(მედიანიუსი) ქვეყანაში ტრაგიკომიკული ვითარებაა! – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი დღევანდელ ვითარებას ტრაგიკომიკულს უწოდებს.
„მტერი ვერ შეძლებდა ქვეყანაში პროცესების ისეთ განვითარებას, როგორც ეს, ჯერ “მოქკავშირ-აღორძინებამ“, მერე- “ნაცმოძრაობამ” , შემდეგ – “ქართულმა ოცნებამ” შეძლეს. ეს უკანასკნელი გვირგვინს ადგამს ამ დამანგრეველ პროცესს.
წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა ბანკირის ფსიქოლოგიით. ეს ხდება ჩვენ სამშობლოში ინტელიგენციის დამღუპველი დუმილის წყალობით,“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
„ტრაგიკომედიაა, ინტელექტითა და აზროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში სააკაშვილმა ცხრა წელი გვაცხოვრა შიშში, “ივანიშვილმა კი – უკვე მეშვიდე წელია, გაგვხადა ფულის მონა-ყიდულობს ყველას და ყველაფერს, რაც ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს და საკუთარ მილიარდებს შეანარჩუნებინებს!
ვისაც, სჯერა, რომ საქართველოს გადარჩენა ქუჩის ბელადს, ან ოლიგარქს შეუძლია – ის ქვეყანას მტრობს, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
რაც შეეხება ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, თემურ შაშიაშვილი აქაც სკეპტიკურადაა განწყობილი:
„ეს იმდენად სასაცილოა,რომ სასაუბროდაც არ ღირს, მე ვფიქრობ ცინიზმია, რაც ამწვავევს შექმნილ ტრაგიკომიკურ მდგომარეობას. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაც და გაბრწყინებაც მართვის სისტემის შეცვლასა და განათლებულ, მორალურ ადამიანთა ხელისუფლებაშია!“ – ამბობს თემურ შაშიაშვილი.
წყარო: მედიანიუსი



