თეიმურაზ შაშიაშვილი: მე მაინც ხალხთან ვრჩები,სიმართლის რთულ გზას ვირჩევ!

მიუხედავად იმისა,რომ მე დღემდე ჩემს მიერვე არჩეული გზის მსხვერპლი ვარ, პოზიციას არ ვიცვლი და დარწმუნებით, გაცილებით დაჯერებული ვამბობ :თავისუფლება მაინც სიმართლეშია.
რეალობა მკაცრია.ისტორიულად ასეა, ამას კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს: ან ძალა უნდა იყოს სამართლიანი,ან სამართალი ძლიერი!

სამწუხაროდ,ჩვენთან არც ერთია და არც მეორე,თუმცა სიტყვით ყველა სამართლიანობისთვის იბრძვის!
სამართლიანობას ვერ მივაღწევთ:
– ვერც პარტიული მიკერძოებით,
-ვერც ტენდენციურობით,
– ვერც უსამართლობით !
–  ვერც აგრესიით;
–  ვერვ სხვისი ლანძღვა-გინებით ;
– ვერც იმიჯმეიკერებით;
– ვერც ფულით და მდიდრებით ;
– ვერც ბელადებით,მით უფრო,ქუჩის ;

კმაყოფილებით ვამბობ,რომ ჩემს ბოლო პერიოდის ფეისბუქ – კონფერენციებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა! მადლობა კომენტარებისთვის,მიუხედავად იმისა,როგორია ისინი. თავშივე ვამბობ:ჩემგან ღალატი არ იქნება!.
ამას ვეუბნებიკეთილგანწყობილთ და ბილწსიტყვაობით სავსეთაც. ამ განწყობის საუბრებს გავაგრძელებ უკვე ტრადიციად ქცეულ ფეისბუქ – კონფერენციებში:

– ყოველ ორშაბათს, 23 საათზე,
–  ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე ;

ძალიან მინდა, პარასკევის გადაცემაში მონაწილეობა მიიღოს,ვინც არ იზიარებს ჩემს პოზიციას,ვინც ათას ბრალდებებს მიყენებს კომენტარებში.ვაქვეყნებ ტელეფონს და მისამართს:
5 97 57 04 19…ცოტნე დადიანის 26, მეტრო-სადგურები: ნაძალადევი, სადგურის მოედანი.

აქვე ვდებ მასალას ჩემს შესახებ.ნახავთ ჩემს პუბლიკაციებს,ქონებრივ დეკლარაციას,ხელწერილს.დიდი სურვილი მაქვს,გაეცანოთ. ჩვენი მიზანია:

-დავდგე არა სხვის წინააღმდეგ მებრძოლებთან,არამედ საკუთარ თავზე გამარჯვებულებთან !
– დავდგე არა იქ,სადაც ძალაუფლებაზე, სკამის,ფულის ,გავლენის მოპოვებაზეა

ფიქრი,არამედ ქვეყანაზე და მის მომავალზე,,ჩანს შინაგანი პროტესტი უსამართლობისადმი და გულწრფელი განწყობა გაბედული , უშიშარი მოქმედების !
მინდა ვიპოვო ძალა საკუთარ თავში, რომ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩე ერთგული ყმაწვილკაცობაში ცხოვრების წესად აღიარებული:

● პრინციპის: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული ადამიანი მიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს!
● გაცნობიერებული დებულების: პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე , სახელმწიფო კაცი-მომავალზე ! პოლიტიკოსი სოციალურიდემაგოგია, ხალხშია,ლაპარაკობს ხალხის ენაზე და ასე ატყუებს ხალხს,დაოსტატებულია ხალხის სახელით ხალხის მოტყუებაში!

სახელმწიფო კაცი კი ის არის,ვინც ხალხთან კი არ ჩამოდის,არამედ ხალხი მიჰყავს თავისკენ,ანუ მაღლაა, პროგრესის მატარებელია,აზროვნებს პლანეტარულად …რომელშიც არის სრული ჰარმონია ეროვნულისა და ზოვადკაცობრიულის,მაგრამ არ არის ამპარტავანი,ვიმეორებ,ხალხს ზემოდან კი არ უყურებს, არამედ ხალხი მიჰყავს თავისკენ,რომ რაც შეიძლება ბევრი აქციოს თავისნაირად!

პოლიტიკოსი იმიჯმეიკერით ცხოვრობს,სახელმწიფო კაცისთვის მთავარი რეპუტაციაა..

პირველი წუთიერია,მეორე-მარადიული! პირველი- ბარაბას გზაა,მეორე უფლის!
ყოველი ადამიანი თავისუფალია მის არჩევანში !

მიუხედავად იმისა,რომ მე დღემდე ჩემს მიერცე არჩეული გზის მსხვერპლი ვარ,
● ვხედავ, პოლიტიკოსი გამარჯვებულია, სახმწიფო კაცი-დამარცხებული.
● ვხედავ,როგორ ბატონობს უზნეო უმცირესობა,ზნეობრივ უმრავლესობაზე და ეს ასეა არა მარტო სახელისუფლებო ვერტიკალში,არამედ ყველგან,მოედო მთელ ეროვნულსხეულს, ებრძვის ძლიერს და აკანონებს სუსტთა იდეოლოგიას,პირდაპირ ვთქვათ,.უძლურების უფროსობას !
●ვხედავ, მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში,. სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება კი ერთ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული..
● ვხედავ,მაძღარი როგორ ატყუებს მშიერს და როგორ ოსტატურად ექცევა სათავეში…
● ვხედავ,რომ ხალხმა თავისივე მსხვერპლად აქცია მართლის მთქმელი

მე მაინც ხალხთან ვრჩები,სიმართლის რთულ გზას ვირჩევ, ვიბრძოლებ გათითოკაცებული სიკეთის ერთ ზნეობრივ მუშტად შეკვრის,ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად !
ბედნიერება და ქვეყნის სიძლიერეა, როცა პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ერთ კაცშია.
ესაა ზნეკეთილობა და გზა მიმავალი ზნეობრივი ავტორიტეტობისკენ !
რთულზე-რთულია იყო პოლიტიკოსიც და ზნეობრივი ავტორიტეტიც…
დღეს სწორედ ასეთი პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას ხელისუფლებაში, მით უფრო, უმაღლეს თანამდებობებზე!
როგორ მივაგნოთ ასეთებს,როცა მათ არ აკარებენ სატელევიზიო ეკრანებს?
რეალური დემოკრატიის ქვეყნებში მაღალ თანამდებობაზე არ ირჩევენ, ვის საქმიანობასაც მინიმუმ ოცი წელი არ აკვირდებიან შეცნობილი არ ჰყავთ!
ანუ ძლიერ , დემოკრატიულ ქვეყნებში არ ირჩევენ უცნობს…საქართველოში პირიქითაა არ იცნობენ ნაცნობს! რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ:
● ინტელექტი ;
● გამოცდილება ;
● პატიოსნდბა და რაც მთავარია,თუ არ არის ბოლო, პირველი ორი არაფერს ნიშნავს !დავიცვათ ეს,ავირჩიოთ ჩვენი და არა სხვისი მსახური ხელისუფლება და ჩვენ ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში !
სწორეთ ამას ემსახურება მეცნიერთა კონგრესი,მის მიერ შემუშავებული პროგრამები,ინტელექტუალური რევოლუციის იდეა,რომლის მიზანია
პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქის დასრულება და მეცნიერების ერის დაწყება,ანუ მხოლოდ ერთი გამარჯვება: ს ი კ ე თ ი თ გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა !

ეს არის ჩემი ცხოვრების წესი,
ეს არის ჩემი მსოფლმხედველობა,
ეს არის ჩემი პოზიცია ,
ეს არის ჩემი ანგარიში თქვენს წინაშე!
” მე პატივს კაცთაგან არ ვეძებ”
“მე არც წარსულის,არც მომავლის არ მეშინია”
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

http://www.tetrebi.org/…

იხ.თეიმურაზ შაშიაშვილი: ეს ვარ მე 

თემურ შაშიაშვილის ხელწერილი და ქონებრივი დეკლარაცია

მომავლის საუბრები (ფეისბუქკონფერენციები)

მეცნიერთა კონგრესი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *