დღეს შიშველი ხელებით გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება,ვიდრე ოდესმე ფულით და ბელადებით.

დღეს გაბატონებული პილიტიკური მაფიისა და სიყალბის დამარცხება არის ერთადერთი გზა ქვეყნის ღრმა კრიზისიდან გამოყვანის და შემდგომი განვითარებისთვის. ეს მხოლოდ,მორალურ ადამიანებს და შველი ხელებით მოძრაობას შეუძლია!
ბევრი მეკითხება როგორ შევძლებთ შიშველი ხელებით საქართველოსთვის ბრძოლას?
ყველას ვპასუხობ:
დღეს შიშველი ხელებით გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება,ვიდრე ოდესმე ფულით და ბელადებით..ეს არის ჩვენი ეროვნული პოტენციალი,ეს არის ქართული ღისება,რომელიც ოდითგან გვამარჯვებინებდა…რომ არა ასიათასი წამებული,რომ არა სამასი არაგველი,რომ არა ცხრა ძმა ხერხეულიძე,რომ არა დიდგორი, დღეს საქართველო,როგორც ქვეყანა და ქართველი ერი – როგორც ერი, არ იარსებებდა.
სწორედ ეროვნული ღირსების გრძნობა, თავგანწირვა, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და უდიდესი რწმენა იყო ის საფუძველი რითაც ჩვენმა დიდმა გმირებმა შეძლეს საქართველოსთვის ბრძოლაში გამარჯვება.

ჩვენი ისტორია და კულტურა თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს ეროვნულ ოპტიმიზმის საფუძველს: ყველაფერი იქნება,როცა სწორი გზით წავალთ,უფალთან და საკუთარ სინდისთან ვიქნებით მართალი, როცა “სინდის იქნება გონებაი მამხილებელი”(სულხან – საბა)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *