თემურ შაშიაშვილი: ვიცი ამ თემების გამო, არნახულად შემზღუდავენ,მაგრამ ომი ომია

19 -20 ივნისს თემურ შაშიაშვილი ხვამლის მთას და რიონის ხეობას სტუმრობდა, სადაც შეხვდა და მეცნიერთა კონგრესის პროგრამა გააცნო მოსახლეობას, დაბრუნებისას მან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა უკიდურესად დამთრგუნველად შეაფასა, მისი თქმით, პასუხია გასაცემი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე,
დღეს ,21 ივნისს,23.00 საათზე, თემრ შაშიაშვილის ფეისბუქის პირდაპირ ეთერში სწორედ ამ თემებზე ისაუბრებს.
● ვართ კი დამოუკიდებელი?
● გვყავს კი ხელისუფლება?
●პოლიტიკური კლანები არბატონობენ?
● ენერგეტიკა მაფიოზების ხელში არ არის?
● ვინ გაყიდა რიონის ხეობა?
● ვინ დგას ლგბტ ძალების უკან?
● რატომ პასიურობს ინტელიგენცია?
● ეს არის საარჩევნო კანონი?
● ვის აწყობს ხელებჩამოშვებულება ხალხში?
● აზროვნების სიძნელე არ არის ფიქრი, რომ ამ ინტელექტის ქვეყანაში მდიდარი, ან ბელადი გადაგვარჩენს?
● 200-230 ლარია საარსებო მინიმუმი?

„ვიცი ამ თემების გამო, არნახულად შემზღუდავენ,მაგრამ ომი ომია,როგორც იტყვიან, ამ გადაცემით ვიღებ ხმალს და რიგით ჯარისკაცად ვდგები ბრძოლაში საქართველოსთვის! ვიქნებით ბევრნი ხალხიც გავიმარჯვებთ და ქვეყანაც! მწამს, მჯერა,ამ ბრძოლაში სიკვდილი სჯობს,ვიდრე შევეგუო ამ ყოფას- უფალთან,საკუთარ სინდისთან, წინაპართა საფლავებთან,შვილებთან, მომავალთან მაინც ვიქნები მართალი, ჩემი შვილები ამაყად იტყვიან,რომ მათ ლაჩარი მამა არ ჰყავდათ! ამისთვის ღირს ბრძოლაც ,სიკვდილიც!“ – წერს თემურ შაშიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
21.06.2021

პ.ს. ნიუსი გადაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *