დაგვცინიან და თან გვანადგურებენ!

წაიკითხეთ ეს შემაძრწუნებელი აღიარება…ამას რომ ვითმენდით და ეს ხალხი დღესაც,რომ თავზე გვაზის,ნოტაციებს გვიკითხავს და ჭკუას გვასწავლის პარლამენტის ტრიბუნიდან,თუ ტელე-ეკრანებიდან, ეს არის ღირსების დაკარგვა,ეს არის იმის დასტური,რომ საქართველოს მტრობს ქვეყნის გარედან მართული ყოველი პოლიტიკოსი და ყოველი პარტია. .ისიც,ვინც მათ ითმენს,ვინც მათთან არის კოჰაბიტირებული..

მოუსმინეთ ლენე თევდორაძეს: “ერთხელ ბოკერიასთან შევედი და ვუთხარი – რა ხდება? რატომ იზრდება ასე დაკავებულთა რიცხვი-მეთქი? თან, არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდა მთავრობას. გიგა ბოკერიას პასუხი ასეთი იყო: ჩვენ პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გავზარდოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მოგვცემენ ფულს, რათა ციხეები ავაშენოთ. მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო.

მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევა: პირველი სამი ახალგაზრდა დიღომში რომ დახვრიტეს, ალბათ, გახსოვთ ეს ამბავი. ჩემთან მოვიდნენ თვითმხილველები და მათ მითხრეს, რომ სამივე ახალგაზრდა დაჩოქილი ეხვეწებოდა პოლიციას, არ გვესროლოთ, დაგვაპატიმრეთო, მაგრამ მათ მაინც დახვრიტეს. მე, რა თქმა უნდა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, მერაბიშვილთან მაშინვე მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, რომ ეს ამბავი არ დაიმალებოდა, მერაბიშვილმა მიპასუხა: სანამ ასეთ 200 კაცს არ ჩავაწვენ მიწაში და თქვენც არ მიგაყოლებთ, არ მოვისვენებო. ეს იყო 2005 წელი, მას შემდეგ მოხდა გირგვლიანის ამბავი და კიდევ ბევრი დანაშაული. ნინო ბურჯანაძე სულ მაფრთხილებდა და მეუბნებოდა, ფრთხილად იყავით, თქვენ შვილი გყავთ, შვილიშვილებიგყავთო”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *