ჩემი პოზიციის გამომხატველი ორი ხაზგასმა დაფიქრებისთვის!

● პირველი: სიმართლეზე მონოპოლია არის ყველაზე დიდი უსამართლობა!
“ოცნება” თვლის,რომ რასაც ის ამბიბს, ის არის სიმართლე,მეტიც, მიიჩნევს აბსოლუტურ ეშმარიტებად..სწორედ ამ მომენტიდან ხდება ის უსამართლო !
“ნაცმოძრაობა” თვლის,რომ ის არის სიმართლის საზომი,რომ ჭეშმარიტება ის არის,რასაც ის ქადაგებს! სწორედ ამ მომენტიდან იწყება უსამართლობა!
ერთიც და მეორც მხოლოდ სხვის შეფასებაში არიან ახლოს სიმართლესთან..უფრო კონკრეტულად, რასაც “ოცნება” ლაპარაკობს ნაცებზე,თითქმის სიმართლეა და რასაც ნაცები -ოცნებაზე,ასევე თითქმის სიმართლეა!
დასკვნა ერთია,ერთიც და მეორც უსამართლოა მაშინაც,როცა აცხადებენ მონოპოლიას სიმართლეზე და მაშინაც, როცა თითქმის სიმართლეს ამბობენ ერთმანეთზე…
მე ამ პარტიების არაფერი მიკვირს, ის ხალხი მაკვირვებს ვისაც ჯერ კიდევ სჯერა,უსამართლო ძალა ვინმესთვის სამართლიანს გააკეთებს… გამოდის რომ, ვცხოვრობთ სიყალბეში!
● მეორე ხაზგასმა: რაც დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ დამოიკიდებლობის აღდგენის შემდგომ უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უმრავლესობაზე და, რაც დრო გადის,ეს უმცირესობა იზრდება და კიდევ უფრო კარგავს ძალას ზნეობრივი უმრავლესობა..
მეტიც, უზნეო უმცირესობა,მისთვის ჩვეული ტერორით, რომელიც ფინანსურად არის განმტკიცებული, ზნეობრივ უმრავლესობას ხდის მონაწილედ მისთვის სასურველი და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში!
შემაძრწუნებელია იმის აღიარებაც,რომ გარე ძალები სწორედ უზნეო უმცირესობას აფინანსებენ, ზნეობრივი უმრავლესობის დასათრგუნად!
ეს სერიოზულად გასააზრებელი და ასევე სერიოზულად გადასაწყვეტი პრობლემაა, უპირველესად იმის გამო, რომ ხალხში,ანუ უმრავლესობაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ხედვაა, უზნეო უმცირესობა გაყიდულია და სწორედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივს ებრძვის!
ვფიქრობ, ამ საკითხებზე საჭიროა ფართო დისკუსია..კარგი იქნება,თუ მიიღებთ ამ წინადადებას და მომდევნო კვირის ფბ-კონფერენციების მთავარ თემად ვაქცევთ!
დავიწყოთ,ხვალ,ორშაბათს,27 მარტს, 23 საათზე!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *