თემურ შაშიაშვილი. ღმერთი მტერთან ბრძოლაშია ჩვენთან და არა ერთმანეთთან ბრძოლაში!

ღმერთი მტერთან ბრძოლაშია ჩვენთან და არა ერთმანეთთან ბრძოლაში!

მირალური ადამიანი საკუთარი თავით დადის!

დღეს სვეტიცხოვლობაა…გილოცავთ!
შემთხვევით არაფერი ხდება
დღეს, დილით, გალაკტიონის ერთი უნიკალური ლექსი გამოვაქვეყნე რამდენიმე სიტყვიანი მინაწერით..სიხარულით ამავსო მისმა გაგრძელებამ…
აი,გალაკტიონის ლექსი:
▪▪▪▪▪▪▪▪▪¤▪
“სადმე ყრუ ადგილს დავესახლები,
სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი,
სადაც იქნება ცოფი ნაკლები
და უფრო ნაკლებ ადამიანი.”
//გალაკტიონი//
ეს ჩემი მინაწერიც:

კიდევ კარგი,რომ ამ,სრულიად ცოფიან ეპოქას ვერ მოესწრო…
ეს გაგრძელება:

ძალიან გავიხარე,როცა ერთმა,ჩემი აზრით,ძლიერმა პიროვნებამ,რომელიც
ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საქართველოს,რომელის მსოფლშეგნებას,ამას უკვე სრული რწმენით ვამბობ, კოჭებამდეც ვერ შეწვდება ვერც ერთი, ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც….დღევანდელობის ამსახველი ზუსტი მინაწერი გამომიგზავნა,აი,ისიც :
დღეს ალბათ ასე დაწერდა:

სხვა ისეთ ადგილს დავესახლები,
სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი,
სადაც სიმდიდრე არვის უკარგავს,
სახეს ნამდვილი ადამიანის!
ამის შემდეგ,მე მას მივწერე:

ალბათ, ორ-სამ კაციან სოფელში აღმოჩნდებოდა.. მაგრამ მსოფლიოს უნიკალური სოფელი იქნებოდა.
ეს,კი ჩემი პოზიციის გამომხატველი კომენტარია:

,მდიდარი ადამიანი ქვეყნის სიმდიდრეა,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა სახეს არ კარგავს,როცა წიგნიერი და ღრმად მოაზროვნეა,ისეთი,რომ არავის უკვირს მისი სიმდიდრე..
პარლამენტში,მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში, ხელისუფლების გარეთ,200 ზე მეტი მილიონერი -ერთნაირად შორს მდბომი ნამდვილი რწმენისა და წიგნიერებისგან…ერთზეზ კი გაგიჭირდება იმის თქმა,რომ განათლებულია, ინტელექტუალზე საუბარი ხომ ზედმეტია.კიდევ მეტი, ყყელა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამდიდრდა და ,რაც მთავარია, გამდიდრდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღარიბებით..
არ მიკვირს, რომ ამ არსებებს ერთმანეთისთვის დედის გინება უფრო უადვილდებათ,ვიდრე იმის კითხვა,თუ საიდან ეს მილიონები. ყველა დუმს,რადგან ყველას ერთნაირი სისასტიკით,შუბლის ძარღვის გაწყვეტით აქვს ფული ნაშოვნი.
მწამს და მჯერა,ძლიერი ის კი არ არის ვინც ფული იშოვა უკანონო გზით, არამედ ის ,ვისაც ეს შეეძლო ,არ გააკეთა.

დედამიწის ზურგზე მამაპაპისეულს გარდა არაფერი გამაჩნია,რითაც მოვედი ქუთაისის მერად,იმაზე ნაკლებით წავედი იმერეთის გუბერნატორობიდან, მაგრამ მდიდარი კი არ მძულს,ქვეყნის სიმდიდრედ მიმაჩნია,თუ ამ ფულს დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში,ნიჭსა და ნიჭიერებაში დებს და არა პოლიტიკაში,თუ არ ყიდულობს ყველასა და ყველაფერს და ძულს ის,ვინც იყიდება,ვისი ყიდვაც შეიძლება..
ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ ფულს მხოლოდ ძლიერი ნების,განათლებული და რწმენის კაცის ხელში აქვს ძალა,სხვა შემთხვევაში დამანგრეველია..
არიან ასეთები? არიან და ეს არის ქვეყნის მომავლის ფაქტორი,მაფრამ მათ მათ ისევე აქვთ გზა მოკვეთილი, როგორც სვეტიცხოვლის ამგებს.
პირველთ, მდიდარმა სახე როგორ შეიბარჩუნეო და მეორეს ,რატომ კარგი აგიგიაო…
● ვოცნებობ იმ დროზე,როცა ასეთი ადამიანები იქნებიან ქვეყნის მმართველობაში..
● ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანები არსებობისთვის კი არ იბრძვიან,არამედ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის..
● .ისეთ საქართველიზე,სადაც იქნება ნიჭის ძალაუფლება და არა ფულის!
ასეთი საქართველოსთვის ღირს ბრძოლა,თუნდაც სიცოცხლის ფასად!
მე აქ ვდგევარ…აქ,მხოლოდ აქ…
სწორედ ამიტომ შევქმენით მეცნიერებთან ერთად,ორწლიანი დაძაბული შრომით ქვეყნის განვითარების კონცეფცია
:”გზა ცუვილიზებული სახელნწიფოსკენ!,,
ამიტომ შევქმენით და
8 თებერვალს, დავითობას მივიღეთ კონგრესზე , გელათში გეკათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში , პროგრამული დოკუმენტი :
“ახალი განზომილება- რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ!”
ჩვენთვის მთავარია არა უბრალოდ ,გამარჯვება,როგორც ეს უზნეო მდიდრებმა დაამკვიდრეს ბოლო ათწლეულებში,არამედ სიკეთით გამარჯვება,.! ესაა ქართული გზა,რამეთუ მას სიყვარული და სიმდაბლით ამაღლება უდევს სათუძვლად!
თუ თავი შენი თან გახლავს,ღარიბად არ იხსენებიო …გვითხრა რუსთაველმა..
მორალური ადამიანი საკუთარი თავით დადის!
დღეს სვეტიცხოვლობაა.
უფალს მადლობა,რომ მომცა ძალა ასე გამეგრძელებუნა გალაკტიონის ლესზე ,ქვეყნისთვის საჭირო კაცის(რომლის ვინაობასაც დრო გვეტყვის) მინაწერი..
სუყვარული აგვამაღლებს!
პ.ს.ეს,უაღრესად სწორი და დამაფიქრებელი წერილი მომწერა ამ მასალაზე გაცნობით,პირველი კომენტარის ავტორმა….

შეწუხებულია მისი პიროვნების ჩემეული შეფასების გამო… ეს გასაგებია…ზნეობრივი კაცია,ეკლესიური,სიმდაბლით ამაღლებული.რომელსაც სიმდიდრემ ვერ დაუკარგა სახე და კიდევ მეტად გააძლიერა მასში მამულიშვილური განწყობა…
ეს და საერთოდ მისი კრედო,კარგად ჩანს მის წერილში…აი,ისიც:
ვნახე. .. ჩემი კომენტარის გარეშეც იცი რა მომეწონებოდა და არა.
მაგრამ ეს არაა მთავარი.მთავარი ისაა, რომ სვეტიცხოველი და სვეტიცხოვლობის დღესასწაული ერთადერთია, რომელიც ქართველ ერს გადარჩენის რწმენას არ უკარგავს.
ბოლო ათი საუკუნის განმავლობაში ორი ათასზე მეტი ეკლესია და მინასტერი გაანადგურა მტრის ხელმა, მაგრამ სვეტიცხოველი გადარჩა.
მთელი ცხოვრება პასუხს ვეძებდი ამ კითხვაზე, სანამ არ მივხვდი რომ სვეტიცხოვლის და ჩემი ქვეყნის ბედიღბალი განუყრელნი არიან თვით ღმერთის ნებით.

მხოლოდ იმის მეშინია ჩვენ თავს თვითონ არ დავმართოთ ის რაც მტერმა ვერ შესძლო. ღმერთის იმედი ამაში არ უნდა გვქონდეს, რადგან ღმერთი მტერთან ბრძოლაშია ჩვენთან და არა ერთმანეთთან ბრძოლაში.

გილოცავ სვეტიცხოვლობას!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *