თეიმურაზ შაშიაშვილი: პოზიცია პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით!

პირველი გზავნილი  ქუჩა და ქუჩის აქციები  რომელიმე ქვეყნის,მით უფრო, ევროკავშირის დროშის დაწვა ,ამ  უაზრობის, თავხედობის თანაგრძნობა – ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციის, ყოველი მოაზროვნე ქართველის, თანამემამულის შეურაცxყოფაა! ეს არის  ქვეყნის მტრობა..გზა პოლიტიკანების და არა პოლიტიკოსების!
● შეჯიბრი ურაპატრიოტებსა და ულტრალიბერალებს შორის მძაფრდება – ეს სამოქალაქო ომის გზაა!
ვიყავი და ვრჩები ქუჩის აქციების წინააღმდეგ.
● არამარტო იმიტომ, რომ როგორც მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, ამას მოკლედ და ლაკონურად ამბობს დიდი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი, რომ ეს არის ხალხის ბრბოდ ქცევა, გონებისაგან თავისუფალი, აზარტში გადასული აგრესია და ემოცია…
● არამარტო იმიტომ, რომ მიტინგზე მისვლა უკვე გაქცევს მხარედ, მეტიც, ეს არის ადგილი, სადაც გულწრფელი ხდება არაგულწრფელის მსხვერპლი!
● არამედ და პირდაპირ ვთქვათ, ქართული რეალობა კიდევ უფრო მძიმეა და სრულად განსხვავდება დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებისგან.
საქართველოში ქუჩის აქციები პოლიტიკაში დამკვიდრების, ხელისუფლების მოპოვებისა და ხელისუფლების შენარჩუნების, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ ინსტრუმენტად იქცა. ვერ ვიხსენებ, რომ ოდესმე ხალხის ინტერესების გამომხატველი ფართომასშტაბიანი აქციების ინიციატორებად გამოსულიყვნენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები.
● შედეგად მივიღეთ 30 წლიანი ქუჩიდან მოსულთა მმართველობა..
● მივიღეთ უფრო გამდიდრებული მდიდარი და კიდევ უფრო გაღატაკებული ღარიბი.
ისიც ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ როგორი ჩარევაც არ უნდა იყოს გარედან, როგორი დაფინანსებაც არ უნდა ჰქონდეთ მიღებული ორგანიზატორებს (არავისთვის საკამათო არ არის, რომ მიტინგი არის პოლიტიკური ფულის გაცოცხლების საშუალება), როგორც ამას 30 წლიანი გამოცდილება ადასტურებს, ქუჩაში ხალხი მაინც ხელისუფლებას და მის გაუაზრებელ, უფრო ხშირად უგუნურ ქმედებებს გამოჰყავს.
კიდევ ერთი,შეიძლება ბევრისთვის ჯერ კიდევ საკამათო, მაგრამ ჩემში მყარად დამკვიდრებული: ჩვენი უბედურება 1991-92 წლების პოლიტიკური დაპირისპირებით და სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო. უდიდესი შეცდომა იყო. ამით არ დამთავრდა. დღეს ბევრი საუბრობს, რომ 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციაც“ შეცდომა იყო. შეცდომაა საქართველოში ფიქრი დადგენილ ვადამდე ძალისმიერ სახელისუფლებო ცვლილებებზე. დღეს ჩვენ ვიმკით ყველაფერი ამის შედეგებს. რეალურად, საქართველო დღეს ეწირება პოლიტიკურ ომს ყოფილ და არსებულ მმართველ პოლიტიკურ გუნდებს შორის.
იხ. სტატიის სრული ვერსი
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *