(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: ყველა საკვანძო თანამდებობაზე შევარდნაძის მაღალჩინოსნები ან მათი ნათესავები სხედან

 

პარტია „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი საგაზეთო საუბარს აგრძელებს და აცხადებს, რომ ზნეობრივ ადამიანებში პარტიებისადმი სიძულვილი სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. მისი თქმით, საქართველო შვედეთის გზას უნდა დაადგეს და „ბორჯომი“,მანგანუმი, ოქრო, სასმელი წყალი და სხვა ეროვნული სიმდიდრეები სახალხო საკუთრებად უნდა გამოცხადდეს, რაცმატერიალურ სიკეთესა და კეთილდღეობას არა თითო ოროლა ბობოლებს, არამედ მთელ ქართველ ხალხს მოუტანს.

– რამდენიმე პიროვნება ძალიან შეაშფოთა ჩემმა ნათქვამმა იმის შესახებ, რომ საქართველოში მეწარმე შემოსავლების 52 პროცენტს სახელმწიფოს უხდის. სინამდვილეში ჩვენთან ეს გადასახადი კიდევ უფრო მაღალია. არადა აშშ იგივე მაჩვენებელი 48 პროცენტზე მეტი არასოდეს ყოფილა. რუსეთში თვით პუტინის რეჟიმის პირობებშიც კი, ეს რიცხვი 46-47 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ასე რომ, საქართველოში დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა იცავს არა ხალხს, არამედ ხელისუფლებას! ხელისუფლების ფუნქციაც ერთადერია – ხალხს ჯიბიდან ფული ამოუღოს!

 – ბატონო თემურ, მაშ ხელისუფლება წამდაუწუმ რატომ იწონებს თავს უცხოური ორგანიზაციების დასკვბნების მოშველიებით, აქაოდა, საქართველოში ბიქნესის კეთება ყველაზე მარტივიაო?

საქართველოს უბედურების სათავე სწორედ ის გახლავთ, რომ ჩვენი დღევანდელი საგადასახადო სისტემა ქართველ მეწარმეებს ახრჩობს, ხოლო უცხოელ ინვესყორებსა და ბიზნესმენებს ყველანაირ პრივილეგიას ანიჭებს! დიახ, ქართული ბაზარი ქართველი მეწარმეებითვის აუღებელი ციხე-სიმაგრეა მაშინ, როცა მას ძალიან ადვილად იპყრობენ თურქები , არაბები, ჩინელები, აზერბაიჯანელები და ა.შ. ნებისმიერი ქვეყანა იცავს ეროვნულ ბიზნესს. ხედავთ, პრეზიდენტმა ტრამპმა როგორ გაილაშქრა იაპონური გიგანტის, „ტოიოტასა“ და ჩინური მეგაკორპორაციის „ჰუავეის“ წინააღმდეგ. ტრამპი ჭკვიანი კაცია , ამერიკის პატრიოტია და ამ ნაბიჯით ამერიკულ „ფორდსა“ და ეფლს“ იცავს. მაგრამჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს? ჯერ ისედაც რას ვაწარმოებთ, ეკონომიკა ფაქტობრივად, მიცვალებულია და ამ დროს არსებული საგადასახადო სისტემა საქართველოს ქართველებისგან ცლის. ხოლო უცხოელებს კარს უღებს!

წინა ინტერვიუში ბრძანეთ, რომ გაილაშქრებდით შევარდნაძის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებმაც ქვეყანა შეჭამეს და ჯართად აქციეს! ვისი მხილებით დაიწყებთ?

– შევარდნაძის მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც ქვეყანა ერთხელ უკვე დააქციეს, ახლა საქართველოს მომავალსაც ახრჩობენ. რადგან ყველა საკვანძო თანამდებობაზე შევარდნაძის მაღალჩინოსნები ან მათი  ნათესავები სხედაბ! დიახ, მე წარმოვადგენ კომპეტენტურ და პირუთვნელ კვლევას და საქართველოს მოსახლეობას ვეტყვი, თუ რა მოხდა ნულოვან აუქციონებზე და როგორ ჩაიგდეს ხელში საწარმოები და ფაბრიკა-ქარხნები, ფაქტობრივად ჩალის ფასად! დავასახელებ ვინ ჩაიგდო ხელში ქონება და მერე, როცა ის კერძო გახდა, რა გააკეთეს ბანკებმა! აქვე გეტყვით,  რომბანკირებმა ეს ქონებები თავიანთ მეპატრონეებს იპოთეკით დაატვირთვინეს. მერე წაართვეს და მთელი სახელმწიფო ჯართად აქციეს. ვინც ეს  გააკეთა, დღეს მთელ საქართველოს თავზე აზრის და ყველას და ყველაფერს  აკონტროლებს! დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაკვირდები, ეჭვი არ მეპარება, რომ შევარდნაზე – სააკაშვილის ურთიერთობა ერთი დიდი თამაში იყო, როემლსაც აშშ ადმინისტრაცია წარმართავდა.  შევარდნაძეს ამერიკელების ეშინოდა და ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდ ფეხქვეშ ეგებოდა.

 – რას გულისხმობთ, როცა შევარდნაძისა და სააკაშვილის  ურთიერთობას – ამერიკელების  მიერ მართულ თამაშს უწოდებთ?

– მოგახსენებთ,შევარდნაძე სააკაშვილის სახელს ახსენებდა თუ არა, ეს მოსყიდული ტელევიზიები მაშინვე მივარდებოდნენ სააკაშვილთან, ატყდებოდა ერთი ამბავი და მიდიოდა და მიდიოდა სააკაშვილისპიარი. მივედი შევარდნაძესთან და ვუთხარი – შეგიძლიათ, ათი დღე მაინც მოითმინოთ და სააკაშვილი საერთოდ არ ახსენოთ -მეთქი? შევარდნაძემ დამიჯერა, საერთოდ არ უხსენებია. ეს მართლაცდა ავანტურისტი და ავადმყოფი . ჰოდა, ვიღას ახსოვდა სააკაშვილი? დაივიწყეს საერთოდ! ათი დღის შემდეგ, შევარდნაძემ ისევ აუგად მოიხსენია სააკაშვილი და ისევ ატყდა ვაი-უშველებელი. – რატომ მოიქეცით ასე, რატომ ახსენეთ- მეთქი? – ვკითხე შევარდნაძეს, – ამერიკელებმა დამირეკეს და მითხრეს – სააკაშვილი რას გიბედავს, პასუხი გაეციო! – მითხრა შევარდნაძემ.

 – ბატონო თემურ, მოუტყუებიხართ შევარდნაძე!

– არა, არა დარწმუნებული ვარ,მართალი მითხრა! ამერიკელები წაუგებელ თამაშს თამაშობდნენ. აქეთ შევარდნაძეს აგულიანებდნენ – სააკაშვილი რას გიბედავსო, ხოლო იქით სააკაშვილს აქეზებდნენ – შევარდნაძეს რას პატიობო? ანუ ამერიკელები საქართველოში მუდმივად ქმნიდნენ ორ პოლუსს – შევარდნაძე – აბაშიძე, შევარდნაძე – სააკაშვილს, ივანიშვილ – სააკაშვილს! არადა , ამ ხალხის გარდა საქართველოში იყვნენ და დღესაც არიან ბევრად ღირსეული, პატიოსანი და ეროვნული ძალები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. არავის  დაავიწყდეს, შევარდნაძე 1995 წელს, ამერიკაში რომ ჩაიყვანეს და სომხურ ლობისტურკომპანია „პეტერსონ ბელქნაფში’ მიიყვანეს, სააკაშვილი სწორედ იქიდან გამოატანეს!

 – რას ნიშნავს“გამოატანეს“?

დიახ, სწორედ ასე იყო! შევარდნაძეს სააკაშვილი ამერიკიდან გამოატანეს და თან გააფრთხილეს – სხვების კრიტიკას თავს გაანებებ და მხოლოდ ამას გააკრიტიკებო! ბრიტანელებს შემუშავებული აქვთ სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ უნდად აიპყრო ქვეყანა. თურმე ფსიქოპატი უნდა აირჩიო, რაგან მისი მართვა ადვილია. ცხადია, შევადნაძის გარემოცვიდან სააკაშვილზე უკეთეს ფსიქოპატს ვერ იპოვიდნენ და მოაწყვეს ის, რაც 2003 წლის ნოემბერში მოაწყვეს. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ შევარდბაძესა და ივანიშვილს შორის პარალელებს ვავლებ. გინახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის , ბოკერიასა და გვარამიას გარდა ვინმე გაეკრიტიკებინოს? იშვიათად… ანუ ვისაც ამერიკაში მოქმედი ბნელი ძალები მფარველობენ, ივანიშვილი მხოლოდ იმათ აკრიტიკებს!

დარწმუნებული ვარ, როგორც შევარდნაძეს აგულიანებდნენ – რას გიბედავეს სააკაშვილიო?!  – ამერიკელები ივანიშვილსაც ასე აქეზებენ – რას გიბედავს ბოკერია და გვარამიაო?! თავის მხრივ, გვარამიასაც ინსტრუქციებს აძლევენ – რას დაისვით თავზე ეს  ბიძინა ივანიშვილიო? აი, ასე ქმნიან ორ პოლუსს. ორ დამანგრეველ ძალას- „ქართულ ოცნებას“ და ძველ თუ ახალ ნაცებს. და ამის იქით არავის არაფერს ეკითხებიან! თითქოს, საქართველოში არც მეცნიერები არსებობენ. არც ჭკუასაკითხავი ხალხი გვყავს და არც პატიოსანი და ღირსეული მამულიშვილები, რომლებსაც პარტიიდან პარტიაში არ ურბენიათ.

წინა ინტერვიუში ბრძანეთ უსუფაშვილის პარტიას „ამერიკის განვითარების სააგენტო“ ქმნისპ! საინტერესოა, ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტია „გამარჯვებული საქართველო“ რომელი ქვეყნის განვითარების სააგენტომ“ თუ განუვითარებელმა აგენტებმა შექმნეს?

 –  სააკაშვილის თავდაცვის ყველა მინისტრი მილიონერია! დავით კეზერაშვილმა დანარჩენ მინისტრებს შორის ყველაზე მეტი მოიპარა და ამიტომ დღეს ოფიციალური მილიარდერია! ცხადია, ირაკლი ოქრუაშვილს ბევრი ფული აქვს. მილიონერია დაგარშემო სწორედ ის ხალხი შემოიკრიბა, რომლებიც პოლიტიკაში არა იდეებსა და პრინციპებს, არამედ მხოლოდ დამხოლოდ ფულს დაყვებიან.

 – ვის გულისხმობთ?

– ერთადერთი, ვისზეც გული მწყდება, გუბაზ სანიკიძე გახლავთ. დანარჩენებზე რა გითხრათ…

– ოქრუაშვილთან ვალერი გელბახიანმაც ამოყო თავი… თქვენმასთან მგონი, თავიდანვე მძიმე უ რთიერთობა გქონდათ. რატომ?

– ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ვალერი გელბახიანი ბონდო შალიკიანთან იყო დაკავშირებული! როცა ვალერის გაუჭირდა და სააკაშვილის რეჟიმის დროს მინსკში იმალებოდა, არაერთხელ მომინახულებია და ასე გვილაპარაკია, როგორც ძმებს. გაოცებული  დავრჩი, როცა ვალერი გელბახიანი დევნილობიდან დაბრუნდა, საქართველოში ჩამოვიდა და ტელეფონის ყურმილი ერთხელაც არ აიღო? ასეთი რამეების არ მესმის –

 – ბატონო თემურ, თუ თქვეს შეფასებას გავყვებით,მაშინ სადაც ფული იყო, ვალერი გელბახიანიც იქ იყო- ასლან აბაშიძესთან, ბადრი პატარკაციშვილთან…

– სხვათაშორის, ბადრი პატარკაციშვილმა თავის პარტიაში გელბახიანზე ბევრად უფრო მაღალი პოსტი შემომთავაზა,მაგრამ უარი ვუთხარი – არ ვიზიარებ თქვენს შეხედულებებს, ხალხი მათხოვრად აქციეთ, ეს რა რიგები გიდგას – მეთქი?! ბადრის ჰქონდა ერთი ღირსება – მოსმენა უყვარდა. სამი – ოთხი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ პირისპირ, ჩემი პროგრამა მოიწონადა გადაწყდა, რომ მთელი ჩემი ოჯახით ლონდონში ბადრისთან ჩავფრენილიყავი !

 – საიდან, როგორ?

– ბადრის პირადი თვითმფრინავი სომხეთში ჩამოფრინდებოდა, ჩემთან მოვიდოდა კაცი, რომელიც გადმომცემდა 10 ათას ამერიკულ დოლარს და ოჯახით გავფრინდებოდით ბრიტანეთში. ვიზების ასაღებად რიგში ვიდექი, როცა ჩემთან მოვიდა პიროვნება და საშინელი რამე მამცნო: ბადრი ლონდონში თავის სასახლეში გულის შეტევით გარდაიცვალაო! ამიტომ ვამბობ, ვიდრე მოკლავდნენ, ბადრი ორი დღით ადრე მელაპარაკა და არ გაინტერესებთ, რას ამბობდა? დამკითხეთ,

ვალერი გელბახიანი სულ იმას მეუბნებოდა, პოლიტიკაში არ ვერევიო და ახლა ოქრუაშვილთან ერთად პარტია შექმნა! საერთოდ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში რა სიბინძურეც ტრიალებს, მსგავსი საბჭოთა ვაგზლის ტუალეტებში არ იყო! ეს ეხება ყველა პარტიას – შექმნილსაც და აწი შესაქმნელსაც! პარტიებში აშკარად იგრძნობა ზნეობის დეფიციტი, ხოლო ზნეობრივ ადამიანებში პარტიებისადმი სიძულვილი სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება! საქართველომ სწორება არა გაყიდულ პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ მორალურ ავტორიტეტებზე უნდა მოახდინოს!

 – როგორ გახდა კობა ნაყოფიას ვაჟი რუსთავი 2 – ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი?

კობა ნაყოფია მეხვეწებოდა, რომ კაბინეტში შემომეშვა და მიმეღო! ნაყოფია პუტინის ახლობლისა და კაგებეს გენერლის, სერგეი გენერალოვის  ხელის ბიჭია!

 – თუ  კაგებეს გენერლის სერგეი გენერალოვის ხელისბიჭია, მაშინ კობა კაგებეს ეფრეიტორი მაინც იქნება!

– ნაყოფია რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული, ამაში ეჭვი არ მეპარება! ნაყოფიასა და გენერალოვს „ჭიათურმანგანუმისა“ და ზესტაფონის „ფეროს“ ყიდვა უნდოდათ და შევარდნაძეც დათანხმებული ჰყავდათ, მაგრამ გავიგე თუ არა ეს ამბავი, ყველაფერი ჩავშალე, შევარდნაძეს პირდაპირ ვუთხარი – თუ თქვენ კაგებეს გენერალს ამ სტრატეგიულ ობიექტებს მიჰყიდით,მთელ ამბავს ავტეხ-მეთქი!

როგორც კი სააკაშვილი მოვიდა, ყველაფრის უკან სწორედ გენერალოვი და ნაყოფია დააყენა და უკრაინელების სახელით ყველაფერი მათ მიყიდა.კობა ნაყოფიას ვაჟს 60 ათასი დოლარი ჰქონდა ხელფასი და სწორედ ის არის „რუსთავი-2“ – ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი. აქედან გამომდინარე, ხომ ხედავთ როგორ ბნელა საქართველოში! სააკაშვილსა და „რუსთავი-2“ – ს, რომლებსაც კაგებეს გენერალ სერგეი გენერალოვის ხელისბიჭი კობა ნაყოფია აფინანსებს, „დემოკრატიის დამცველებს“ უწოდებენ! სხვათაშორის, შიდა წყაროებიდან ჩემთვის ცნობილია, რომ ნიკა გვარამია კობა ნაყოფიას მიერ „რუსთავი2“-ს დაფინანსებას აპროტესტებდა. ,მაგრამ ამ ფაქტს ბოლოს შეეგუა და გაყუჩდა.

სწორედ ასე არიან გაყუჩებული იმ პარტიული ფუნქციონერებისა და შევარდნაძის მაღალჩინოსნების შვილები, რომლებითაც სავსეა ე.წ. სიპ-ები, აიპ – ები, დეპარტამენტები, სამინისტროები და მთავრობის უმაღლესი ეშელონები.

 -ბატონო თემურ, თქვენც ადასტურებთ, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის?

– ისევე, როგორც სააკაშვილის დროს, ელიტური კორუფცია ეხლაც ყვავის! მომეცით სამი დღის ვადა, შემიშვით ნებისმიერ გამგეობასა და სახელმწიფო დაწესებულებაში და მოვიძიებ ფაქტებს, რომლითაც დადასტურდება, რომ ქვეყანაში გაჩაღებულია მექრთამეობა!  მაღალანაზღაურებადი თანამდებობების დასაკავებლად კონკურსები სულ ტყუილად ტარდება და ხალხს თვალში ნაცარს აყრიან! იქ, სადაც ხელფასი 5-6-ან 7 ათასი ანმეტი ლარია, იიშნებიან მხოლოდ ბობოლების შვილები., შევარდნაძის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები! როცა ქუთაისის მერი და ომერეთის გუბერნატორი ვიყავი, ქუთაისის მერიაში 200 კაცი მუშაობდა. დღეს მუშაობს 3 000! გეკითებით, ეს კორუფცია არ არის?ერთმა ენამოსწრებულმა ქუთაისელმა მითხრა – მერიაში იმდენი მუშაობს, სამსახურში ყველამ რომ ვიაროთ, დასაჯდომად სკამები აღარ გვეყოფაო! დავიმახსოვროთ და ვიცოდეთ – რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებზე,მითმეტი იქნებაკორუფცია! ბიძინა ივანიშვილი კი არ ავალებს ვინმეს, უზნეოდ მოიქეცითო! არა ყველა ფიქრობს იმას, ბიძინას რა მოეწონებაო და აი, სწორედ მანდ გადადიან მარაზმში!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *