(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: საქართველოს სჭირდება არა სკამისთვის, არამედ ქვეყნისთვის თავგანწირული ადამიანები”

თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი ქვეყანაში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს და იმ შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილსა და პუტინს შორის საქართვეოს კათოლიკოს-პატრიარქის შუამდგომლობით უნდა გამართულიყო. მისი თქმით, საქართველოს უბედურების მიზეზი უფულობა კი არა, დიდძალი ფულია.

 – კონფლიქტი გეი აქტივისტებსა და ტრადიციულ ქართველებს შორის იმიტომ კი არ მძვინვარებს, რომ ჰომოსექსუალები გარყვნილები არიან. ამ დაპირისპირების საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ გეებს სურთ, მთელი საქართველო გეი გახადონ! ცხადია, ეს არ მოხდება… საქართველოს უბედურება დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

ზუსტად ვიცი, რომ 2013 წლის  17 მაისს აქციის შემდეგ, როცა ტელევიზიები ქართველ სასულიერო პირს ტაბურეტით ხელში გვიჩვენებდნენ, უცხოეთიდან ქართველი მამათმავლების დაფინანსება გაასმაგდა! პირდაპირ გეტყვით – ბიძინა ივანიშვილს ბიძინა ივანიშვილზე დიდი მტერი არ ჰყავს!  სულ მცირე, 5 მილიარდი დოლარი  დაიხარჯა საქართველოში, აქედან 1 მილიარდი დოლარი მხოლოდ საჩხერეში აქვს გაღებული სრულიად უანგაროდ. მაგრამ მის სოფელში, ჭორვილაში, ერთი სამუშაო ადგილიც არ არის შექმნილი, არადა, საქართველოს ტიპის ქვეყანაში 1 მილიარდი დოლარი 150 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდა… ანუ 5 მილიარდი 750 ათასი კაცი უნდა დაესაქმებინა. ამოდენა თანხების ქვეყანა ეკონომიკაში სწორედ დაბანდების შემთხვევაში, საქართველო უმუშევრობა აღმოიფხვრებოდა და თითოეულ დასაქმებულს სულ მცირე, 1000 ლარი მაინც ექქქნებოდა ხელფასი. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ლარი დოლართან  მიმართებაში 1.3-თან ან უკიდურეს შემთხვევაში 1.5-თან იქნებოდა!

 – საიდან ეს მონაცემები და რამდენად სანდოა ისინი?

– ეს გახლდათ მეცნიერული კვლევის შედეგი და როცა ეს მონაცემები ჩვენს ღვაწლმოსილი მოქალაქეებს  გავაცანი. ბევრმა მათგანმა ზედმეტი ნერვიულობისაგან მოსვენება დაკარგა. აქედან დასკვნა – საქართველოს უბედურების მიზეზი არის არა უფულობა არამედ დიდძალი ფული!  ერთხელ შევარდნაძე მეუბნება – თემურ, შენ მართალი ხარ, მართლა ფულმა დააქცია ეს ქვეყანა! ამასწინად ამერიკაში რომ ვიყავი, მკითხეს, 19 მილიარდი რომ გამოგიგზავნეთ, ის ფული რა უყავითო? მაშინვე დავრეკე თბილისში და მიპასუხეს – ჩვენ ოფიციალურად მხოლოდ 2-3 მილიარდი დოლარი გვაქვს მიღებული დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წაიღესო! ეს საუბარი შედგა 2001 წელს, ანუ დამოუკიდებლობის შემდეგ,  ვიდრე 2001 წლამდე საქართველოში ამერიკელებმა 19 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს. 2001 წლიდან დღემდე ეს რიცხვი სულ მცირე ორზე უნდა გავამრავლოთ და საერთო ჯამში მივიღებთ ფანტასტიკურ თანხას! რომლის სწორად, ანუ  მეცნიერულად გამოყენების შემთხვევაში, საქართველო აყვავდებოდა!

 – ისევ მამათმავლების თემას მივუბრუნდეთ… ვინ დგას ამ ბინძური სექტის უკან?

ამ ყველაფრის უკან დგას გიგა ბოკერია და  „თავისუფლების ინსტიტუტი“! ხაზარაძემ და ნაციონალებმა ისე როგორ უნდა შეგაშინოთ, რომ ბოკერიას შეეკრა? გიგა ბოკერია არასდროს ისე აყელყელავებული არ ყოფილა, როგორც დღეს!

 – სააკაშვილის დროსაც არ ჰქონია ბოკერიას ასეთი გავლენა?

– ბოკერია დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა! რაც შეეხება სააკაშვილისა და ბოკერიას ურთიერთობას, ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ რას ეძახდა სააკაშვილი ბოკერიას!

 – მაინც, რას ეძახდა?

– ზოგადად გეტყვით, რომ რროცა სააკაშვილმა ერთობლივი პარტია შექმნა შემომთავაზა, და პირისპირ ვლაპარაკობდით, გიგა ბოკერიასა და  ნაცმოძრაობის დღევანდელ ლიდერებს ხან „ქათმებს“ ეძახდადახან – „პედერასტებს“! სააკაშვილში უფრო მეტი ქართული იყო, ვიდრე დანარჩენ ნაცებში. მაგრამ მას ყველაზე მეტი უბედურება მოუტანა ქვეყანას, რადგან დათანხმდა იმას, რასაც არ უნდა დათანხმებოდა!

 – გუბაზ სანიკიძე გაიძახის 7 ნოემბერს საცემები ვიყავითო!

– გუბაზის შესახებ ლაპარაკი საერთოდ არ მინდა! რაც მან ქართველო მეფეების შესახებ იკადრა, გაოგნებული ვარ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში საკუთარ მეფეები ასე არ შეურაცხყოფენ და ასეთი ლაპარაკი სამარცხვინოა.

 – გარდაცვლილ მეფეებს კი არა, ცოცხალ პატრიარქსაც მიადგნენ!

– ყველაფერი დაიწყო „ციანიდის საქმით“ . რომელიც ხელისუფლებამ დადგა „ციანიდის სკანდალის“ მიზანი საქართველოს ეკლესიის გახლეჩაა! საბერძნეთიც სწორედ ასე დაიმონეს – დღეს საბერძნეთის კუნძულები გერმანული ბანკების ხელშია, ხოლო ბერძნული ეკლესია ოთხად არის გახლეჩილი და დანაწევრებული. სწორედ ამის გაკეთება უნდათ საქართველოში. თუ მაგრად არ დავდექით და 2020 წელსაც ზუსტად იმ განწყობით არ ჩატარდა არჩევნები, როგორც 1990 წლის 28 ოქტომბერს, უარესი ამბები გველოდება!  სპეცოპერაცია ჩაატარეს და პატრიარქს მერე უთხრეს – თქვენს მოკვლას აპირებდნენო!

 – აბა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ?

„ციანიდის სკანდალით“ ეკლესიას ისეთი უბედურება დამართეს, „დეკამერონის“ ავტორს ჯოვანი ბოკაჩოსაც კი შეშურდებოდა! ჯერ პატრიარქისათვის უნდა ეკითხათ რჩევა და მერე დაეწყოთ სპეცოპერაცია. იქნებოდა , რას ამბობდა ილია მეორე?

 – ვინ არის პეტრე ცაავა?

– ცნობილია, რომ წმინდა სინოდის ზოგიერთი წევრი დაკავშირებულია „მხედრიონთან“. ყველაფერი იცით, რისი ბრალია?საქართველოს პრემიერ-მინისტრები არჩევნების წინ მარტვილი რომ ჩადიოდნენ, გამგებელს კი არ ხვდებოდნენ, პეტრე ცაავას სტუმრობდნენ და იქ რჩებოდნენ, ანუ სახელმწიფომ პეტრე ცაავასთან ყველაფერი დაალაგა და ბოლო ერთი წელია, ყოფილ მეუფეს ხელისუფლების მისამართით აუგი არ უთქვამს მაშინ, როცა პატრიარქს უკადრებელი აკადრა. მგონი, კითხვა ასე უნდა დაისვას – რატომ სტუმრობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრები პეტრე ცაავას და რატომ ათენებდნენ მის რეზიდენციაში ღამეს?

 – ბატონო თემურ, დგას თუ არა ამ ბინძური პროცესების უკან სააკაშვილი და მისი სექტა?

– ნურავინ იფიქრებს, რ ომ სააკაშვილი თავისი ხელისბიჭებიდან ვინმეს ენდობა. ის, რომ იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა და მისმა მოადგილემ , ირაკლი ოქრუაშვილმა ცოცხალი თავით არ დაუჭირეს მხარი ჩემს მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და ამ ფინანსების ტრანსპარანტულობის შესახებ, ერთი საკითხია, მაგრამ სახვა საკითხია, როგორ იქცეოდა სააკაშვილი მაშინ, როცა ძალიან უჭირდა.

  – მაინც, რა სტრატეგიულ ობიექტებს და სიმდიდრეებს ფლობს რუსეთი საქართველოში?

– რუსეთის სახელმწიფო კომპანიები და კერძო პირები – უმდიდრესი ადამიანები საქართველოში უზარმაზარ ქონებას ფლობენ! ენერგომაგნატი ინტერრაო ფლობს მაჟორიტარულ წილს თბილისის მომმარაგებელ კომპანია „თელასში“ აქტივის ღირებულება 318 მილიონი ლარია და ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. „ინტერრაო“ ასევე ფლობს „ჰრამჰეს-1“ და „ხრამხეს-2“ – ს რუსეთი წილს ფლობს „საქრუსენერგოში!“ რომელიც sსაქართველოში ნავთობკომპანია  „პეტროკას ენერჯის“ 59 პროცენტიან წილს ფლობს. ამ კომპანიის მნიშვნელოვანი მეწილე დავით იაკობაშვილია. „როსნეფტი“ ფოთის ნავთობტერმინალის მსხვილი მეწილეც გახლავთ. „როსნეფტი“ასევე ფიგურირებსნავთობკომპანია „გალფშიც“ , რომლის აქტივებიც 168 მილიონ ლარს შეადგენს და ქვეყანაში 150-მდე ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს. 2017 წელს კომპანიის ბრუნვა 354 მილიონი ლარი იყო. „როსნეფტი“, „გალფი“  54 პროცენტიან წილს ფლობს, ხოლო დავით იაკობაშვილი 38 პროცენტიან წილს. რუსული ფული ტრიალებს „არემჯი გოლდისა და „არემჯი კუპერის“ საქმიანობაშიც რომელთა მფლობელეიც რუსი მილიარდერები – დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟოვი არიან.  ორივე კომპანიის აქტივები ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს. „ბორჯომიც“ რუსეთის საკუთრებაა  და იგი მილიარდერ მიხეილ ფრიდმანს ეკუთვნის. 2017 წელს „ბორჯომის“ შემოსავალი 289 მილიონი ლარი იყო. ხოლო მისი აქტივები 389 მილიონი ლარია. რუსულია კომპანია „ბილაინიც“ , რომლის აქტივები 200 მილიონი ლარია. ხოლო აქტივები 1 მილიარდ 600 მილიონი ლარი. აი, ასეთი გახლავთ გიგამტური რუსული კომპანიების ჩამონათვალი. რომლებიც საქართველოში დაახლოებით 4 მილიარდიან ქონებას ფლობენ. წვრილ ფორმებსა და მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის, სხვა დროს ვიმსჯელოთ!

 – პრივატულ საუბარში ახსენეთ სააკაშვილისა და პუტინის საიდუმლო შეხვედრა, რომელიც ჩაიშალა.  მაინც რა მოხდა?

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილი პატრიარქთან მივდა და სთხოვა – პუტინთან შემახვედრეო! პატრიარქმა დაურეკა სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ძალიან გავლენიან ქართველსა და აფხაზს, რომელიც ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ პიროვნებას და ვლადიმერ პუტინს ერთი მოძღვარი ჰყავთ. ეს კაცი ჩამოვიდა, ილია მეორეს შეხვდა და უკან დაბრუნდა. ცოტა ხანში პატრიარქს დაურეკა რუსეთიდან – ისეთი წინადადება მომაქვს , სიხარულით მოვფრინავო.  გავლენიანმა ქართველმა მოსკოვიდან ჩამოიტანა პუტინის გზავნილი სააკაშვილისადმი- ერთმანეთს ყველაფერი ვაკადრეთ, მაგრამ გავანებოთ ამას თავი, რუსეთში ხელისუფლება იცვლება, მედვედევი მიდის, და მე მოვდივარ… მოდი, საქართველოშიც შეიცვალოს ხელისუფლება, ოღონდ ისე, რომ ვინც გინდათ ის დატოვეთ, და ოთხი წლის შემდეგ, ისევ მობრუნდითო! პატრიარქმა ყურებს არ დაუჯერა და ის პიროვნება ისევ მოსკოვში დააბრუნა – არაფერი შეგვეშალოს, კარგად დააზუსტეთ ყველაფერიო! შუამავალი მოსკოვში ჩავიდა და კიდევ უფრო დააზუსტა პუტინის  გზავნილი. რუსეთის ლიდერი თანახმა იყო სააკაშვილს შეხვედროდა, ოღონდ სააკაშვილს შეხვედროდა, ოღონდ სააკაშვილს უნდა ეთქვა ასეთი რამ – „თუ მე ვარ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემა, მივდივარ, მაგრამ როგორც კი ოთხ წელიწადში ჩვენი პრობლემა მოგვარდება, ისევ დავბრუნდები!“ცხადია, ძალაში რჩებოდა პუტინის შემოთავაზება, რომლის თანახმადაც სააკაშვილს ვინც სურდა , ის შეეძლოდაეტოვებინა საქართველოს მმართველად. შუამავალი ჩაფრინდა ბათუმში, სადაც მას აეროპორტში დახვდა ლევან ვარშალომიძე და წავიდნენ ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციაში. ცხადია, სააკაშვილი იქ ელოდებოდათ… როცა პიროვნებამ სააკაშვილს პუტინის წინადადება გააცნო, სააკაშვილმა თქვა – მე მეგონა, პუტინი საქართველოს მეგობარი იყო! ეს რა შემომთავაზა?! ამათ რომელს უნდა ვენდო? აი, სწორედ მაშინ უწოდა სააკაშვილმა თავის ხელისბიჭებს – „ქათამი“, პედერასტი“, „მგელი“ და ა.შ. – გამორიცხულია ჩემი წასვლა! მე რომ წავიდე და ესენი დავტოვო, საქართველო დაიღუპება! – უთხრა სააკაშვილმა შუამავალს და იმ დღეს მათი შეხვედრა ასე დასრულდა.

 – შეხვედრა მეორე დღესაც გაგრძელდა?

– დიახ! მეორე დღეს სააკაშვილმა შუამავალი უკრაინულ რესტორანში დაპატიჟა. შუამავალმა სთხოვა – პოლიტიკაზე ნუღარ ვილაპარაკებთპ! მიუხედავად თხოვნისა, სააკაშვილმა მაინც წამოიწყო პოლიტიკაზე საუბარი, სტუმარს ხელკავი გამოსდო, გარეთ გაიყვანა და უთხრა: „გადაეცით ვლადიმერ პუტინს, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდაც თანამდებობაზე დამტვოს! ამერიკელებმა მომატყუესო!“ მე თუ მკითხავთ, ქვეყანას უდიდესი შანსი აქვს გაშვებული… საქართველოს სჭირდება არა სკამისთვის, არამედ ქვეყნისთვის თავგანწირული ადამიანები!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *