გელათის კონგრესი დაადასტურებს,ვინ არის საქვეყნო ერთობის და ვინ სათავისოს მომხრე!

მეცნიერთა მრავალწლიანი შეგონება ერთობის აუცილებლობისთაობაზე, ბოლო დღეებში,თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიტაცა. მთავარი აქ მისი შინაარსია:

● მეცნიერები საუბრობენ ეროვნული თანხმობის პარლამენტზე პროფესიონალთა შემადგენლობით, პარტიები კი, ერთმანეთს შორის ძალაუფლების გადანაწილებაზე!

● მეცნიერებს მიაჩნიათ,რომ ერთობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ნათქვამზე და შეთანხმებაის შესრულებაზე, იმ პარტიებს კი,რომლებიც დღეს უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ერთობაზე საუბარი სჭირდებათ იმისთვის,რომ გაამართლონ პარლამენტში შესვლა..

● მეცნიერებს მიაჩნიათ,რომ ხალხმა უნდა დაიბრუნოს პარტიების მიერ წართმეული ქვეყანა და ამისთვის მივიღოთ რეფერენდუმის ჩატარების ევროპული(ვთქვათ შვეიცარული) მოდელი, პარტიებს ეს არ აწყობთ,მოქკავშირმა დაამძიმა ისედაც არასრულყოფილი კანონი, ნაცმოძრაობამ უკიდურესად გააუარესა,ოცნებამ კი,პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მისი
ჩატარება…ანუ,პარტიები არ აპირებენ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას..

ასე წინ ვერ წავალთ…გელათის კონგრესი დაადასტურებს,Ვინ არის საქვეყნო ერთობის და ვინ სათავისოს მომხრე!
ნებისმიერი პარტიისგან,უპირველესად,სახელისუფლებოსგან საერთოდ ხელისუფლებისგან, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გელათის კონგრესში მონაწილეობა და მისი პოზიციის გამოხატვა!

ვნახოთ,ვინ მოერევა საკუთარ თავს და შეუერთდება გელათის პროცესს!

იხ. გელათის კონგრესის მასალები სრულად

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *