რით განსხვავდება წინა საუკუნეების და 21 ე საუკუნის მონობა ერთმანეთისგან?
ძნელად წასაკითხი,მაგრამ,ვფიქრობ,მაინც წასაკითხი!
მთელი კვირაა დასავლეთში ვარ!
სად მივედით,ეს რა ვუქენით ხალხს -მთავრობებმა,პოლიტიკოსებმა …ეს საქართველო აღარ არის – ქვეყანას გონება კი არა,შიში და შიმშილი მართავს!…თუ ასე გაგრძელდა,მალე პირუტყვის როლში გადავალთ..
მესმის,გული გატკინათ ამ ნათქვამმა!
მე კი ვფიქრობ,რომ გული შექმნილმა მდგომარეობამ უნდა გვატკინოს! უმუშევრობა, გაჭირვება, უიმედობა, გაუცხოება, ლოთობა, ნარკომანია და კიდევ უამრავი სოციალური ჭირი იმდენს ვერ გვიზამდა,რამდენი უბედურებაც მოაქვს-დასმენას, გამყიდველობას, უშიშროებისა და პოლიციის აგენტობას!
რად გინდათ ეს პრივილეგიები,სკამები და თანამდებობები,თუ საკუთარი ლანდის გეშინია,თუ დამსმენი და გამყიდველი ხარ,თუ იმის გეშინია მეცნიერებას დაუჭირო მხარი….
ეს მონური ფსიქოლოგიაა!!!
ვაი,რომ მონა ხარ და ვერ გაგიგია… მონა ხარ, როცა შენი უფროსისა და მისი პარტიის მომავალი უფრო გაწუხებს, ვიდრე ხალხის,ქვეყნის და შენი შვილების…უარესი,მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი -ერთი კაცის მონაა.. ის კაცი კი -გარე ძალის…
მთელი ტრაგედია იმაშია,რომ მონობა ფულითაა შეკრული და იმით განსხვავდება წინა წლების მონობისგან ,რომ 21 საუკუნეში მონა მდიდარია, ფული აქვს,სკამიც,პრივილეგიაც და,თუ ადრე მონას არაფერი ჰქონდა დასაკარგი,გარდა ბორკილებისა, დღეს
ყველაფერი აქვს დასაკარგი-ფულით დაწყებული,წოდება-პრივილეგიით დამთავრებული! თუ ადრე მონობა წყობილებით იყო განპირობებული, დღეს-ე წ.დემოკრატიის ეპოქაში-აზროვნებასთანაა დაკავშირებული,ანუ ადრე დაბადებიდანვე იყავი მონა,თუ დამბადებელს სტატუსი არ ჰქონდა, დღეს-ხდები მონა,თუ ადრე მონობას ებრძოდნენ და მის დასამარცხებლად რევოლუციებს აწყობდნენ, დღეს მონობის მოსაპოვებლად იბრძვიან და ამისთვის რევოლუციებსაც კი აწყობენ..
კლასიკური მონობის მაგალითი მინდა გითხრათ. ამ დღეებში ერთი ხელოვანი, რომელიც ოფისშიც არაერთგზის გვეწვია, ხატები გადმოგვცა, მწარედ ვისაუბრეთ დღევანდელობაზე- შეფასებებში სრული თანხმობა გვქონდა,მას შემდეგ,რაც გადავეცით მეცნიერთა კონგრესის მიმართვა საზოგადოებისადმი და მეცნიერთა გუნდის კრიტერიუმებით შექმნილი უპარტიო პროფესიონალთა გუნდის არჩევნებში მონაწილეობაზე ხელის მოწერა ვთხოვეთ,რომელიც მას არაფერშიარ ავალდებულებს- რამდენიც თხოვს, იმდენს შეუძლია მოუწეროს ხელი,- მწერს (სტილი დაცულია)…
“…ხომ იცით ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ, მაგრამ დღიდან დაარსებისა ,,ქართული ოცნების“ წევრები ვართ, იქ ვართ აღრიცხულები მანდატებით და ვერ ვუღალატებთ… რადგან ღალატი ჩვენს სულში არ არის…ძალიან გვიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ. დალოცვილი გამყოფოთ უფლის ძალამ როცა პარტიის ღალატი არ შეგიძლია და ხალხის, ქვეყნის,მეგობრის,ახლობლის კი,ვინ ხარ ასეთ დროს…? ამას მწერს მე,იმ ადამიანს,რომელმაც ქუთაისის ქალაქკომის პირველმა მდივანის სტატუსის მქონემ,,გაგანია საბჭოთა პერიოდში, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველო”-ში გამოქვეყნებული სტატიით,მთელ პარტიას მოვუწოდე, უარი გვეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და დაგვეთმო გზა სხვა პარტიებისთვის! თუმცა ჩემი მაგალითი რა მოსატანია,როცა უდიდესი პოეტი მუხრან მაჭავარიანი,მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის წევრი, ზვიად გამსახურდიას ‘მრგვალი მაგიდის” სიაში მეორე ნომერი იყო!
“პარტიის გაყიდვა არ შემიძლიაო”,როცა ამას ამბობ,მაშინ იმისთვის მაინც იბრძოლე,რომ ეს პარტია ხალხს ემსახურებოდეს და არა ერთეულთა გამდიდრება-გაბატონებას!
დასკვნის სახით,21-ე საუკუნეში მონობა აზროვნებასთანაა დაკავშირებული და,რაც მთავარია,ზნეობრივი კატეგორიაა!
მონები ვართ,როცა თავისუფლებას არ ვაკავშირებ პასუხისმგებლობასთან! ჩემთვის განმსაზღვრელი არის სამი გამონათქვამი;
●პირველი უდიდეს ამერიკელ მწერალს, უილიამ ფოლკნერს ეკუთნის-“ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში!”
● მეორე-დიმიტრი უზნაძეს,მსოფლიოში აღიარებულ ფსიქოლოგს,განწობის თეორიის ავტრს-” გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ,რომ ღატაკნი ვართ,არამედ ღატაკნი ვართიმიტომ, რომ გლახები და მონები ვართ. .
● მთავარი კი მესამეა-იოანე ოქროპირი, წმიდა მამები ამბობენ- “თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები!”
დღეს,დიდი ძალა უნდა,არ იყო ხელისუფლების,პოლიტიკოსის მონა, გაცნობიერებული გქონდეს,რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება,რომ ხელისუფლება შენი მსახურია და არა უფროსი….
კიდევ ერთი,ხელისუფლება,რომელიც ხალხს ეუფროსება,ხალხში ამრავლებს ჩამშვებებსა და დამსმენებს,რომელიც ძალაუფლებას უშიშროებითა და პოლიციით ინარჩუნებს-არ არის შენი ქვეყნის ხელისუფლება!
იმ ქვეყანას არ აქვს მომავალი,სადაც ხალხს შიში დაშიმშილი მართავს!
ვისაც ქვეყანა უყვარს,ვინც შვილების მომავალზე ფიქრობს-მეცნიერებს უსმენს…, ვინც კუჭსა და საკუთარ თავზე- პოლიტიკოსებს, ამიტომ ცხოვრობს მონობასა და სულიერ შიმშილში!
ეჭვი არ მეპარება,რომდღეს,თუ ხვალ შედგება ზნეობრივ ადამიანთა ერთობა, რომელიც დაამარცხებს ჩვენს სამშობლოში ოლიგარქთა ბატონობას, წერტილს დაუსვამს უზნეო უმცირესობის ბატონობას ზნეობრივ უმრავლესობაზე,,რაც მთავარია, დაასრულებს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნები ეპოქას და გადაგვიყვან მეცნიერების ეპოქაში!
სწორედ ეს იქნება ინტელექტუალური რევოლუცია!
ვისაც ღირსება აქვსროგირც რიგითი, ჯარისკაცი იბრძოლებს ამისთვის! ჩემგან ღალატი არ იქნება-სიცოცხლის ფასად ვდგავარ ,როგორც რიგითი ჯარისკაცი,შიშველხელებიანთა შორის როგორც ბევრი საქართველოში,მეცხმამაღლა ვაცხადებ-ჩემს შვილებს ლაჩარი მამა არ ეყოლებათ!
სიკეთით გამარჯვებული და ბედნიერებით სავსე საქართველოსთვის ბრძოლაც ღირს და თავშეწირვაც!
P.S.ეს წერილი ავტობუსში შეიქმნა დღეს,14 ივლისს,მოწამეთობას, დილის 6 საათიდან-9 საათამდე ქუთაისიდან თბილისისკენ მგზავრობისას!