(საქართველო და მსოფლიო) ტრამპმა სოროსი სახელმწიფო საშიშროებად გამოაცხადა

images (19)არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მილარდერ ჯორჯ სოროსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოწინააღმდეგე და მოძულე ჰყავს. ამ ლიბერალ მილიარდელს ფაქტიურად ნაყიდი ყავდა აშშ-ს დემოკრატიული პარტია წლების განმავლობაში და მისი ფავორიტი, ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ მას შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას.

შეიძლება სოროსის ერთი დიდი კოზირი ჰილარის სახით ატროფირდა, მაგრამ ის ცდილობს ძალები აღიდგინოს და მთელი მისი რესურსი და ძალისხმევა ტრამპის მიერ აგორებულ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას შეალიოს. საფრთხე მის საქმიანობას ემუქრება და ქარი ამ შემთხვევაში სწორედ თეთრი სახლიდან უბერავს, სოროს კარგად აქვს გაანალიზებული, რომ შეიძლება სულ მალე ტრამპმა იგი ოფიციალურად აშშ-თვის ნომერ პირველ ეროვნულ საფრთხეთ დაასახელოს. ტრამპმა უკვე დაანონსა ულტრალიბერალების დასასრულის დასაწყისი. პრეზიდენტმა უკვე სთხოვა რუსულ მხარეს მათთვის მიეწოდებინათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია სოროსის საქმიანობის შესახებ რუსეთში, ყველაფერი რაც კი კავშირში იქნებოდა სოროსთან.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა სოროსი ”სახელმწიფო საშიშროებად” გამოაცხადა და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო. სწორედ სოროსი აფინანსებდა მასობრივ გამოსვლებს, ე.წ “ქალთა მარშს” სხვადასხვა ქალაქებში აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ. სწორედ სოროსი იყო მთავარი დამფინანსებელი (100 მილიონი $) დემოკრატიული პარტიის, რომლის მარგალიტები იყვნენ ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი. ობამა უკვე შეუერთა საპროტესტო კამპანიას, რომლიც დონაციასაც ასევე სოროსი ახდენს.

ჯორჯ სოროსი თავის საქმიანობას აქტიურად ეწევა 2004 წლიდან, მისი „მინიონები“ სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ართმევდნენ თავს დაკისრებულ მისიას. რა თქმა უნდა გამოყოფილი ფინანსური რესურსი საშუალებას იძლეოდა სოროსის საქმიანობა მაშტაბური ყოფილიყო და ფესვები ღრმად გაედგა სახელმწიფოთა სისტემაში. ჰილარის დამარცხებით დემოკრატიული პარტიაც დასუსტდა და სოროსიც აღნიშნავს, რომ მას ბერკეტები შეუსუსტდა ტრამპთან საბრძოლველად, რდგან მისი ლეგიტიმაცია თავად ამერიკელმა ხალხმა მოახდინა.

ექსპერტთა აზრით, დღეს შეუძლებელი რეალური ხდება, ამ ტენდენციას ტრამპა დაუდო სათავე. გამომდინარე აქედან მათ მიაჩნიათ, რომ დროა ანტოსოროსული მოძრაობა საქართველოშიც დაიწყოს.

http://www.geworld.ge/NEW/?page=view&art=9507

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *