წარმომადგენლებთან. მიმაჩნია, რომ თუ დღეს მიდიხარ ხელისუფლებაში, უნდა გქონდეს  განსაკუთრებული მასშტაბის  გეგმები და მიზნები. ხალხი უნდა ელოდებოდეს განსაკუთრებულ შედეგებს და რადგან მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვიყარო კენჭი ქუთაისის მერად, სწორედ ამ გეგმებით და მათი განხორციელების გზებზე ფიქრით  გავემგზავრე ევროპაში.

 

ჩვენ დღეს სერიოზული პროგრამა გვჭირდება ქართველი ტვინების უკან დაბრუნების

სულ მქონდა კითხვა, მართლა სულ ჩვენზე ფიქრობს ევროპა? როგორც ამას ტელევიზიები გადმოსცემენ , სადაც სულ ტრიალებს ერთი კითხვა: შევალთ თუ არ შევალთ  ნატოში და შევალთ თუ არა  ევროკავშირში.

როგორ ხდება, რომ საქართველოდან წასული ადამიანები იქ სასწაულებს ახდენენ, ხოლო საქართველოში ნიჭიერი ადამიანები დეპრესიაში არიან  იმის გამო,რომ მათი ნიჭი და შესაძლებლობები არაა რეალიზებული. როგორ ხდება, რომ დასავლეთში, ქართველი თუ დაარღვევს წესრიგს, ეს მაშინვე ხდება ცნობილი ყველასთვის, მაგრამ არავინ იცნობს წარმატებულ ქართველებს, რომლებიც სასწაულებს ახდენენ იმავე ევროპაში. მათი წარმატებების შესახებ რატომღაც  საინფორმაციო საშუალებები დუმან.

მოვიყვან ევროპაში ძალიან წარმატებული ქართველების რამდენიმე მაგალითს.

ჰაბსბურგების დინასტიის 16-17 საუკუნის სასახლეებს ფლობს ქართველი კაცი ნოდარ გიორგაძე. რომელიც მათ რესტავრაციას უტარებს. .სლოვაკეთში. ბეშენევოში ამ კაცმა შექმნა სამოთხე, მიმაჩნია ეს უნდა ნახოს საქართველოს მოსახლეობამ  და ტურისტული მარშრუტებიც უნდა შეიქმნას. ასეთ სასწაულს აკეთებს ქართველი კაცი და ამის შესახებ არავინ იცის საქართველოში.

ბატონი გოგი ჯაოშვილი, რომელიც განდევნეს საქართველოდან –  დღეს ჩეხეთში სასწაულებს ახდენს.

ავსტრიაში, საქართველოდან წასული ოსები კლინიკებს ფლობენ, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამის თაობაზე არაფერი  ვიცით… ქართველი კაცი ამერიკაში მანუჩარ კაჭახიძე დიდ ქართულ ჟურნალს უდგას სათავეში, მაგრამ მის შესახებაც არაფერი ვიცით… ბატონი გიორგი ალანია, ვეებერთელა სააგენტოს უდგას სათავეში ჩეხეთში, ამის თაობაზეც არაფერი იციან საქართველოში.

ქართლოს კობეშავიძე, როემლმაც ევროპაში თანამედროვე ტექნოლოგიები შექმნა და 600 კაცი დაასაქმა. მის შესახებ არაფერი იციან საქართველოში

ჩვენ დღეს სერიოზული პროგრამა გვჭირდება ქართველი ტვინების უკან დაბრუნების, ამ ხალხმა წარმატების დიდ ფორმულას მიაგნეს და საქართველოში მათი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის სასიკეთოდ.

ევროპაში ნებისმიერ პიროვნებას გრანტებს აძლევენ სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქ  მოღვაწე ქართველებს 2-3 მილიონი ევრო გრანტი აქვთ მიღებული ევროპაში სამუშაო ადგილების შემქნისათვის, დააკვირდით – ევროპაში  ფულს აძლევენ ქართველებს,  რომ მათ იქ სამუშაო ადგილი შექმნან. საქართველოში კი  მეწარმეებს ფულს ართმევენ. ასე ჩვენს ქვეყანაში  ეკონომიკა ვერანაირად ვერ განვითარდება.

ევროპაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რაც მართლაც საჭიროა საქართველოსთვის. დავანებოთ თავი ამ პოლიტიკას.  ევროპიდან პოლიტიკის წამოღება კი არა,  ეკონომიკური ფორმულების წამოღებაა საჭირო.  ევროპიდან უნდა გადმოვიღოთ წარმატების ფორმულა, ეკონომიკური ზრდის ფორმულა . იგივე დსთ-ს ქვეყნებში,  უკრაინაში, ბელორუსში, რუსეთში უამრავი წარმატებული ქართველია. მათი გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ.  ეს არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა.

განსაკუთრებული ხაზგასმა

ელჩებთან  შეხვედრისას,  ყველამ აღნიშნა თუ როგორ ღირსეულად წარმოადგინა საქართველო ჩვენმა ახალგაზრდა პრემიერმა. როგორ ღირსეულად ეჭირა თავი ამერიკაში ბატონ ღარიბაშვილს. ამაყი ვიყავი იმით რომ ბევრ კითხვაზე მან ღირსეული პასუხი გასცა. აღინიშნა, რომ მრავალი მაღალი რანგის ხელმძრვანელი ამერიკაში ან ევროპაში ვიზიტის დროს ფეხქვეშ ეგება იქაურ პოლიტიკოსებს, მაგრამ ბატონი ღარიბაშვილს თავი ღირსეულად ეჭირა.

ჩვენ გვყავს ისეთი პიროვნებები, როგორიცაა  ბატონი ლადო ჭანტურია გერმანიაში, კოტე ზალდასტანიშვილი ავსრიაში, კოტე გოგსაძე ჩეხეთში, რომლებიც იქ უდიდესი ავტორიტეტებით სარგებლობენ. ნუთუ ამ ხალხს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ნუთუ არ უნდა არსებობდეს პროგრამა ამ ადამიანების საკუთარ ქვეყანაში ღირსეული დაბრუნებისა.

თუ ჩვენ სწორად წარვმართავთ ევროპასთან ურთიერთობებს, არ დავაბეჩავებთ ხალხს და ჩვენი პოლიტიკოსების  ფორმულა არ იქნება:  ამირჩიე და შეგიყვან ნატოში, ამირჩიე და ევროკავშირში შეგიყვანთ ევროკავშირში, რაც უკვე 20 წელია გრძელდება და საქართველო ამას გადაყვა, ქვეყანას ექნება დიდი პერსპექტივა, თუნდაც იგივე ევროპასთან ურთიერთობაში.

ევროკავშირი და საქართველო.

ევროპიდან დანახული  საქართველო, ეს არის დაპირისპირებულ პოლიტიკურ და პარტიულ სამთავროებად დაყოფილი ქვეყანა და ამ დაპირისპირებაში დაიკარგა საქართველო. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალების 90% ემსახურება სხვა ქვეყნებს და არა საქართველოს ინტერესებს. დღეს  მაგალითად, გამოიკვეთა ქუჩის აქციები, რომლებსაც მართავს ერთმანეთთან დაპირისპირებული  ორი დაჯგუფება ნატოს და ევრაზიის მხარდამჭერებისა. რაც ხშირად შეხლაშემოხლაში გადადის. ეს ყველაფერი  ევროპაში სასაცილოდ არ ყოფნით.

მაშინ როცა თავად ევროპაში  ძლიერდება ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობები. მაგალითად შვეიცარიაში  ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის   საფუძველზე აიკრძალა  ევროკავშირის ქვეყნებიდან შვეიცარიაში თავისუფალი შესვლა.  ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკას შვეიცარიის ხელმძღავნელებმა უპასუხეს: „ჩვენ ვემსახურებით საკუთარ  ხალხს, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ კი სკამებისთვის იბრძვით. ჩაატარეთ თქვენს ქვეყნებში რეფერენდუმი და დაგეშლებათ ევრიოკავშირიო“.

საქართველოში კი აი უკვე 20 წელია,  მუდმივად  ვირჩევთ მათ, რომელიც სპეკულირებს ნატოთი, ევრაზიის კავშირით, ან  ევროკავშირით.  ჩვენ ვერ გადაგვარჩენს ვერც ამერიკა ვერც რუსეთი,  ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება რომელიც გარედან არ იმართება.  საქართველოს სჭირდება ქართული განწყობის პოლიტიკური ძალები.

მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს – ბრიტანეთის მაგალითს.  ბრიტანეთის პრემიერი დღეს არჩევნებზე მიდის ფორმულით რომ გამარჯვების შემთხვევაში ის  ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. ევროკავშირის მხარდაჭერის მიზნით ბრიტანეთში ჩასულ გერმანიის კანცლერს  მან განუცხადა –  მე ამ ფორმულით მოვდივარ არჩევნებზე, თუ მე გავიმარჯვე, ბრიტანეთი გავა ევროკავშირიდანო.

იტალიაშიც ძლიერდება ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობა. საფრანგეთში კი ევროკავშირის მხარდამჭერი დღევანდელი პრეზიდენტი დამარცხდა ადგილობრივ არჩევნებში.

ასეთია დღეს ევროპაში განწყობა.“ ევროპა – ევროპის“ ძახილი კი არ არის ევროპა, ევროპული განწყობით ცხოვრებაა ევროპელობა. ევროპული ფილოსოფია არ არის ის, რასაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი თავს გვახვევდა. არც დღევანდელი ხელისუფლებაა ევროპული ფილოსოფიის მატარებელი. ევროპაში ყოფნა ნიშნავს ევროპის ფილოსოფიის სწორად გაგებას, ევროპის სწორად გაგებას.

ყოველთვის მიმაჩნდა, კარგი იქნებოდა რომ 200-მდე ჟურნალისტი დაეფინანსებინა ხელისუფლებას რათა 2 თვის განმავლობაში წასულიყვნენ,  ეცხოვრათ და საკუთარი თვალით დანახული ევროპა გაეცნოთ საქართველოს მოსახლეობისათვის,. არა პოლიტიკოსების მიერ დანახული, არამედ ჟურნალისტების მიერ დანახული ევროპა. ეს დიდი საქმე იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ინიციატივა 1997 წლიდან გავაჟღერე,. და მაქვს სურვილი, ერთხელ მაინც მომეცეს საშუალება ხალხს გავაცნო ნამდვილი ამერიკა და ევროპა. სამწუხაროდ, არც  რეალურ ამერიკას  იცნობს საქართველოს მოსახლეობა,. – ეკონომიკაზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, ორიენტირებული ადამიანის უფლებების დამცველი –  არის ნამდვილი დასავლური ღირებულება. დღეს კი ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ „ევროპა-ევროპის“  ძახილით მოიპოვონ სკამები და თანამდებობები.

არჩევნების თემა

დღეს არჩევნებით ცხოვრობს საქართველო. საუბრები მიდის პარტიების გაერთიანებაზე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მექანიკური გაერთიანებების. არჩევნებში მონაწილოებას უნდა იღებდეს ერთი იდეოლოგიის და  ფილოსოფიის პოლიტიკური ძალა

ზვიად გამსახურდია დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო , რომ მან შექმნა ეკლექტიკური გუნდი, იქ იყო პარტიების პოლიტიკური აჯაფსანდალი, რომელმაც წალეკა  საქართველოს პირველი პრეზიდენტი.. შევარდნაძემ და სააკაშვილმა იგივე  გაიმეორეს. ბიძინა ივანიშვილმაც მოინდომა შეუთავსებლების შეთავსება და შედეგს ვხედავთ. მას  ქვეყნისთვის ბევრი საინტერესო და სასარგებლო საქმის  გაკეთება შეეძლო რომ ეთქვა პოლიტიკოებისთვის – გაიწიეთ გვერდზე და პროფესიონალებს გვაცადეთ ქვეყნის სასიკეთოდ იღვაწონ…  სამწუხაროდ ასე არ მოხდა. შედეგს ვხედავთ.

. ეხლაც არის პოლიტიკური ძალების  მექანიკური გაერთიანების მცდელობები. ჩვენ „თეთრები“, ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ  – სულ ერთი ხმაც რომ არ მივიღოთ , „თეთრები“ მაინც არ გავერთიანდებით იმ ძალებთან, ვის ფილოსოფიასაც არ ვიზიარებთ, იმ ძალებთან, ვინც რუსეთიდან, ან ამერიკიდანი იმართებიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათი წინააღმდეგი ვართ. მაგრამ  მე მინდა, რომ საკუთარი ხედვის პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამ არჩევნებზე მომავალი და არა გარე ფორმულებით მართვად ძალებს.

ძალიან მინდა, რომ  ამ არჩევნებზე მაინც არ მოხდეს პარტიათა  მექანიკური გაერთიანების პროცესი.  ვხედავ, რომ ამის გამო  ბევრი პოლიტიკოსი დაკარგავს ავტორიტეტს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მე დავუჭირე მხარი ნინო ბურჯანაძეს, როგორც „სახალხო კრების“ წარმომადგენელს, რადგან მიმაჩნდა, რომ იმ ეტაპზე უკეთესი იქნებოდა, თუ  ქვეყნის პრეზიდენტი  კოალიციის გარედან იქნებოდა არჩეული. დრომ დაადასტურა, და ბატონი ივანიშვილიც დარწმუნდა, რომ ის პრეზიდენტი, რომლის არჩევისთვის მან ლამის  თავი მოიკლა, სოროსის ფონდის და თავისუფლების ინსტიტუტი სათავეებთან მდგარი, სხვისი მსახურებით იყო დაკავებული,  არაქართული ცნობიერების. ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას ვერ გამოადგება.

ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ : საქართველო დააქციეს რუსეთიდან და დასავლეთიდან მართულმა პარტიებმა. ქართული ცნობიერების პოლიტიკოსები უნდა მართავდნენ ქვეყანას. ქართული ცნობიერება კი თავისთავად ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას და არა კარჩაკეტილობას.

ჩვენს პარტიაში დაიწყო ჩვენი სტრატეგიის და ტაქტიკის განხილვა. შემუშავებულ დოკუმენტს განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე და ყველას ექნება მისი გაცნობის შესაძლებლობა.  ხაზს ვუსვამ , ჩევნ გვჭირდება ხალხი, რომლებსაც აქვთ ეროვნული განწყობა. გლობალიზაციის წინააღმდეგ წასვლა დღეს სისულელეა, მაგრამ ვისაც გლობალიზაციის პირპობებში შეუძლია  თვითმყოფადობა, ეროვნულობა შეინარჩუნოს, ეს პოლიტიკოსებია დღეს ქვეყნისთვის საჭირო.

მე არ ვებრძვი იმას, რაც   არის ობიექტური კანონზომიერება – გლობალიზაცია. ჩვენ მას არ ვებრძვით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ჩვენი სახე და ეროვნულობა.

ისევ მერის არჩევნებს ვუბრუნდები, კარგი იქნება, თუ   ჩემს პროგრამას გაიზიარებენ ქუთაისელები იმის მიუხედავად მოვწონვარ თუ არა და დიდ შემოძახილს გავაკეთებთ ქუთაისიდან.  ეს ჭირდება ქვეყანას. ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ  შეიძლება ცხოვრობდე ქართული ცხოვრებით,  არ ემონებოდე არავის და ამავე დროს იყო ყველასთან კარგად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ  ევროპაში ყველგან, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ინგლისში, შვეიცარიაში…  ფიქრობენ საკუთარ დამოუკიდებლობაზე. იქ დამკვიდრდა აზრი, რომ ევროკავშირი ახალ საბჭოთა კავშირად გადაიქცა  და არავის არ სურს ასეთ ერთობაში ცხოვრება.  ყველას სურს საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება. მე ამ განწყობას მხარს ვუჭერ და მჯერა დღეს თუ არა ხვალ, ეს განწყობა საქართველოში გაიმარჯვებს.

 

პროკურატურასთან დაკავშირებით

სასიამოვნოა, რომ პროკურატურას გაუჩნდა სურვილი – შედგეს ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემთან საუბარი. მიმაჩნია, რომ პრინციპულზე პრინციპულია ჟვანიას საქმის გამოძიება. მაგრამ აქვე უნდა განვაცხადო რომ უკვე ერთი წელზე მეტია, რაც ჩვენ პროკურატურას გადავეცით 600-გვერდიანი მასალა  – მეცნიერების კვლევა ნაცმოძრაობის მიერ საქართველოს მოსახლეობის გენოციდის შესახებ, სწორედ ამ გენოციდის შემადგენელი ნაწილი იყო ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც. რატომ არ გამოიძიეს ეს მასალა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ ვაცნობეთ პროკურატურას ესაა საქართველოს ეკონომიკურ ღერძში ზესტაფონი, ჭიათურა ტუყიბული ბანდიტების ხელშია. მხედრიონიდან მოდიან ისინი, კარგად იყვნენ მოქკავშირთან, ნაცმოძრაობასთან და დღეს ქართულ ოცნებასთან არიან კარგ დამოკიდებულებაში. გენოციდის შემადგენელია ისიც რომ ქვეყანა ორიენტირებულია არა ბიზნესის, ინტელექტის განვითარებაზე, არამედ ნედლეულის გატანაზე. რატომ არ ხდება ამის გამოძიება?

1997 წლიდან ვიმეორებთ, რომ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწოირებელი, საქართველოსთვის საშიში პიროვნება. იმას,რასაც ჩვენ მაშინ ვამბობდით, დღეს საქართველში 90% აღიარებს.

ასევე ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით.  6-7 წლის წინ რაც ვთქვით, მას შემდეგ  ახალი არაფერი თქმულა. დღეს დაბნეული ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ ყოვლად უზნეო,დამამცირებელი მიზეზებით  ახსნან მკვლელობა.

ვთავაზობ პროკურატურას, სახელმწიფოდ მოაზროვნე პოლიტიკოსებს ხელი შეუწყონ, რათა  უნიკალური პროექტის „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ განახლებას. ვთხოვოთ   ბატონ მინდია უგრეხელიძეს, მოსამართლეებს, რომლებსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვთ ევროპაში,  წარმოადგინონ დოკუმენტები. პირდაპირი ეთერით  მოეწყოს სასამართლო პროცესები  ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით.

დაბოლოს, ბატონ ღარიბაშვილს  მინდა მივმართო იმ წინადადებით, რაც ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს გავაჟღერეთ: მოიწვიოს დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტები,რ ომელბიც შეაჯამებენ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის 9 წლიანი მოღვაწეობის შედეგებს. დაადგინონ მართლა აშენდა ქვეყანა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები გაიძახიან, თუ დაიქცა, როგორც ამას მეცნიერების კვლევები და ანალიზი ამტკიცებს.

29.03.2014წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *