ხელისუფლება ფიქრობს ძალაუფლების შენერჩუნებაზე, ოპოზიცია კი , მის მოპოვებაზე, ხალხი ყველას დაავიწყდა

პრეს-რელიზი

დღეს ორი დაპირისპირებული ძალის ჭიდილია, როცა ხელისუფლება ფიქრობს ძალაუფლების შენერჩუნებაზე, ოპოზიცია კი , მის მოპოვებაზე. ხალხი ყველას დაავიწყდა, განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა 18.11.2019წ სააგენტო „ კვირა“ -ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ის იყო და რჩება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრედ. და ამის არუმენტია ქვეყნის სახელმწიფო მოწყობა. იქ, სადაც ეროვნული შემადგენლობა არ არის ერთფეროვანი, მაჟორიტარული არჩევნებია მიზანშეწონილი. თემურ შაშიაშვილი როგორც პირველი უზენაესი საბჭოს წევრი, იმ განწყობის ერთგულია, რომლითაც პირველმა პარლამენტმა ქვეყანაში შემოიღო საპრეზიდენტო მმართველობა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემის დაცვით, ის იცავს რეგიონებისა და ერთიანი საქართველოს ინტერესებს.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია,რომ პარტიები, როცა ხელისუფლებაში არიან, მხარს უჭერენ მაჟორიტარულ არჩევნებს, რადგან მაჟორიტართა უმრავლესობა მათ მხარდამჭერია, როცა ხელისუფლებიდან მიდიან, პროპორციულს საარჩევნო სისტემას თხოულობენ.

„თეთრების“ ლიდერმა რამდენიმე წინადადება ჩამოაყალიბა.

1. საქართველოს არ აქვს ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია, ეს კონსტიტუცია არის მმართველი პარტიების ინტერესებზე მორგებული. საჭიროა კონსტიტუცია, რომელიც მიღებული იქნება საერთო-სახალხო განხილვის საფუძველზე.

2. ქვეყანაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, როგორი საარჩევნო სისტემა სურს ხალხს. კანონის მიღება უნდა წყდებოდეს არა ქუჩით, არამედ რეფერენდუმით.

3. მიღებული უნდა იქნას კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ. ბოლო მოეღოს დაუსრულებელ საკადრო წმენდებს ხელისუფლების ცვლილებისთანავე. ასევე სახელმწიფო მოხელე არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

4. მიღებული იქნას კანონი ოპოზიციის შესახებ. 14 წლის წინ „თეთრებმა“ შეთავაზა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნილიყო პოლიტიკურ პარტიათა სათათბირო და კანონი ოპოზიციის შესახებ. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს სერიოზული უფლებები. ძლიერი ხელისუფლება და კანონით დაცული ოპოზიციის უფლებები – ასეთია ჩვენი ხედვა. ფულის მხარჯველს ნიშნავს ხელისუფოლება,მაკონტროლებელს – ოპოზიცია. მოსამართლეებს, პოლიციის უფროსებს უნდა ირჩევდნენ რეგიონები.
„თეთრების“ ეს შეთავაზება ოპოზიციურმა პარტიებმა თავის დროზე არ გაიზიარეს და არჩიეს ქუჩა.

„თეთრების“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი მაჟორიტარი დეპუტატები იმდენად სამარცხვინოები არიან, რომ დისკრედიტაციას უწევენ საერთოდ მაჟორიტარულ სისტემას.

„ჩემი შეთავაზება მიტინგის ორგანიზატორებს: უსმინეთ ხალხს და არა პოლიტიკოსებს. პროპორციულ არჩევნებშია რეგიონების დანგრევა. ქვეყანას სჭირდება პიროვნებათა პარლამენტი. პარლამენტში არ არიან პიროვნებები, არამედ მმართველი პარტიების გემოვნებით კომპლექტდება პარლამენტი.

მოვითხოვთ, ჩატარდეს რეფერენდუმი, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი საარჩევნო სისტემა სურს და როგორი მმართველობა უნდა იყოს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო. აქვე ხაზს უსვამს, რომ თავად საპრეზიდენტო მმართველობას უჭერს მხარს. რადგან ის უფრო შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს.

ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, დავიწყოთ მსჯელობა ოპოზიციის შესახებ კანონზე“ – აცხადებს თეთრების ლიდერი..
მან ასევე მიმართა ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდა პოლიტიკიდან წასვლა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. „ივანიშვილი დარჩება სერიოზული განზომილების პიროვნებად, ან არარაობად იქცევა. თუ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ჩემი რჩევაა, წადი პოლიტიკიდან , ჩაატარე დემოკრატიული და მართალი არჩევნები. დარწმუნებული ვარ , ასეთ შემთხვევაში, ვერც ნაცმოძრაობა და ვერც ქართული ოცნება ვერ მოვლენ ხელისუფლებაში“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

ის ასევე გამოდის ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების წინააღმდეგ. „როგორ შეიძლება, პარტიები მეტს იღებდნენ დაფინანსებას, ვიდრე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია?!“ – კითხულობს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
18.11.2019წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *