,ცუდია,როცა ხელისუფლება ფულით ყიდულობს ინტელიგენციის დუმილს

 

ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, თამაზ ჭეიშვილი კითხვას სვამსhttp://www.tetrebi.org/?p=24604

“არ ვიცი, რატომ იწვევს ბევრ ქართველ  ადამიანში სიტყვა ინტელიგენცია უარყოფით ემოციებს, მაშინ როცა ინტელიგენცია ნებისმიერი ერის სიამაყე და ფლაგმანია.   იქნებ იმიტომ, რომ ერის დიდი ნაწილი “არაინტელიგენტია”? თუმცა ესეც არ უნდა იყოს მიზეზი”

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ასე პასუხობს   თამაზ ჭეიშვილის კითხვას

“თამაზ ბატონო, ხალხი სწორია…ინტელიგენტი, კლასიკური გაგებით, ნიშნავს ადამიანს,რომელიც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან, ჩვენთან ის იწოდებს (კი არ არის,სწორედ რომ იწონებს) თავს ინტელიგენტად, ვინც ხელისუფლებას იცავს ხალხისგან.ეს ნამდვილი პარადოქსი და გადაბრუნებული აზროვნებაა.

ხალხი ხედავს,რომ ინტელიგენციის დიდი ნაწილი ფინანსდება და,ცუდია,როცა ხელისუფლება ფულით ყიდულობს ინტელიგენციის დუმილს..მეტიც,ხშირად გაიგონებთ, რომ ვიაქტიურო , აღარ დამაფინანსებენ და მშიერი მოვკვდებიო.

ჯერ ერთი, გამოდის; რომ სხვა რომ კვდება შიმშილით , ეს არაფერს ნიშნავს,მთავარია,თვითონ არ ხარ ამ დღეში.ეს ღალატია,სულის გაყიდვაა და ასეთი ადამიანი ინტელიგენტი კი არა, ჯოჯოხეთისკან მავალია საკუთარი ნებით.

მეორეც,ინტელიგენცია,რომ თავის როლს ასრულებდეს,ჩვენ სხვა ქვეყანა გვექნება-გამართული.. ნორმალურ ქვეყანაში კი ნამდვილი ინტელიგენტის შემოსავალი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ის ფული,რომლითაც ყიდულობენ და სახეს აკარგვინებენ..ნორმალურ ქვეყანაში,არაერთს,როგორიც ჩვენ გვყავს მეცნიერებასა და ხელოვნებაში,გაცილებით მეტი ფული ექნება,ვიდრე დღეს მის მყიდველს და მისთვის სახელის გამტეხს აქვს!

კიდევ ორი მთავარი ხაზგასმა,ინტელიგენციის მოსყიდვით ქვეყანაში პროგრესი გაჩერდა…ეს არის ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის გზა,რომელსაც ქვეყანაში უმძიმესი დაპირისპირება მოაქვს.ფაქტი სახეზეა:პარტიებში ზნეობის დეფიციტია,ზნეობრივ ადამიანებში პარტიების სიძულვილი და შედეგში ვიღებთ უზნეოთა ხელისუფლებას.ქვეყანაში უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უმრავლესობაზე.

გორდიასის კვანძი,ან უნდა გაიხსნას,ან-გაიჩეხოს.ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.

მოქმედების დროა და არა დაპირისპირების. მთელი სიმძიმე მორალურმა ადამიანებმა უნდა იტვირთონ!

ბატონო თამაზ,გიდასტურებ პატივისცემას და მზად ვარ,თქვენთან ამ ურთულეს საკითხზე დიალოგისთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *