დღეს მეტი დარწმუნებით ვამბობ

ვამაყობ ,10 წლის წინ, “ქართული ერთობის დარბაზის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე
ჩემი ამ გამოსვლით!:
ივანიშვილს ,სამწუხაროდ,საქართველოს, ივანიშვილზე უფრო დიდი მტერი არ ჰყავს!მტრობას აძლიერებენ ფულისმოყვარული,განსაკუთრებით ივანიშვილის მონებად ქცეული მდიდრები და გამდიდრების მანიით შეპყრობილი ე.წ. პოლიტიკოსები!
მაშინ,როცა ჩვენ ვამბობდით,რომ არ არისქართული რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, სახელმწიფოს გაფეტიშება,”ოცნებამ” “ნაცმოძრაობასაც კი გაუსწრო ევროკავშირისა და ნატოს ქება-დიდებით, მეტიც,კონსტიტუტიაშიც კი ჩაწერა,რომ მიზანი მათი წევრობაა!
ჩვენ მაშინ გვეუბნებოდნენ,რომ ქვეყნის მტრები ხართ,რუსული პოლიტიკის მომხრეები ხართ და იმიტომ არ გინდათ ევროკავშირი და ნატოო.. დღეს,როცა ამას თვითონ ამბობენ, თავი ეროვნულებად მოაქვთ ,ჩვენ კი დასავლეთის მონებად და აგენტებად გვთვლიან !
მე ვადასტურებ იმას,რასაც მუდმივად ვამბობდი და გამოკვეთილი ხაზგასმით ვთქვი ამ გამოსვლაში და რაც ჩავწერეთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინაში არ მოგვიტანს კარგს ევროკავშირის,ნატოს,აშშ ის ლანძღვა-გინება და რუსეთ-ჩინეთ-ირან-არაბეთ-თურქეთზე ზე აღებული კურსი და კიდევ ერთი:რაც მეტად გარყვნილია ადამიანი,მით მეტად ლაპარაკობს ევროპის გარყვნილობაზე !
ქართული,მხოლოდ ქართული გზა-ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს !ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა ფული და პატრონები!
გახსენით ეს ლინკი და ნახეთ რამდენიმე წუთიანი გამოსვლა, ან წაიკითხეთ ამ გამოსვლის სტენოგრამა !
გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!



