დავრწმუნდი ,თუ რა წარმატებით ხორციელდება ენერგეტიკით ქვეყნის დაჩოქება

თემურ შაშიაშვილის განცხადება

რიონის ხეობა.ჰესის მშენებლობა. მინისტრების დემაგოგია:არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილება არის ის,რასაც ჩვენ ვამბობთ,ან ვიტყვით!
დღეს 11.00 საათიდან ვარ პარლამენტში,ვესწრები ორი კომიტეტის გაფართოებულ სხდომას, რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ეს არის ჩემი პირველი მისვლა პარლამენტში,მას შემდეგ,რაც ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის აქტს,რომლის 30 წელი სრულდება 9 აპრილს,აქტს,რომელც პრაქტიკულად გადახაზულია საქართველოში!
ვაღიარებ,შევცდი.აქ დასწრებას, ან არდასრებას,არავითარი მნიშვნელობა არ აქვს-ეს არის სახლისუფლებო დემაგოგიის ზეიმი.
ჩემთვის ნათელი იყო,მაგრამ ამ სხდომამ კიდევ მეტად დამარწმუნა, თუ რატომ აღარ გვეკუთნის საქართველო საქართველოს მოსახლეობას,როგორ გვმართავენ ყველას, პარლამენტსაც და  მის გარეთ ყველას,მაფიოზური კლანები,როგორ გრძელდება მთელი ენერგეტიკის მაფიოზაცია….იმ ენერგეტიკის, რომელიც მთელმა ქართველმა ხალხმა შექმნა და უკვე აღარ ეკუთნის არც მას, არც საქართველოსაც..დავრწმუნდი ,თუ რა წარმატებით ხორციელდება ენერგეტიკით ქვეყნის დაჩოქება , როგორ იყენებენ ამ საქმეში მათ მიერ დაფინანსებულ და მართვად  ორგანიზაციებს, სპეციალისტებს!
სერიოზული დაფიქრება გვჭირდება,რაც მთავარია,მოქმედება!
დღეს,საღამოს10 საათის ფარგლებში გავაკეთებ მოკლე ჩართვას.მანამდე შევეცდები,მოვიპოვო ჩემი 4 წუთიანი გამოსვლის ჩანაწერი ,ნახავთ,რომ არც ერთ კითხვას პასუხი არ გაეცა.
ხალხმა მისცეს შეფასება,ნუთუ ასეთი უაზრო საუბარი მქონდა, თუ ხელისუფლებაში პასუხი არ აქვთ კითხვებზე,რომელებიც ,ჩემი აზრით,ხალხის ინტერესებში შედის?
აქვე ვაქვეყნებ ჩემი გამოსვლის ჩანაწერს და რეპლიკას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *