ვითხოვთ საჯარო დისკუსიას, რომ ნათელი მოეფინოს ბურუსით მოცულ ამ საქმეს!

სირცხვილია ასე საუბარი,ვფიქრობ ეს არ ეკადრება ბატონ დავითს.სასურველია შედგეს ღია დისკუსია.ხალხისთვის ყველაფერი გასაგები გახდება.

პირადად მე,ვიდრე პოზიციას გამოვხატავდი, ვეთათბირე პროფესიონალებს,წლების წინ,აკადემიკოს მერაბ ალექსიძეს,აკადემიკოს ანზორ ჭითანავას,ცნობილ ეკოლოგს, აკადემიკოს ღოღობერიძეს…

ბოლო პერიოდში,ცნობილ მეცნიერებს და ამ საქმის პროფესიონალებს:თეა გოდოლაძეს ,ნინო ჩხობაძეს,ომარ ზივზივაძეს,თემურ კეპულაძეს,რამაზ ნამიჭეიშვილს…. მათი პოზიცია მკვეთრად უარყოფითია.

მზად ვარ,ბატონ დავითს მისივე მინისტრობის დროინდელ მოადგილეებთან და კოლეგიის წევრებთან ერთად შევხვდე (ბევრის აზრი უკვე ვიცი)…

საქართველოში მდგრადობასთან ერთად,ბუნებაა,სოფლის მეურნეობა და ღვინის უნიკალური ჯიშებია მთავარი.ვიცი მეღვინეების აზრი,რომლებიც მთავრობის შიშით ვერ იღებენ ხმას.

არ გვეკადრება, ვლანძღავთ იმ ხალხს,რომლებიც ითხოვენ ამ საკითხის ღიად განხილვას.

მეტის მოთმენა,მართლაც,აღარ შეიძლება,შთაბეჭდილება მრჩება,რომ ნამახვანᲰესისა და რაჭის.Ჰესის მშენებლობას,მხარს უჭერენ დაინტერესებული ენერგეტიკოსები.

ღია საუბარი ბევრ სინათლეს შეიტანა ამ ბნელით მოცულ საქმეში.ხალხი დაინახავს,ვინ დგას რუსული ინტერესის უკან.
ვიმეორებ,დავიწყოთ ღია დისკუსია და იმაზეც ვისაუბროთ,ვის ხელშია დღეს ენერგეტიკა,ვინ დგას პრაქტიკულად მის უკან,რამდენად არის ჰესების ახალი ისტერია დაკავშირებული ბიტკოვინებთან და ვინ დგას ბიტკოვინების უკან.
ნუ ვეფარებით საჭირო ენერგიის პრობლემას.ჩვენ მოვისმენთ იმ სპეციალისტების მოსაზრებებს, რომლებმაც ისიც იციან,რომ ენერგიაა საჭირო,იციან როგორ გავაკეთოთ ეს ბუნების დაზიანების გარეშე და ისიც იციან,რომ სულაც არ არის საჭირო ამისთვის ამ მასშტაბისᲰესების მშენებლობა..იციან ისიც,რომ ჩვენთვის ასეთი მასშტაბის კაშხლის მშენებლობა, მარტო მდგრადობა-არამდგრადობით არ უნდა იზომებოდეს!

იხ. დ.მირცხულავას ინტერვიუ: საქართველოში ჰესების საწინააღმდეგი კამპანია რუსეთისგან იმართება?

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *