ვიცნობ რა თქვენს პატრიოტულ და ეროვნულ ხასიათს დაგვჭირდება თქვენი გვერდში დგომა .

რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობა უდიდეს შეშფოთებას გამოხატავს. თეთრების ლიდერმა თავის გამოსვლებში არაერთხელ ისაუბრა ამ საკითხზე. ისიც თქვა, რომ აუცილებლად ჩავა ადგილზე და მოსახლეობას შეხვდება.

ამ დღეებში მან მიიღო ექიმის, წერილი:

“ბატონო თემურ, მოგესალმებით დიდი პატივისცემით .  გუშინ დამირეკა თეა გოდოლაძემ , თეა არის ამიერ კავკასიის სეისმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი . მისი სამსახურის დასკვნები აუცილებელია ჰესების მშენებლობისთის, მათი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად და არც ხალხია საქმის ყურში , გადაუწყვეტიათ ნამოხვან ჰესის მშენებლობა ძალია დიდი ტევადობით რომელიც გარდა იმისა სპობს ეკოლოგია, ფარავს რამოდენიმე სოფელს და ა. შ დიდი საფრთხეს უქმნის ქალაქ ქუთაისს და მთლიანად კოლხეთის დაბლობს . თეას და მისი სამსახურის დაკვნებით მიწის ძვრით დაზიანების შემთხვევაში წყლის დონე ჯაჭვის ხიდთან 37 მეტრით აიწევს , რაც უდიდესი კატასტროფაა . რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი სეისმოლოგიურად ყველაზე აქტიური ზონაა. შარშან მივიღე მონაწილეობა სიტყვითაც გამოვედი სოფ ტვიშში ჩატარებულ აქციაზე ტელევიზიებმაც გააშუქეს ესწრებოდა ეპარქიის წარმომადგენელი და რაიონის ხელმძღანელობა .  ამის შემდეგ მე და თეა შევხვდით მეუფე სტეფანეს საპარიარქოში ( მისი ინციატივით ) სხვათა შორის ჩვეს გვერდითაა ქალბატონი ჩხობაძე გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი . ბატონო თემურ   ვიცნობ რა თქვენს პატრიოტულ და ეროვნულ ხასიათს დაგვჭირდება თქვენი გვერდში დგომა .

პასუხად, “თეთრების” ლიდერმა მიწერა: “მზად ვარ, ბატონო კობა..მე ამაზე ვისაუბრე ჩემს სატელევიზიო ფბ.მიმართვებში..მზად ვარ,ვიყო თქვენ გვერდით.ქუთაისში ვარ, ხვალ ამ საკითხზე ვაპირებ შეხვედრას მეცნიერთა ერთ ჯგუფთან..მინდა ნახოთ ეს მასალა.

მოსაზრება რაჭაში ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით:
“რომელი ელექტროსადგური მივა შოვთან და ეწერთან?!! რამ გადაგრიათ, რას ერჩით საქართველოს?!”

“დიდი მადლობა ბატონო თემურ დაწყებული გუმათიდან ჩემ სოფელ ქორენიშამდე ათამდე მოქმედი მეწყერია , რამოდენიმე წლის უკან ტვიშთან ახლოს მეწყერმა რამოდენიმე ხნით რიონი ჩაკეტა კიდე კარგი რომ ნელ ნელა გაიხსნა კალაპოტი  . გარდა ეკოლოგიისა ვილაპარაკე ალტერნატიულ დენის წყაროებზე და მცირე ჰესების მნიშვნელობაზე , კლიმატის ცვლილება რა გავლენას ახდენს ავადობებზე ეს როგორც ექიმმა დავადასტურე ცნობილი პროფესორების და მეცნიერების კვლევების გამოყენებით  . აღარაფერს ვამბობ სოფელ ონჭეიშზე და მექვენის დიდ ნაწილზე რომელიც იფარება წყლით .”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *