თემურ შაშიაშვილი: სამწუხარო ის არის,რომ საქართველოში ჭორებით ებრძვიან წესიერებს …

თემურ შაშიაშვილის პასუხი წერილზე, რომელშიც ბევრი უხერხული კითხვა და ჭორი იყო გაჟღერებული.

“ბატონო დათო,დიდი მადლობა წერილისთვის..
ეს არის ჩემი კომენტარი გურამ შარაძის საზოგადოების წერილზე და არა პირადად თქვენდამი…

რაც შეეხება თქვენს წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს.. კარგი იქნებოდა ,თქვენი მეგობრების ნათქვამი ერთი ფაქტი მაინც რომ იყოს ნათქვამი..
1.ცოლს არასდროს არ გავშორებივარ.
2.ბუნებაში არ არსებობს ასეთი გამონათქვამი ჩენს დაზე..სირცხვილია ასეთი რამის თქმა,თუნდაც იმის გამო,რომ ჩემი და 10 წელი უცხოეთში მოხუცს უვლიდა ოჯახი რომ ერჩინა..
3 დედამიწის ზურგზე მამა-პაპისეულ სახლს გარდა არაფერი არ გამაჩნია..თბილისში ჩემი მეუღლის ბებიას სახლში ვცხოვრობთ, ე.წ..ჩერდაგზე. გვეწვიე და ნახე,კარგი იქნება იმ თქვენს მეგობრებთან ერთად… ჩემი ბიჭი უცხოეთშია და ველოსიპედით საჭმელს არიგებს,რომ დღეში 20-30 დოლარი იშოვოს..ჩემი ქალიშვილი იტალიაშია და გამყიდველად მუშაობს..

ქვემოთ ჩაგიგდებთ მასალებს..წაიკითხეთ თქვენს მეგობრებში და ურჩიეთ,ეკლესიაში მივიდნენ და შენდობა თხოვონ უფალს.ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვისაა საჭირო.მე ნანდვილად არაფერში არ მჭირდება.
კიდევ ერთი,მზად ვარ ფბ ის პირდაპირ ეთერში ვუპასუხო თქვენ და თქვენი მეგობრების შეკითხვებს. ხალხმა განსაჯოს .თქვენ კი იმაში დარწმუნდებით,რომ ან პოლიტიკურად მოწამლული მეგობრები გყავთ,ან ჭორიკნები,ან როგორებიც არიან თვითონ,ისეთები გონიათ სხვა.

ნახეთ ჩემი ფბ-გვერდი, თეიმურაზ შაშიაშვილი, ბევრ ინფორმაციას იქ მიიღებთ..ყოველ ორშაბათს 23 საათზე და ყოველ პარასკევს 19 საათზე მაქვს პირდაპირი.

თქვენ მონაწერს იქ წავიკითხავ და იქ გაგცემთ საჯაროდ პასუხს..ამას მომდევნო კვირაში გავაკეთებ.კარგი იქნება თქვენი მეგობრები თუ ნახავენ..1997 წლიდან ვაქვეყნებ ხელწერილს.

წაიკითხეთ..უნიკალური ჩანაწერია იქ,რომ თუ 1961 წელში,მამაჩემის მიერ აშენებულ სახლს გარდა რამეს აღმოაჩენს,ვჩუქნი… ისიც დაყადაღებულია და ამ წერილსაც გაახლებთ..მინდა იცოდე,რომ სახელმწიფომ სხვადასხვა დროს სამი ბინა მომცა.. ერთი არჩილ კოსტავას გადავეცი,რომ ასეთი დიდი მეცნიერი ქუთაისში დამებრუნებია.. მეორე, ნაგალი თოდუას,ასეთი დიდი მეცნიერი ქუთაისიდან რომ არ წასულიყო…მესამე, დიდ წერალს ოთარ მამფორიას,რომ ქუთაისში დამებრუნებია და ამით რეზო ჭეიშვილი და ოტია იოსელიანიც შემენარჩუნებია ქუთაისში, რომელთაც თბილისში გადასვლა ჰქონდათ გათვალისწინებული.

ერთი დეტალიც, საფიჩხიაზე,სკვერში გაყიდული კინო-თეატრი დავიბრუნეთ,მარიონეტების თეატრს გადავეცი და პიანინო რომ არ ჰქონდათ, იმ რთულ პერიოდში ყიდვა არ ეგვეძლო,სახლიდან წავიღე დედაჩემის მზითევის პიანინო და თეატრს გადავეცი..დღესაც თვალწინ მიდგას თვალცრემლიანი დედა,როცა სახლიდან გაგვქონდა…

ეს ვარ მე…სამწუხარო ის არის,რომ საქართველოში ჭორებით ებრძვიან წესიერებს და ქვეყანა ხელში ბანდიტებმა ჩაიგდეს. გებელსს შეშურდებოდა პროპაგანდა,რომელიც მოქკავშირს და მის ე.წ. რეფორმატორთა გუნდს (სააკაშვილი. ჟვანია. ბარამიძე. .მაჭავარიანი. )ჰქონდა და დღესაც რომ გრძელდება..

სიკეთე გქონდეს.. თუ ის კაცი ხარ,რომეკსაც ჩემზე კარგი წარმოდგენა გქონდა და “მეგობრებმა” შეგაცვლევინეს,მაშინ ეს წერილი ბევრ რამეზე დაგაფიქრებს..იქნებ შევხვდეთ კიდეც მეცნიერთა კონგრესში.გაგაცნობთ ჩვენს პროგრამებს..
ჩემი ცხოვრების კრედო იყო და რჩება: მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს,ვოდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს.. გამარჯვებით…!”

წერილით პასუხი გაეცა მის ავტორს,  დათო ნემსიწვერიძეს, ასევე საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ჭორებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე საქმიან საუბარს.:

“…გრძელი წერილი მოგიწერიათ თემურ ბატონო..მადლობა ამხელა წერილის გამოსაგზავნ ადრესატად თუ მიგაჩნივარ..პირველი აბზაცის გარდა დანარჩენის გაგზავნა სხვაზეც შეიძლება თავისუფლად და პოსტად გამოყენებაც..
ერთ რაღაცაა გკითხავთ ახლა დაა..
ფაქტი მაინტერესებს უბრალოდ რომ დამიდასტუროთ ან უარყოთ…უხერხულად კი გამომივა მაგრამ..
რამოდენიმე წლის წინ როცა სადღაც ერთ კონკრეტულ საზოგადოებაში ვთქვი შაშიაშვილი არ მგონია მაინც ცუდი კაცითქო- საპასუხო არგუმენტად მომიყვანეს შემდეგი–მაგის სტილის კაცს რომ ცოლი გაშორდება რაღას ეძიებოო.. და. მთავარი კიდე. –ერთხელ კორუფქციაზე გაქაფული რომ გაჰყვიროდა ვიღაცეებმა უთხრესო –ე ბიჯო გაჩუმდი თუ კაცი ხარ შენ დას რომ ორივე ხელი ჩადგმული აქვს მაგ კორუფქციაში და მიწისქვეშა გადასასვლელების ბაზრობების გადასახადი მის ჯიბეში მიდის ეგ არ იციო? შაშიაშვ8ლმა უპასუხაო — ვიცი კი ეგო და მაგის გამო ჩემ დას ორი წლის წინ დავემდურე მაგაზე კამათის გამოო…
იქ მაშინ ეს რომ მითხრეს უარყოფით კონტექსტში და დაცინვის ფორმით მითხრეს- გუბერნატორი რომ უკანონობის გამო დაემდურება დედმამიშვილსო…მაგრამ..მაგრამ ..ის პერიოდი რომ გამახსენდება დედმამიშვილი კი არა იბრალო ქუჩის ხულიგანი არ დააჭერინებდა თავს მაშინ არავის და ჩემთვის პირადად დედმამიშვილისთვის დამდურება ყველაზე დიდი სასჯელია..
და კიდე ერთი კითხვა…ცნობადობაა თუ რეიტინგი.. ნუ მაგალითად სხვა პიროვნებუს ან პარტიის მხარდასაჭერად ან გასაძლიერებლად შეგიძლიათ იბრძოლოთ მხარდამხარ და თქვენ არ გქონდეთ პირველობის მცდელობა?”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *