დღევანდელობის ხუთი მომაკვდინებელი ბოროტება

დღევანდელობის ხუთი მომაკვდინებელი ბოროტება:

პირველი – ხელისუფლების თვითკმაყოფილება ;

მეორე – ოპოზიციის გაბოროტება ;

მესამე – საზოგადოების მორჩილება ;

მეოთხე – ინტელიგენციის დუმილი ;

და ბოლოს,კიდევ ერთი და განსაკუთრებული – პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა , ხალხის დიდი ნაწილი სხვის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, საკუთარ თავთან ბრძოლა არ მიდის , დავიწყებულია რომ სხვაზე კი არა ,საკუთარ თავზე გამარჯვებაა ყველაზე დიდი გამარჯვება და რაც მეტი შევძლებზთ ამას – მით მეტი ძლიერი იქნება სამშობლოც , ჩვენი საქართველო!

საერთო მონდომებით ყველას,ხუთივეს შევცვლით და ხალხის,ქვეყნის მდგომარეობაც რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისაკენ…სხვა შემთხვევაში კვდომის პროცესი გაგრძელდება და 3-4 წლის შემდეგ შველა შეუხლებელი გახდება…

უმთავრესი და უპირველესი არის ორი რამის გაცნობიერება:

პირველი-ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება…

მეორე-ხელისუფლება მსახურია,ხალხის მიერ დაქირავებული და არა უფროსი,როგორც იქცევა ხელისუფლება და,რასაც ეგუება მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი….

ჩვენი ფორმულა უცვლელია:ქვეყანას მართას დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა

ეს არის ჩვენი პოზიციაც და ბრზძოლის დიდი სურვილიც..ჩვენი გვერდიც ამას ადასტურებს..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *