ჩვენ უკვე მხოლოდ კი არ ვემიჯნებით, არამედ ვუპირისპირდებით “ოცნებასაც” და ქუჩის ოპოზიციასაც,  მათი ჯიუტი დაპირისპირება იმაზე  საშიშია ქვეყნისთვის,, ვიდრე ეს  წარმოგვიდგენია!

საგანგებო განცხადება

 

იმის გამო,რომ ქუჩიდან მოსულმა ყველა ხელისუფლებამ უბედურება მოუტანა ქვეყანას, იმის გამო, რომ ქუჩაში გამოსული ყველა პოლიტიკური პარტია წინააღმდეგია მაჟორიტარული არჩევნებისა და გაერთიანდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეით, პირადად მე და პარტია “თეთრები” არა მარტო ვემიჯნებით ქუჩის აქციებს, არამედ მეცნიერთა დიდ ჯგუფთან ერთად ვუპირისპირდებით მათ. ჩვენ ასევე მიუღებლად ვთვლით ხელისუფლებას, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ხალხი და ქვეყანა და ვიბრძვით მომავლის საქართველოსთვის,საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის! იმისთვის,რომ საქართველო გავათავისუფლოთ ,ნაციონალური მოძრაობის”,”ქართული ოცნებისა” და მათი ნაგლეჯებისგან.

ჩვენ მიგვაჩნია,რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას არ გამოხატავს არც ხელისუფლება და არც ქუჩაში გამოსული პოლიტიკური ოპოზიცია.  ორთავენი კი შეადგენენ იმ ერთობას,რომელმაც ხალხიც და ქვეყანაც დააჩოქა, ხალხის ძარცვის ხარჯზე მოიპოვა სიმდიდრეც და ძალაუფლებაც.

ყველას გასაგონად ვამბობთ : ორი ჯიუტის დაპირისპირება, აგრესია და ემოცია ,რაც  უმოწყალოდ დაეუფლა პარლამენტსაც და რუსთაველის პროსპექტსაც , არის არა პოლიტიკური პროცესი,არამედ სამოქალაქო დაპირისპირების გზა,სისხლისღვრისკენ სვლის გზა.

ქართველ ხალხს,საქართველოს არ აქვს მომავალი,თუ არ გავთავისუფლდებით იმ პოლიტიკოსებისგან,რომლებიც თანამდებობებზე ყოფნის დროს დიქტატორობენ; ხალხს ძარცვავენ, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი საკუთარ თავს დემოკრატებს და დემოკრატიულ ოპოზიციას უწოდებენ. ასეთებითაა სავსე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.თავად დიქტატორები ებრძვიან დიქტატორს და იბრძვიან საკუთარი დიქტატურისთვის!

თავისუფალი და ღირსების მქონე ადამიანები ისე არ საუბრობენ, როგორც ხელისუფლების და ქუჩაში გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრებიან ერთმანეთს,ხალხს და ქვეყანას!

თავისუფალი და ღირსების მქონე ადამიანები ასეთ პოლიტიკოსებს არ უსმენენ,ასეთ პოლიტიკოსებს თავზე არ ისვამს!

დღეს, უნდა გაერთიანდეს ყველა, ჯანსაღი ძალა  ვინც თვლის, რომ უნდა დასრულდეს “ქართული ოცნება”, როგორც ხელისუფლება, მაგრამ  “ნაციონალური მოძრაობა”  ვეღარ უნდა მობრუნდეს, ჩვენ ამ ხალხთან ვართ,ამ ხალხს ვემსახურებით და ამ ხალხისთვის დავდგებით სიცოცხლის ფასად.“

ყველაფერ ამაზე:

● ხვალ 12.30 საათზე, პრესკონფერენციაზე ,სააგენტო “კვირას” ოფისში…

● ოთხშაბათს ოთხ საათზე,ფეისბუკ-კონფერენციაზე,

●პარასკევს 7 საათზე მეცნიერთა სამუშაო შეხვედრაზე ,

● 27 ნოემბერს ინტელიგენციის შეკრებაზე ბიზნეს- ცენტრ “მეფე დავითში”..

ბრძოლა ბრძოლაა!  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!  მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მოჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს!

პარტია “თეთრების” თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი

17 ნოემბერი, 2019წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *