(მედინიუსი)სალომე ზურაბიშვილი უცხოეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტის გახმაურებულ შეწყალებებს ეხმაურება.

„არ მსურს საუბარი ნიშნისმოგებით და არ ვეხები პრეზიდენტს, მაგრამ უნდა გავიხსენო ჩემი თხოვნა ხალხისადმი არჩევნების წინ: „თუ პატივს სცემთ სალომე ზურაბიშვილს, ნუ აირჩევთ მას პრეზიდენტად!“ სწორედ ამას ვგულისხმობდი. სალომე ზურაბიშვილი უცხოეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია, ის ისეთ თანამდებობებზე მუშაობდა, რომ სხვანაირად არც მოხდებოდა… და ის ასრულებს გარკვეულ დავალებებს.“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ამავე დროს მან გააკრიტიკა გიორგი ოთხმეზური სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდაჭერისთვის.

„მინდა ბატონ გიორგი ოთხმეზურს მივმართო: თქვენ არჩევნების პერიოდში ლამის ფეხდაფეხ დასდევდით ადამიანს, რომელმაც დედათქვენი უდიერად მოიხსენია და ლამის ტრიბუნიდან ჩამოაგდო! თან იცოდით რომ ის არ იქნებოდა კარგი პრეზიდენტი, მაგრამ მაინც მხარს უჭერდით!“ – აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *