თემურ შაშიაშვილი, ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს, ეროვნულ გმირებს – ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ადარებს

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას ეხმაურება  და დარწმუნებულია, რომ თუ ქვეყანა რწმენით და იმედით იქნება, ყველანაირი პრობლემა გადალახვადია. ის უმაღლეს შეფასებას აძლევს ქართველი ექიმების საქმიანობას.

„გაჭირვება და კრიზისული სიტუაცია გმირებს ავლენს! სწორედ გაჭირვებამ და უბედურებამ, შვა გმირები -ჟიული შარტავა და გაბისკირია, რომლებმაც მტერს არ დაუჩოქეს, მე მაგალითად , გმირებად მიმაჩნია ბატონები – ამირან გამყრელიძე,  პაატა  იმნაძე. რომლებსაც მილიონობით ქართველი იმედის თვალით შეცქერის. ერთიც და მეორეც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რაც მახარებს და იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ღირსეული ადამიანები ყველგან არიან!“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *