ქვეყნის და ხალხის მდგომარეობა ტრაგიკულია,ხელისუფლების – კომიკური და ჩვენ ყველანი ამ ტრაგიკული კომედიის მონაწილენი გავხდით

 

პირდაპირ,ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ:

მტერი ვერ შეძლებდა ქვეყანაში პროცესების ისეთ განვითარებას, როგორც ეს,ჯერ “მოქკავშირ-აღორძინებამ“,მერე- “ნაცმოძრაობამ” , შემდეგ – “ქართუმა ოცნებამ” შეძლეს. ეს უკანასკნელი გვირგვინს ადგამს ამ დამანგრეველ პროცესს.

წარმოუდგენელია,ქვეყნის მართვა ბანკირის ფსიქოლოგიით. ეს ხდება ჩვენ სამშობლოში ინტელიგენციის დამღუპველი დუმილის წყალობით,..

შიშის და ფულის ძალით , ვერ,თუ არ ცნოვიერდება, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, თავიანთი მხარდამჭერებით რომლებიც დღეს ბრბოს როლში არიან , წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების მთავარ მუხრუჭს… მათ შეძლეს მთავარი:პროგრესი გააჩერეს ქვეყანაში და თუ ასე გაგრძელდა მივიღებთ ახალ ადამიანს – ქართველს ღირსებისა და აზროვნების გარეშე.

ართლაც,ტრაგიკომედიაა,ინტელექტითა და აზროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში ,ერთმა ცხრა წელი გვაცხოვრა შიშში,მეორემ-უკვე მეშვიდე წელია,გაგვხადა ფულის მონა-ყიდულობს ყველას და ყველაფერს,რაც ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს და საკუთარ მილიარდებს შეანარჩუნებინებს!

ასე ცხოვრება,მართლაც აღარ შეიძლება , რადგან მისი გაგრძელება წარსულზეც უარის თქმაა და მომავალზეც..და თუ ამას ვეგუებით,ჩვენ ღვთითბოძებული ქვეყნის კი არა,დაწყევლილი ქვეყნის შვილები ვყოფილვართ …

ვისაც,სჯერა,რომ საქართველოს გადარჩენა ქუჩის ბელადს,ან ოლიგარქს შეუძლია – ის ქვეყანას მტრობს..

ქვეყანას მტრობს ისიც,ვინც ფიქრობს,რომ გამოსავალი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაშია. ეს იმდენად სასაცილოა,რომ სასაუბროდაც არ ღირს, მე ვფიქრობ ცინიზმია,რონელიც ამწვავევს ტრაგიკომედიას.

მწამს და მჯერა,ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაც და გაბრწყინებაც მართვის სისტემის შეცვლასა და განათლებულ, მორალურ ადამიანთა ხელისუფლებაშია…

კიდევ ერთი, ნუ ღუპავთ ტაშით,მონური მორჩილებითა და ქება-დიდებით ბიძინა ივანიშვილს…თუ მისი გადარჩენა გინდათ და არ ხართ მისი ფულის მონები,ურჩიეთ,თუ არ დაგიჯერებთ,აიძულეთ, ჩამოსცილდეს პოლიტიკას! ის პილიტიკის აზრზე არ არის ,ქვეყანას განიხილავს,როგორც ბიზნეს-პროექტს…რითაც შეურაცყოფს მოაზროვნე ადამიანებს , ქვეყანას ღუპავს და წარმოუდგენელი სისწრაფით მოჰყავს დრო,როცა ხალხი შეუძლებლად ჩათვლის მის ქვეყანაში დარჩენასაც კი.. და თუ ამას არ გააკეთებს,თვითონ დარჩება ქვეყნის გარეშე,მის ადგილს უცხო ტომელები დაიკავებენ.. ეს პროცესი კი,მართლაც , წარმატებულად მიდის..

დავდგეთ ღირსებით, მეცნიერებით და შიშველი ხელებით,ე.წ.ბელადთა და ფულიანთა გარეშე (მათგან სიკეთე არც არის და არც იქნება)გადავარჩინოთ ქვეყანაც და ერთმანეთიც. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში.ეს არ არის და არც შეიძლება იყოს ბრძოლა არც ივანიშვილისა და არც სააკაშვილის წინააღმდეგ…ისინი გვებრძვიან ჩვენ…ებრძვიან ქვეყანას,მნიშვნელობა არ აქვს,ეს მათ გაცნობიერებული აქვთ თუ არა.

მორალურ ადამიანთა ბრძოლა საქართველოსთვის – მათი გადარჩეასაც ნიშნავს..დასაკარგავი შვილი არ ჰყავს ქვეყანას…მთავარია შვილი იყო,ერთგული შვილი და არა ფულის და ძალაუფლების მოყვარული, როგორებითაც სავსეა ხელისუფლება და პოლიტიკაც ზოგადად…სხვა რა იციან სოროსისა და თავისუფლების ინსტიტუტის შვილებმა,რონელთაგანაც დასახსნელია ხალხიც და ქვეყანაც.

ეს არის ჩემ მიერ სიყვარულით ნათქვამი სიმართლე. ყოველ შემთხვევისთვის მე ასე ვფიქრობ..

ღმერთმა ქნას,მე ვცდებოდე..ეს ჩემთვისაც ბედნიერება იქნება!

სიყვარული აგვამაღლებს , სიკეთით გაგვამარჯვებიბებს და ქვეყნის დასაპყრობად თავსმოხვეულ ტრაგიკომედიასაც დაასრულებს ჩვენს სამშობლოში!

თეიმურაზ შაშიაშვილი

5 მარტი,2019 წელი

თბილისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *