თუ გვინდა გადავრჩეთ,მთავარია ამ წყვდიად სიბნელეში დავინახოთ სინათლე!

უბედურება ის კი არ არის,რომ ქვეყანა სიბნელეში აღმოჩნდა- ჩვენი სამშობლო მისი ტრაგიკული ისტორიის მანძილზე, ხშირად ყოფილა ასეთ მდგომარეობაში, არამედ ის რომ ამ სიბნელეს არ,თუ ვერ ხედავს ხელისუფლება, კიდევ მეტი უარესი,
ამ სიბნელეში სინათლეს ვერ ხედავს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა!
გადარჩენა იმ უმცირესობაშია, რომელიც ამ წყვდიად სიბნელეშიც კი ხედავს სინათლეს!
რა უნდა გააკეთოს ამ უმცირესობამ ?

● პირველი, ხალხს დაანახოს,რომ ხსნა იმ ხელისუფლებაშია,რომელიც ხედავს ამ სიბნელეს ;
● მეორე, აჩვენოს პროგრამა,რომელიც დაგვიხსნის ამ სიბნელისგან ! ანუ უმცირესობა უნდა იქცეს,როგორც
ვაჟა ფშაველა იტყოდა “თვალებახილებულ” უმრავლესობად!

ადვილია ეს?

უძნელესი,თითქმის შეუძლებელი, მაგრამ მაინც შესაძლებელი !სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია!
ამ ურთულეს მომენტში მთავარია ნდობა,რომლის მოპოვებისთვის საკმარისი არ არის,რომ სიბნელეში
ხედავდე სინათლეს და გქონდეს მომავლის სწორი ხედვა…
ხალხმა უნდა დაინახოს ერთობა იმ ადამიანების რომლებსაც ზემოაღნიშნულთან ერთად,კრავს ინტელექტი,გამოცდილება,პროფესიონალიზმი,გამბედაობა და,რაც მთავარია, წესიერება, პატიოსნება ,სამართლიანობა!
ვისურვებდი,  რომ ამ უმძიმეს დროს ეს მისია იკისროს მეცნიერთა კონგრესმა, უცრო ზუსტად, მოძებნოს ძალა ამ მისიის შესასრულებლად, რადგან მიმაჩნია, დღესდღეობით ის ყველაზე ახლოსაა იმ სიმაღლის ერთობასთან,რომელსაც ძალუძს თითქმის შეუძლებელი აქციოს შესაძლებლად!

ამას დაგვანახებს მის მიერ შექმნილი”ქართული დოქტრინა”,მისი განხილვის დაწყება აპრილის კონგრესზე და ამ დოქტრინის სახალხო ძალად ქცევა 26 მაისს, – დამოუკიდებლობის დღეს…გამარჯვების ამ გზაზე სანიშანსვეტოდ წარმოვიდგენ :
● ამ წლის 21 სექტემბრის (ღვთისმშობლობა) ემიგრანტთა ყრილობას;
● მომდევნო წლის 26 მაისის ყოველთა ქართველთა,საქართველის შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს;

გამარჯვების გვირგვინად უნდა იქცეს 2024 წლის არჩევნები,რომელიც უნდა იყოს თვალებახილებულთა,ანუ თავისუფალ ადამიანთა გამარჯვების დღედ, იმ ეროვნული ხელისუფლების არჩევის დღედ..
● რომელიც ხედავს სიბნელეს და ამ სიბნელეში სინათლეს;
● რომელიც არ იმართება გარედან, ემსახურება საკუთარ ქვეყანას;
● რომელსაც გაცნობიერებული აქვს,რომ ის არის მსახური და ამქვეყნის ბატონ-პატრონი არის ხალხი;
● რომელსაც აქვს ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის რეალური,მეცნიერული პროგრამა;
● რომელსაც აქვს პოლიტიკური ნება და გამბედაობა,იფიქროს არა სკამზე, სიმდიდრეზე,ნათესავებზე,ძალაუფლების შენარჩუნებაზე, არჩევნბზე, არამედ ხალხზე , ქვეყანაზე;

ლოდინის დრო აღარ არის..გადარჩენა არც ბელადშია და არც მდიდარში.. გადარჩენა წესიერებით რწნენით სავსე განათლებულ და სიბრძნით სავსე ხელისუფლებაში ანუ ჩვენს სწორ არჩევანშია.. დრომ დაადასტურა,რომ:
● რაც მეტი ფული იხარჯება პარტიების მიერ არჩევნების დროს,მით მეტი ცუდი ცხოვრება გვაქვს,მით მეტი კორუფციაა არჩევნების შემდეგ;
● ყოველი არჩევნების შემდეგ მდიდარი კიდევ უფრო მეტად მდიდარი ხდება,ღარიბი მეტად ღატაკტება!დავფიქრდეთ,დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე;
● საქართველო არის ფულისუფლების ქვეყანა,განადგურებული რეალური ეკონომიკის სექტორით, დაქცეული, სოფლის მეურნეობით,დეგრადირებული განათლების სისტემით, იგნორირებული მეცნიერებით;
● ქვეყნის ბიუჯეტი არის შესაძლებელზე რამდენჯერმე,მინიმუმ 7-9 ჯერ ნამლები.მეურნეობრიობის არც ერთი მიმართულებით შესაძლსბლის 5 პროცენტზე მეტი არ არი მოქმედებაში მოყვანილი,ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის ერთი ლარი აკეთებს, მაქსჯმუმ 20 თეთრის საქმეს;
● 30 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გავიდა 2,5 მილიონამდე ადამიანი. თუ პირველ ეტაპზე მიდიოდნენ შიმშილის,დღეს მიდიან უიმედობის გამო;
● ქვეყნა რეალურად ცხოვრობს ემიგრანფთა გზავნილებით.მისი მოცულობა ბიუჯეტს 1,5 ჯერ ჭარბობს.
ხელისუფლებას აწყობს გარეთგასულთა და გარედან შემოსულთა რაოდენობების ზრდა..გადის პოლიტიკურად აქტიური,შემოდის პოლიტიკურად პასიური…ორთავე კი,ფულით აძლიერებს ხელისუფლებას!
● საქართვლოში დარჩენილთა თითქმის 95 პროცენტზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისთვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი..
● გავწირეთ ახალგაზრდობა,ჯერ ერთი იმით,რომ შესაძლო ნიშნულს ქვემოთ დაეცა განათლების ხარისხი..მეორე,უხარისხო სწავლებას წარმოუდგენელი ფასი დავადეთ..მესამე,ახალგაზრდობის გონიერი ნაწილი ქვეყანაში ვეღარ ხედავს პერსპექტივას და ან უცხოეთში გარბის,შავ მუშად იწყებს მუშაობას,ან, თუ დარჩა,თვალი ნარკოტიკებისკენ უჭირავს,უკეთეს შემხვევში ლოთობას
მიჰყოფს ხელს ;წყნარად ვართ და წარმატების ილუზიებით ვცხოვრობთ, მაშინაც კი,როცა ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ რომ ნარკომანია მოედო ახალგაზრდობის აბსოლუტურ უმრავლესობას, როცა ნარკომანები თავს წყნარად გრძნობენ სახელისუფლებო სტრიქტურებშიც!
● ქვეყანაში შიშმა დაისადგურა, გადარჩენის ერთერთ მოტივაციად იქცა ხელისუფლებაში შეძრომა,ან კეთილი ვანწყობის ყიდვა ხელისუფლებისგან..
● თვით ხელისუფლება არ არის არა თუ თავისუფალი,პრაქტიკულად იმართება გარედან…მათი ნებართვის გარეშე, ძეგლიც ვერ დაგვიდგამს..ჩვენი უნიათობით ჩამოგვკიდეს სტატუსი “განვითარებადი” ქვეყნის..ვერც შოთა რუსთაველის 850,ვერც დიდგორის ომის 900 წელი ვერ აღვნიშნეთ და ვერც დავით აღმაშენებლის 950 წელი.
მოკლედ,ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანაში , 2500 წლის სახელმწიფოებრიობის ქვეყანაში – დეგრადაციის ეპოქა დგას,მკვდარია პოლიტიკური კულტურაც და ხელისუფალთა პასუხისმგებლობაც ხალხის წინაშე…პარადოქსია,რომმდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად!

ამას ვითმენთ,შევეჩვიეთ…სწორედ ამიტომ არის სიბნელე ქვეყანაში და სწორედ ამიტომ არის საჭირო ინტელექტუალური რევოლუცია!

მოქმედებაა საჭირო! ბრძოლას,როგორც არასდროს,დღეს აქვს აზრი!

P.S. ჩანაწერი გაკეთებულია 25 მარტს,სამარშრუტო ტაქსში (EC-500-UP) დილის 6 საათიდან ამ მომენტამდე-
ქუთაისიდან თბილისამდე მგზავრობისას!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *