უარყოფის უარყოფა ქართულ პოლიტიკაში

უარყოფის უარყოფა ბუნების კანონია და განვითარებასთანაა დაკავშირებული.
ბუნებაშიც,საზოგადოებაშიც,ცხოვრებაშიც,ასეა უარყოფ და უარყოფილი იქნები.ეს პროცესი დაუსრულებელია.
პროგრესი და განვითარება არის მაშინ,როცა ყოველი უარყოფით უკეთესი მოდის.
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულიად საპირისპიროსთან გვაქვს საქმე:
● ყოველი პარლამენტი უარყოფს წინას და მასზე უარესი ხდება…
● ყოველი მთავრობა უარყოფს წინას და მასზე უარესი ხდება.
● ყოველი პრეზიდენტი უარყოფს წინას და მერე დღიდანვე მას ემსგავსება,მოკლე პერიოდში კიდევ უფრო უარესი ხდება.
● ყოველი ხელისუფლება,მთავრობა და პრეზიდენტი მოვვიდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესების, დასაქმების,ნიჭის ძალაუფლების დამკვიდრების ლოზუნგებით…

რეალურად,შედეგი საწინააღმდეგოა:

● კორუფცია ყვავის საშუამავლო ფირმებით და აქ დასაქმებულთა მეშვეობით,რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული…
● ხალხის ცხოვრება უარესდება,მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევრიც კი
● უმუშევრობა ძლიერდება და ქვეყნისთვის დამანგრეველ გახდა
● ებრძვიან ძლიერს,ნიჭიერს,საქმის მცოდნეს….ხელუსუფალთა და ფულიანთა გაუნათლებელმა და თავხედმა ნათესაობამ,უნიჭობამ და მორჩილმა ხალხმა აიღო სახელისუფლებო სიმაღლე….

დავფიქრდეთ,ნუ გავხდით ჩვენი მსახურის მსახური…ამის იქეთ არარაობაა…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *