პასუხად ქალბატონ ქეთევან ბარკალაიას!.

ვპასუხობ პიროვნებას,რომელსაც,უდიდეს პატივს ვცემ,მიმაჩნია,რომ დღევანდელობით შეწუხებული გულანთებული ქართველია,ჩვენდამი კეთილგანწყობილი.ვპასუხობ,რადგან ამას ბევრი გვწერს.განსაკუთრებით

მინდა ყურადღება მიაქციოთ გუსტავ ლე ბონის მოსაზრებას.ჩვენ გვინდა,მეცნიერთა ამ მონდომებამ ხალხი დააფიქროს და მატყუარა კი არ დაისვას მბრძანებლად,არამედ თვითონ იქცეს ქვეყნის ბატონ-პატრონად.თუ ამას ხალხი არ გააკეთებს,გვირჩევნია ჩვენ ვიყოთ მსხვერპლი,ვიდრე მატყუარობით მივიდეთ ქვეყნის სათავეში, როგორც ეს 30 წელია ხდება და ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა, ხალხის ცხოვრება გაუსაძლისი გახადა!

ქალბატონო ქეთევან,ძალიან გაფასებთ,მადლობელი ვარ განწყობისთვის, მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ მე არ ვიცი რომ ოფისები კარგია?

80 რეგიონში რომ ოფისი გახსნა,ეს არის მინიმუმ,150 000 ლარი თვეში.ჩვენ სად გვაქვს ეს თანხა. შოვნა შეიძლება. უამრავია მზად.მაგრამ ეს ნიშნავს,რომ ჩვენი უფროსიც ფული გახდება.
არ დაიჯეროთ,ფულს ტყუილა არავინ იძლევა.წესიერება არის ყველაფრის საზომი,ადამიანის და,მით უფრო, პოლიტიკოსის საზომი.ჩვენ შიშველი ხელებით რასაც გავაკეთებთ,მხოლოდ ის იქნება ქართული, მხოლოდ ის წაადგება ხალხს და ქვეყანას , მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქბება ჩვენთან უფალი. წესიერებას ვერავინ და ვერაფერი ვერ მოერევა,
ქვეყანა უწესობამ დაანგრია. ჩვენ გვაქვს საწევროების სისტემა.ეს არის სწორი გზა.მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარება ასეთი,თუნდაც,100 ლარი, იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე ფულის ტომრის 100 ათასი.
რაც შეეხება ნაბეჭდი მასალის დარიგებას.ჩვენ ვბეჭდავთ მეცნიერთა 21 პუნქტიან პროგრამას და გელათში მიღებულ პრიგრამულ დოკუმენტს: “ახალი განზომილება-რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ” ამ დოკუმენტების გარეშე,არც ოფისს აქვს აზრი და არც შეხვედრებს.
ჩვენ პროგრამებით გვინდა ქვეყნის შეცვლა და არა მიტინგებით, ტყუილითა და დემაგიგიით..ვიცი,თქვენც ეს გინდათ და ამიტომ გვაქვს ერთობა.
ჩვენ სიკეთით უნდა გავიმარჯვოთ. სიკეთე წესიერებაა და შიშველი ხელებია, თავგანწირული ბრძოლა!
ჩვენ ვიცით,რომ დღეს პოლიტიკოსობა წესიერებაა და ბრძოლა სიცოცხლის ფასად.რაც დრო გავა,ხალხი მეტად მიხვდება,რომ ეს განწყობა მიგვიყვან ბედნიერებით სავსე სამშობლომდე.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!

ბატონო თემურ,თქვენში მხოლოდ სიმართლეა და ამ სიმართლეს მიტანა უნდა მოსახლეობამდე!არ მიწყინოთ და ბროშურებს და წიგნებს მოსახლეობის 60%არ კითხულობს.უბრალოდ არ აინტერესებს,ან არ შეუძლიათ წაკითხულის აღქმა…..საჭიროა ლობირების პროცესის დანერგვა თქვენსა და მოსახლეობას შორის…(დალი ლანჩავას და მისნაირები ვერაფერს გააკეთებს) გახსენით ყველა რეგიონში,ქალაქში ოფისები და ამუშავეთ თქვენი მომხრეები…(.ნუ გეწყინებათ,გულღიად გეუბნებით)მხოლოდ ამით იქნება მოზიდული ადამიანები…..სწორედ ამით იგებს პოზიცია-ოპოზიცია. მხოლოდ ლობირების მეთოდი…..იხარეთ!წარმატებები

ქეთევან ბარკალაია:

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *