მწარე სიმართლე,თუ ტკბილი ტყუილი?

მწარე სიმართლე,თუ ტკბილი ტყუილი?
მხოლოდ პირველი,მხოლოდ ფაქტებით!
მთავარია დავძლიოთ აზროვნების სიძნელე. .დაფიქრებისთვის :
● ტრაგედიაა,როცა უმეტესობას ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს!
● ქვეყნის სიმდიდრეა ყოველი ადამიანი, ვინც მწარე სიმართლის პრინციპით ცხოვრობს და სიღატაკეს ნიშნავს ცხოვრება ტკბილი ტყულით!
● “მწარე სიმართლე” ყოველთვის ძლიერთან არის დაკავშირებული,დღეს ამას ძირითადში სინდის-ნამუსიანი, პატიოსნებით და უკომპრომისობით გამორჩეული მეცნიერები და ის მოაზროვნენი თუ ახერხებენ,რომლებიც არ იყიდებიან!
● “ტკბილ ტყუილს” ბევრი მიმდევარი ჰყავს,ძირითადში პოლიტიკოსები, პარტიები,ხელისუფლნი და სკამისთვის
მებრძოლნი !
●არის პოლიტიზებული სიმართლე, როცა მოწინააღმდეგეზე სიმართლით საუბრით ნიღბავ საკუთარ თავს- ტყუილში , სიცრუეში მცხოვრებს…
ეს ყველაზე საშიშია !
დღეს ჩვენი სამშობლო უმეტესწილად ამით არის დაჩოქებ-დაკნინებული!
● დღეს,რასაც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა, ” ოცნება” ლაპარაკობს ნაცმოძრაობაზე,საერთოდ ოპოზიციაზე -სწორია და ,რასაც ნაცები, ზოგადად ოპოზიცია საუბრობს “ოცნებაზე”- სწორია…იგივე შეგვიძლია
ვთქვათ პარტიული ნიშნით გაყოფილ საინფორმაციო სივრცეზე…ხალხი დაბნეულია,ქვეყანა ხელიდან გვეცლება!
● ჩვენ ვთვლით,რომ გადარჩენა მწარე სიმართლეშია,იმ ხალხშია ვინც მუდმივად ამ პრინციპით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა,პერანგივით არ იცვლიდა პატრონებს, შეხედულებებს!