სტენოგრამა -“თეთრების” პოზიცია – ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და არა ერთმანეთზე.


– კარგი ხანია “თეთრები” არ გამოჩენილხართ პოლიტიკური ვითარების ფონზე. რას აპირებთ ზოგადად საარჩევნოდ და შეთავაზება რა გექნებათ პოლიკური პარტიების თუ პოლიტიკოსებისთვის?

გაზაფხულია და ძალიამ მინდა რომ პოლიტიკოსების გულსა და გონებებშიც გამოზაფხულდეს. არ ვჩანვართ იმიტომ, რომ არ ვართ ქუჩის პარტია. არ ვიცით რას ნიშნავს ამბოხებები, არ ვართ ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებულები,. სამწუხაროდ ჟურნალისტები ინტრიგენზე არიან ორიენტირებულნი. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ემოციის პოლიტიკა უნდა დამთავრდეს, ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა უნდა დამთავრდეს.

ჩვენ პირველ რიგში, გონებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა ვართ, ჩვენ, ვხედავთ რა სიტუაციაა, ძირითადში ვაანალიზებთ შექმნილ მდგომარეობას. , სერიოზული დოკუმენტები გვაქვს… გვიხარია, რომ ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, ვისაც თანამდებობა არ აინტერესებთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიან,ჩვენ არ ვართ ქუჩაში გამსვლელები და ჩვენ არც ძალა გვაქვს , რომ ქუჩაში ვიყოთ, ამას ხმამაღლა ვამბობთ. ვთვ ლი,რომ ქუჩის პარტიების როლი ძალიან დამთრგუნველი იყო ქვეყნისათვის

განცხადება, რომ პოლიტიკური პროცესი გაბოროტდა, არის ძალიან სერიოზული ანალიზის დასკვნა. რაც ხდება რეალურად ქვეყანაში, როგორ უყურებენ პოლიტიკური პარტიები მომავალს. ჩვენიპოზიცია ასეთია, რომ ყველა პოლიტიკური ერთობა იქმნებოდა ვიღაცის წინააღმდეგ, მე არ მინახია ჯერ პოლიტიკური გაერთიანება საქართველოსთვის. პირობითად ვამბობ, შეიქმნა ერთობა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, მერე შევარდნაძის წინააღმდეგ, მერე სააკაშვილის წინააღმდეგ და ასე მოვიდა დღემდე. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ასეთ პრონციპს და არ ვღებულობთ მონაწილეობას მსგავს შეხვედრებში, რომლებსაც პარტიები აწყობენ. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ჩვენი გზა, ჩვენი კურსი. ვფიქრობთ რომ ურთიერთობა მეტად არის საჭირო აუდიტორიებში, განათლებულ, მოაზროვნე ადამიანებთან.

20 წელზე მეტია საქართველოს მართავს ემოცია . პოლიტიკა სულდგმულობს ემოციით, გონებას ჭარბობს ემოცია. შეიძლება კარგი ადამიანებიც არიან, მაგრამ როცა გავლენ ქუჩაში, ემორჩილებიან ემოციას..

როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკა გაბოროტდა , ეს ნიშნავს, რომ ადამიანიც ბოროტდება,. პოლიტიკა არის ცოცხალი სხეული… გაბოროტება ოჯახებშია შესული, ძალიან ბევრი გაბოროტებულია იმის გამო , რომ ხელისუფლებისათვის იბრძვის და ამ ბრძოლამ გააბოროტა. ზოგი კი ხელისუფლებაში ყოფნამ გააბოროტა.

– თქვენი გზა რა არის?

ჩვენი გზა არის თანამშრომრობის ჰარმონიზაცია. მაგრამ თანამშრომლობის ჰარმონიზაცია არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთვის. არის საკითხები, რომელშიც უნდა შევთანხმდეთ, ბიბლიური მცნებაა: „მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული“ მთავარი ჩვენი ქვეყანაა. ამაში უნდა შევთანხმდეთ, ყველას აქვს თავისი პოლიტიკური კურსი,მაგრამ ხომ არ შეიძლება რომ ჩასაფრებული იყო, ვიღაცას რაღაცა შეეშალა.

ჩამოგიყალიბებთ, მე როგორ წარმომიდგენია, რა არის მთავარი, ყველას, პარტიებს, კოლეგებს, მეგობრებს შევთავაზეთ შეგვექმნა ნდობის დარბაზი. 4-5 წლის წინ, 2005-2006 წელს ყველა პოლიტიკურ ძალას გავუგზავნეთ წერილი ამ წინადადებით,. რადგან ყველა თავისკენ ექაჩება ქვეყანას და სოციალურმა დემაგოგიამ დაღუპა სახელმწიფო. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩვენს გარეთ აგვერჩია ექსპერტები, რომელთა ობიექტურობაში არ შეგვეპარებოდა ეჭვი და ამ გუნდთან მივსულიყავით ჩვენი პროგრამებით. გვეთხოვა რომელიმე ტელევიზიისთვის, ან სააგენტოსათვის, რომ ეს გადაეცა პირდაპირ ეთერში, რათა ეს ენახა საქართველოს მოსახლეობას, ყოფილიყო შეკითხვები, რომელსაც გაეცემოდა პასუხები პირდაპირ ეთერში. ვწუხვარ, რომ ეს მოსაზრება არ იქნა გაზიარებული.

ჩემი შეთავაზება: მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს ძალიან სერიოზული შეკვეთა მეცნიერთა ჯგუფზე, თუნდაც მეცნიერებათა აკადემიაში, რომ გაირკვეს, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას. არავინ იცის როგორია ქვეყნის პოტენციალი. ჩვენ გვაქვს ასეთი ანალიზი, შექმნილი მეცნიერებათა მონაწილეობით, მაგრამ ყველა იტყვის, რომ ეს პარტიის ანალიზია. ჩვენ გვინდა,რომ მეცნიერებათა აკადემიამ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მეცნიერებმა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებმა გააკეთონ ანალიზი, რისი გაკეთება შეიძლება ამ ქვეყანაში, რა პოტენციალი გააჩნია ამ ქვეყანას . ამის გარეშე ყველა ხელისუფალი ბრმად მუშაობს. ხელისუფალი, რომელიც ამბობს -რაც შეიძლება ვაკეთებ. ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის, ჩვენ გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც აკეთებს იმის მაქსიმუმს, რა პოტენციალიც აქვს ქვეყანას. ქვეყნის პოტენციალის 5 % ია გამოყენებული, ამიტომ უნდა დაიწეროს ქვეყნის პოტენციალი.

მეორე – უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალური ანალიზი, და ეს უნდა გააკეთოს არა მთავრობამ, არა რომელიმე პარტიამ, არამედ, აღიარებული ექსპერტების ჯგუფმა, საერთაშორისომ ან ჩვენმა.

მესამე – უნდა გაკეთდეს ანალიზი, ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. ხელისუფლების გარეშე ამას ვერავინ გააკეთებს. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას: თანამშრომლობის ჰარმონიზაცია ასე დავიწყოთ, თქვენ აკეთებთ ქვეყნის პოტენციალის ანალიზს, ანუ აფინანსებთ მეცნიერებს, ვინც ამ ანალიზს აკეთებს, იწერება პროგრამა დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ, როგორ მოვიყვანოთ ეს პოტენციალი მოქმედებაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ კოლეგებს: 20-25 კაცი თითოეული პარტიიდან პერიოდულად შევხვდეთ ერთმანეთს, და ვნახოთ ვინ არის ამ პარტიებში. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეგობრებს: ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსად აღაირების სისტემა. ბატონ მიხეილ ქურდიანს, ამ გენიალურ და საინტერესო პიროვნებას, რომელიც ძალიან დააკლდა ქვეყანას, ჰქონდა წინადადება რომ დაიწეროს პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი, პოლიტიკოსებს ერთი და იგივე კითხვებს დაუსვამდნენ, რომელზეც ისინი გასცემდნენ პასუხს. მაგალითად: რა პოზიცია ეჭირათ შინაომის დროს? უნდა მოიტანონ დოკუმენტი იმ დროს რა გამოაქვეყნეს. ან რა პოზიცია ეჭირათ ესენგეში შესვლის დროს,. პარლამენტში არის პიროვნება , რომელმაც რკინიგზა გადაკეტა , რუსეთი უნდა დავაქციოთო, მერე კი რუსეთში ჩავიდა და თქვა, რომ რუსეთის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვსო. არის პიროვნება, რომელიც ამბობდა, ესენგეში თუ არ შევედით, დავიქცევით მერე კი ამბობდა, ესენგეში რომ ვართ იმიტომ ვიქცევითო. არის ოცი კითხვა, რომელზეც ყველა პოლიტიკოსმა უნდა გასცეს პასუხი რა პოზიცია გვქონდა მაშინ ეს უნდა იყოს დოკუმენტალურად დასაბუთებული. ეს უნდა გაკეთდეს ჟურნალისტების მონაწილეობით.

ეს ერთი ნაწილია პოლიტიკოსად აღიარების. მეორე, პოლიტიკოსმა ხომ უნდა შეძლოს ღია ტრიბუნასთან ერთი ლექცია მაინც გააკეთოს, ერთი სერიოზული მოხსენება გააკეთოს , ერთ საკითხში ხომ უნდა იყოს გარკვეული? ვხედავდი და ვხედავ, პოლიტიკოსი ქვიათ მათ, ვისაც თავისი არაფერი გააჩნიათ. დანიშნული ბიზნესმენი ქვეყანაში ან გარედან აფინანსებს და როცა დასჭირდებათ , გამოყავთ ქუჩაში, და აყვირებენ. ქუჩა არის დანიშნული ბიზნესმენების მოგონილი, დანიშნულ ბიზნესმენებს ფული აქვთ, მათ არ აწყობთ, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი, წინ წავიდეს ქვეყანა და ისინი იყენებენ ამისთვის ქუჩის პოლიტიკოსებს, ამიტომ ვთავაზობ, გავაკეთოთ პოლიტიკოსად აღიარების სისტემა. პოლიტიკოსები გამოვიდეთ მეცნიერების, ექსპერტების, ჟურნალისტების, წინაშე. წავიდეთ რომელიმე სოფელში, გავცეთ პასუხი ხალხის კითხვებს.

პოლიტიკოსები კი ლაპარაკობენ არა ერთმანეთთან არამედ ერთმანეთზე, ხოლო როცა იკრიბებიან, ლაპარაკობენ სხვაზე.

ჟურნალისტებს ვთავაზობ: ნახეთ დამოუკიდებელი საქართველო და შეადგინეთ დამოუკიდებელ საქართველოს შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომელსაც პოლიტიკოსმა უნდა გასცეს პასუხი დოკუმენტალურად, თუ ეს არ გაკეთდა, წინ ვერ წავალთ.

ორ სამ ციფრს გეტყვით, რომელსაც არავინ არ ასახელებს. პირველი ციფრი: საქართველოს ბანკებიდან მოსახლეობას გატანილი აქვს 16 მილიარდი ლარი. რა არის გარანტად ჩადებული? 300 მილიარდის ქონება. გითხარით ორი ციფრი, რომელსაც ვერ კითხულობენ პოლიტიკოსები, დღეს ამაზე უნდა მსჯელობდეს მთელი საქართველო, როგორ დავიხსნათ ხალხი და ქვეყანა ამ უზნეო ბანკიზმისაგან და ამაზე არავინ ლაპარაკობს, გამოვიდა ვიღაცა ქუჩაში, იყვირა რაღაც და იმაზე ვლაპარაკობთ, ესაა ემოციური პოლიტიკა. ჩვენ დღეს ვართ არა დამოუკიდებელი არამედ , ჩვენ ვართ ბანკების ხელშიჩავარდნილი სახელწმიფო.

მესამე მაგალითი – , 5000 სოფელია დღეს საქართველოში, მაჩვენეთ ერთი სოფელი, სადაც აშენდა იმაზე უკეთესი სახლი ადგილობრივი მცხოვრების მიერ, ვიდრე დამოუკიდებლობამდე იყო. ეს რას ნიშნავს? რაზე დგას ქვეყანა? ქვეყანა დგას განათლებაზე, სოფელზე და მეცნიერებაზე. ერთიც მეორეც მესამეც დავანგრიეთ. ორი რამ გითხარით, რაზეც განგაში უნდა იყოს ატეხილი. პირველ ყოვლისა მთავრობამ! ამ მთავრობას კი არ ვუპირისპირდები, ამ მთავრობის ბრალი კი არ არის. მე ვეუბნები, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, თემურ შაშიაშვილი, შევხვდეთ ერთმანეთს დავილაპარაკოთ იქნებ რაიმე საერთო მომენტთან მივიდეთ.

-თანამშრომლობაზე საუბარი ალბათ მომავლის საქმეა, კარზეა მომდგარი არჩევნები, რას აპირებს პარტია „თეთრები“, აპირებთ თუ არა თანამშრომლობას რომელიმე პარტიასთან?

– ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში დღეს რეალურად არის პროამერიკული , პროდასავლური და პრორუსული ძალები და რომ ყველა ფინანსდება დღეს ან რუსეთიდან, ან ამერიკიდან, დასავლეთიდან ქართული ძალა არ არსებობს ქვეყანაში. არც ერთ ბიზნესმენს არ აინტერესებს ქართული ძალა. მე მაინც მიმაჩნია, რომ შესაძლებელი გახდება მოკლე პერიოდში და მიდის სერიოზული მუშაობა ინტელექტუალურ სფეროებში. სწორედ აქ ბევრი მიხვდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. და რაც უფრო განერიდნენ განათლებული ადამიანები პოლიტიკას, მით უფრო უვიცობა მოვიდა პოლიტიკაში. ამას რომ მიხვდნენ , ეს ძალიან კარგია. ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის მიხვდა, რომ ირჩევს ცუდ ხელისუფლებას. ამიტომ რომ არჩევნებზე მისვლა საჭიროა, და ისინი ვინც ამბობდა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის , ისინი მიხვდნენ, თვითონ კი არ უნდათ სკამი და პოლოტიკაში მისვლა, ისინი ფიქრობენ იმაზე, ვინ შეიძლება კადრები იყოს, მე არ მაქვს აქ საუბარი კონკრეტულად „თეთრებზე“

– აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას?

– არათუ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე,რომ ერთი სერიოზული, მძლავრი ქართული ძალა შეიქმნას ქვეყანაში. ერთის მხრივ ჩვენ გავაკეთეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და ის არის შემაძრწუნებელი.

მეორეს მხრივ, მე  გახლდით მეცნიერებათა აკადემიაში , სადაც „ქართული ერთობის დარბაზმა“ მოწოდება გააკეთა. ჩვენ შევუერთდით ამას, მეგონა ყველა პარტია შეამტვრევდა კარებს, მაგრამ პარტიებს არ აინტერესებს. მე მოვისმინე დოკუმენტი, რომელიც 8 მარტს გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკაში“.ოჯახის წევრებით დაწყებული, ყველას მივმართავ, წაიკითხეთ ეს დოკუმენტი, ეს არის დიდი ქართული სულის დოკუმენტი. რომელიც ბევრს არ აინტერესებს. აი ვისაც ეს აინტერესებს, იმას უნდა დღეს საქართველო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

ჩვენი მეცნიერები ამბობენ „ჩვენ ვირჩევთ სამ პრიორიტეტს: პირველი – განათლება, მეორე – მეწარმეობა და თავისუფალი მეწარმეობის დაცვა, მესამე- რომელიც არასდროს არ თქმულა: კულტურა და მეც ნიერება – ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი.

– თქვენი პროგრამაც ალბათ ეს იქნება?

– მე ძალიან მამძიმებს, პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა. მიჭირს მათთან ურთიერთობა, ჯერ კიდევ როცა გუბერნატორი ვიყავი, მერი ვიყავი, პრაქტიკულ საქმეზე ვიყავი, არ ვიცოდი პარტიები. მიადვილება კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან ურთიერთობა, არავინ თანამდებობაზე არ ფიქრობს.  რამაზ გახოკიძეს თანამდებობა უნდა? არნოლდ გეგეჭკორს თანამდებობა უნდა? რომან რურუას თანამდებობა უნდა? კაცი ამბობს ერთი სოფელი ჩამაბარეთ და გაჩვენებთ რისი გაკეთება შეიძლება სოფლისთვისო, და არავინ ყურადღებას არ აქცევს. გამოვა ვიღაც, რომელიმე ინსტიტუტის თუ არასამთავრობოს წარმომადგენელი და მთელი მთავრობა ეგებება! როცა ასეთ ხალხი გყავს, ამას სჭირდება სერიოზული ყურადღება. ამას ვამბობ, რომ ასეთი დიდი პოტენციალია ქვეყანაში

მე მომეცა საშუალება, 8 ათასამდე ადამიანს შევხვედროდი უცხოეთში. მე ხელისუფლებას ვტავაზობ, გინდათ გაერთიანებული საქართველო? გავაკეთოთ ის, როგორც ევროპაშია: ევროპის ყველა სახელმწიფო ქვეყნის გარეთ ირჩევს დეპუტატს. ნახევარი საქართველო ქვეყნის გარეთ ცხოვრობს. თუ საქართველოში 50 ათასი ადამიანზე ვირჩევთ ერთ დეპუტატს, რატომ არ შეიძლება რომ საზღვარგარეთ მაგალითად საბერძნეთში თუ 50 ათასი კაცი აღრიცხვაზე დადგება აირჩიოს დეპუტატი?რატომ არ გვინდა ესპანეთში მცხოვრებმა, გერმანიაში , ჰოლანდიაში მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ დეპუტატები? ვწუხვარ, რომ ყველა იბრძვის ხელისუფლებისათვის , და წარმოდგენა არავის არ აქვს როგორია ქვეყნის პოტენციალი და როგორ მოიყვანოს ეს პოტენციალი მოქმედებაში. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.

ხელისუფლებას მივმართავ: სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტიდან გადავიდეთ განვითარების ბიუჯეტზე. ნუ დავღუპეთ ეს ქვეყანა. თორემ ასე ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა. მე ვთავაზობ ხელისუფლებას, როგორც ბალტიისპირეთმა გადაწყვიტა, ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვა ქვეყანაში. მივმართავთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს: თუ ჩვენი მეგობრები ხართ და გიყვართ საქართველო, შექმენით ერთი ისეთი ბანკი, როგორიც გაქვთ ამერიკაში, ხომ შექმენით სომხეთში, შექმენით საქართველოში ერთი ბანკი რომ 2%-იანი სესხის გატანა შეიძლებოდეს. მიეხმარეთ საქართველოს.

ხელისუფლებას მივმართავ, ბატონებო, მოაწესრიგეთ საბანკო სისტემა, გახადეთ იგი ცივილიზებული დასაქართველო იქნება ერთ ერთი წარმატებული ქვეყანა, როგორიც გვინდა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, და არ უნდათ უცხოელებს, რომელთაც სურთ მათზე დამოკიდებული ვიყოთ. საქართველოს გადარჩენა არ არის საქართველოს გარეთ, საქართველოს გადარჩენა არის ქვეყნის შიგნით. ეს არის პარტია „თეთრები“

ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. ჩვენი ვებ.გვერდია www.tetrebi.org გვაქვს ფეისბუქზე პროფილი “პარტია თეთრები”

პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *