(ვიდეო) ვთქვათ პირდაპირ, ჩვენ ასეთი საქართველოსთვის არ გვიბრძოლია! (8.04.2021)

„ ვთქვათ პირდაპირ, ჩვენ ასეთი საქართველოსთვის არ გვიბრძოლია!
ასეთი საქართველოსთვის არ მოგვიწერია ხელი დამოუკიდებლობის აქტზე!

ვთქვათ პირდაპირ: დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე ჩვენ
– სიყალბეში ვცხოვრობთ, პოლიტიკური მაფიაა ხალხზე და ქვეყანაზე გაბატონებული!

– საქართველო ეს არის მდიდარი ბანკირების და პოლიტბიზნესმენების,
დანგრეული ეკონომიკის, გაჩანაგებული სოფლის მეურნეობის,სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უმრავლესობის და საკუთარი და ოჯახის წევრთა სიცოცხლის გადასარჩდნად ქვეყნის გარეთ გასული ორი მილიონის ქვეყანა!

– მონური ყოფის გზას შემდგარი, დეპრესიაში მყოფი, ხელებჩამოშვებული ხალხის ქვეყანა!

დუმილი დღეს საკუთარი ღირსების დაკარგვის და ქვეყნის ღალატის ტოლფასია!
ყოველი ჩვენგანი არჩევანის წინაშეა:

ქრისტეს,თუ ბარაბას გზა!

მორჩილების,თუ ბრძოლის გზა!

მე ,მე ქრისტეს გზას,ბრძოლის გზას, ბრძოლის გზას ვირჩევ, დარწმუნებული ვარ თქვენც!

ვენ ერთად გავიმარჯვებთ   საქართველოსთვის!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *