მისმა გარდაცვალებამ გული ჩამწყვიტა!
ეძღვნება ცნობილი მეცნიერისა და მოღვაწის, ელენე აბაშიძის ხსოვნას

მისმა გარდაცვალებამ გული ჩამწყვიტა!
ელენე აბაშიძე…სასწაული ქალბატონი… 105 წლის გავიდა ამ ქვეყნიდან…ამ სურათზე 103 წლისაა…ამ დროს,ჯერ კიდევ საავტორო გადაცემა ჰქონდა “ქართულ TV”- ზე…ამ ასაკშიც კი იშვიათი გარეგნობის
ქალბატონი იყო..
მწარე ცხოვრებით იცხოვრა…მამა დაუხვრიტეს…ბავშვობიდან შრომაში იყო. მისი თანამედროვენი აღნიშნავდნენ, რომ ბრწყინვალედ დაიცვა,როგორც საჯანდიდატო,ასევე სადოქტორო დისერტაცია…
ჰიდროლოგი იყო დაიბრძოდა უაზრო ენერგეტიკულ პოლიტიკას! ამის გამო არ უყცარდათ არ დააფასეს!
ამერიკელებმა მსოფლიოს 100 საუკეთესო ჰიდროლოგთა სიაში შეიყვანეს, განსხვავებით საქართველოსგან,არც
აღიარება და არც ჯილდოები დააკლეს… რამდენიმე წიგნის ავტორია..ბოლო ორი 100 წელს გადაცილებულმა დაწერა…
“მეცნიერთა კონგრესი” იყო მისი საყვარელი ორგანიზაცია…მუდამ ვიამაყებთ,რომ ბოლო 10 წლის მანძილზე
ერთი სხდომაც არ გაუცდენია..ყველას გვახსოვს მისი პრინციპული გამოსვლები რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ…
მიუხედაცად მწარე და უსაშველოდ ტკივილიანი ცხოვრებისა, სიკეთით იყო სავსე…მართლაც როგორი დიდბუნებოვანი უნდა იყო,რომ 105 წლის ასაკში შენმა წასვლამ ასეთი გულისტკივილი გამოიწვიოს…პირადად მე,
მისმა გარდაცვალებამ გული ჩამწყვიტა!
PS ეს სტატია გუშინ საღამოს დავდე..დღეს,30 ივნისს შევიტყვე,რომ ქალბატონ ელენეს კრძალავენ მახათას პანთეონში და ეს ხდება მისი სურვილის წინააღმდეგ,რომ დაკრძალულიყო ჭიათურაში, მშობლიურ
სოფელ ჭალაში,მისი მშობლების გვერდით!
კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, რომ საქართველოს მაღალ ეშელონებში უყვართ ცოცხალი უნიჭო და მკვდარი -ნიჭიერი!



