ზოგიერთი გაუმჟღავნებელი გლობალური პრობლემის შესახებ

 

i (2)ამ დღეებში „თეთრების“ ლიდერი ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი ოფიციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული  გახლდათ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რიგ ღონიძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

მან მიღებულ შთაბეჭდილებათა თაობაზე ვრცელი პრესკონფერენცია გამართა ჩამოსვლის დღესვე, 28 მარტს, სააგენტო „რეპორტიორის“ პრესკლუბში. ამიტომ არ განვმეორდებით, ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე საკითხზე, რომელიც ჩვენთან პრივატულ საუბარში გააშუქა ბატონმა თ.შაშიაშვილმა და ვერ ითქვა პრესკონფრენციაზე შეზღუდული რეგლამენტის გამო.

ხაზგასასმელია, რომ შეხვერდები იყო უმაღლესი რანგის დიპლომატებთან, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოსა და სხვადასხვა სახელმწიფოთა მაღალი დონის წარმომადგენლებთან.

ყველა ფაქტი, მოსაზრება,   და ანალიზი მიღებულია მათთან საუბრის დროს მათი მაღალი დიპლომატიური რანგიდან და საზოგადოებრივი სტატუსიდან გამომდინარე, გასაგები მიზეზების გამო, უფლება არ გვაქვს დავასახელოთ კონკრეტული პირები და ზოგიერთი კონკრეტული ციფრი. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ქართულ საინფორმაციო სივრეცში გაბატონებული მოსაზრებებისაგან.

ჩვენში ზოგიერთთა მეცადინეობით მიიჩნევენ, რომ ევროკავშირსა და ნატოს დღედაღამ არ სძინავთ საქართველოზე ფოქრით. როგორც ფიქრობენ, კარგად აჩვენა ობამას ცნობილმა განცხადებამ, უახლოეს მომავალში ნატოს გაუფართოებლობის თაობაზე. ამაზე სრულიად ადექვატური კომენატრი გააკეთა საქართველოს პრემიერმაც. აი, “ნაცმოძრაობას”, “ქართული ოცნების” დიდ ნაწილს და სატელევიზიო კოპმპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს გაიგოს რეალობა.

რეალობა კი სულ სხვაა, კერძოდ:

იტალიამ გამოაცხადა რუსი ტურორგანიზაციების პროფესიონალებისათვის სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის უფასო ვიზების გაცემის შესახებ;

საბერძნეთის განცხადებით, მისი მთავრობა „მაქსიმალურად ლოიალურად“ მოეკიდება რუს ტურისტებს.

რუსეთისათვის ვიზების გაცემის პროცესის დასაჩქარებლად აშშ მოსკოვში აშენებს საკონსულოს ახალ შენობას.

ბრიუსელის სამიტი დამთავრდა ისე, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად არ გამოცხადებულა;

ეს არის შიშველი ფაქტები, რომელიც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ევროპა – რუსეთის ვაჭრობამ 2013 წელს მიაღწია 400 მლრდ ევრომდე;  ევროპელთა განმარტებით ეს თითქმის 10-ჯერ მეტია აშშ – რუსეთის ვაჭრობაზე, რის გამო ევროპას უფლება არ აქვს არ გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები.

თუმც, მეორეს მხრრივ იგეგმება კონკრეტული ნაბიჯებიც რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, განიხილება  ვარიანტი საუდის არაბეთის მიერ 1979 წლის კომპანიის განმეორების, როდესაც მან დააგდო 1 ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარამდე. საინტერესოა, რომ  ამჟამად 1  ბარელის, ანუ თითქმის 159 ლიტრი ნავთობის ფასი ნიუ-ორკის ბაზრობაზე განისაზღვრება 102-103, ხოლო ლონდონისაზე 111-112 დოლარი.

ძნელი წარმოსადგენია რ უნდა იყოს, რა გლობალურ ფინანსურ რყევებს გამოიწვევს ეს აქცია განხორციელების შემთხვევაში.

image17598047_47febfc1c90e095e8222af76a8ba5bcbევროპისაგან  გარკვეულად განსხვავდება აშშ-ის პოზიცია რუსეთის მ იმართ. მათ მიაჩნიათ, რომ „თუ მოსკოვი გააგრძელებს თავის დღევანდელ კურსს, მისი იზოლაცია გაღრმავდება“. ამასთან ობამა პირდაპირ მიუთითებს ნატოს გაზრდის შეჩერებაზე უარის თქმის რეალურ მიზეზს:

– „ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამო უკრაინა არ მიმართავს წევრობის თაობაზე ნატოს,  მდგომარეობს იმაში, რომ ის გაართულებს ურთიერთობებს რუსეთთან. მე არ ვფიქრობ,რ ომ რაიმე შეიცვლება უმოკლეს დროში“. მეტი გულახდილობის უფლება არც ერთ დიპლომატს არ აქვს. განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ ამერიკის პრეზიდენტის დელიკატურ მდგომარეობას ქვეყნის შიგნით.

–  კომპანია GFK-ს 20-24 მარტის გამოკითხვებით ობამათი უკმაყოფილოა ამერიკელების 59%. იმავე გამოკითხვით ამერიკელების 30% წინააღმდეგია დახმარება გაუწიონ რუსეთით დაზიანებულ ქვეყნებს. აქ უკვე ჩვენც ვიგულისხმებით…

ამერიკა სხვა სიძნელეებსაც განიცდის… ასსმელ და სარწყავ წყალზე მკაცრი ეკოლოგიური რეგულირების გამო, ამერიკაში არ დამუშავებულა 200 ათას ჰექტარზე მეტი. სარწყავი წყლის ცუდი მართვის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა მრავალწლიანი კულტურები. ზოგი გახმა კიდეც.  მოსალოდნელია მოუსავლიანობა და სურსათზე ფასების გლობალური მატება. განმარტებას არ საჭიროებს, თუ როგორ აისახება ეს მოვლენა მსოფლიო სასურსათო ბაზარზე.

 

მიზეზთა გამო ევროპაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გერმანიას. კანცლერი image103_e597b532f18671d42b033ed46a85680fმერკელი გამუდმებით გამოდის ამერიკის დამშოშმინებლად რუსეთთან მიმართებაში. ამითბევრი გაკვირვებულია, მაგრამ გაკვირვება ფერკმრთალდება,როცა რამდენიმე ციფრს ვეცნობით:

გერმანია – რუსეთის ტვირთბრუნვამ 2013 წელს  76 მილიარდი ევროს მიაღწია;

ინვესტიციების საერთო მოცულობამ  20 მლრდ ევრო შეადგინა;

რუსეთის დაკვეთებზეა დამოკიდებული 6 ათასი გერმანული ფირმა

აქედან გამომდინარე, რუსეთის დაკვეთებზე დამოკიდებულია 300 ათასი

სამუშაო ადგილი.

სწოერდ ამიტომ,  მერკელმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ პაკ კიმ ჰესთან შეხვედრის შემდეგ 26 მარტს განაცხადა: „ უკრაინის კრიზისის მოგვარება უნდა მოხდეს პოლიტიკური მეთოდებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გარეშეო“

მეტიც, მერკელმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოხატა ოფიაციალური კმაყოფილება უკრაინის თაობაზე OBSE მანდატის შეთანხმების გამო.

უახლოეს მომავალში პუტინი ჩადის გერმანიაში ჰანოვერის ბაზრობის გახსნაზე. სადაც ის იქნება არა სტუმარი, არამედ მასპინძლის პარტნიორი.

ამ დღეებში გავლენიანმა გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ გამოაქვეყნა სტატია საინტერესო სათაურით: „კრიტიკა რუსეთის მისამართით:  პუტინის სიხისტე და მერკელის უსუსურობა“

პატრია “თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი საგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის იმ მაღალი ჩინის დიპლომანებსა და მაღალი სტატუსის პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენთვის ხელმწიაწვდომი გახადეს ღია პრესისათვის დაფარული მრავალი ფაქტი და მონაცემი.

“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

29.03.2014წ

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *