თემურ შაშიაშვილი: გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები..წავიდეთ ღია დისკუსიაზე! შეფასება ხალხს მივანდოთ!
ქალბატონო სოფიკო,ბატონო ზაურ, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და სწორედ ამიტომ ვწერ, რომ თქვენი და ჩემი პოზიცია ამ აქციასთან (30 აპრილის აქცია რედ.) დაკავშირებით პრინციპულად განსხვავდება. ეს არ არის პრობლემა.იქნებ მე ვცდები ჩემს შეფასებებში.თავისთავად ფაქტი,რომ ერთ დღეს ტელევიზიამ “ქართული TV” გადასცა ორი სრულიად განსხვავებული პოზიცია,უნიკალური მოვლენაა ქართულ სატელევიზიო სივრცეში…ეს სასიხარულოა.ამაზე ოცნებობდნენ ტელევიზიის დამფუძნებლები…კარგი იქნება, თუ მიიღებთ ჩემს წინადადებას და ერთად გავმართავთ ღია დისკუსიას.
მივესალმები,თუ ბატონები ირაკლი გოგავა, სოსო მანჯავიძე,როგორც ამ აქციაზე ყველაზე კონსტრუქციულად წარმოჩენილნიც და ქალბატონი სოფიკოს მიერ ამ გადაცემაში პოზიტიურად წარმოჩენილი ლევან ვასაძე და ალტ-ინფოს წარმომადგენელიც მიიღებენ მონაწილეობას. არ მინდა ვიფიქრო,რომ თქვენ ვინმეს ინტერესს გამოხატავდით,
მაგრამ გულდასაწყვეტია,რომ რამდენჯერმე ხაზგასმით ითქვა ბატონი ლევან ვასაძისა და ალტინფოს დამსახურებაზე ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და არ გვინდა ვთქვათ მეცნიერთა კონგრესის მიერ 2006 წელს შექმნილ და დიდ მამულიშვილთა მიერ ხელმოწერილ პროგრამულ დოკუმენტზე “ერთი სამშობლო,ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო!” და მის გაგრძელებად მიღებულ პროგრამულ კრებულზე –
“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”, რომელიც თქვენი რედაქტორობითა და წინასიტყვეობით გამოიცა,ბატონო ზაურ! მე ვრჩები ამ პროგრამული დოკუმენტების მთავარი პოსტულატების ერთგულად,რამეთუ მათი საფუძველია -“ქართული,მხოლოდ ქართული გზა,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს და ყალბია ყველა, ვინც სხვა გზას ეძებს..
ერთიც, მეცნიერთა კონგრესს ქვეყნის მთავარ უბედურებად ქვეყნის გარედან მართული პოლიტიკოსები,პოლიტიკური პარტიები,საინფორმაციო საშვალებები მიაჩნდა და მიაჩნია…
ყველაზე ცუდი ის არის,რომ ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშმა შეიპყრო და იქეთ-აქეთ მიეხეთქება,პირდაპირ ვთქვათ,ცდილობს სატელიტების მეშვეობით ივაჭროს გარე ძალებთან, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება…ომის თემა გამოყენებულია,რეალურად მისი საშიშროება არ არსებობს….
ვბრუნდები მთავარ საკითხთან: გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები..წავიდეთ ღია დისკუსიაზე! შეფასება ხალხს მივანდოთ!
სიკეთე თქვენთან!
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=792783742051910&id=100003050343517&mibextid=Nif5oz