მოგმართავთ თქვენ და თქვენ მეგობრებს! (პასუხი ფისო ნავროზაშვილს)

ქალბატონო ფისო (ფისო ნავროზაშვილი), მოგმართავთ თქვენ და თქვენ მეგობრებს!

ამდენი ტყუილი,თან ბრალდებებად ჩამოყალიბებული -თქვენ და თქვენ ოჯახს სიკეთეს არ მოუტანს..

285 საერთო მეგობარი გვყავს,ეჭვი მეპარება,ერთიც რომ იზიარებს თქვენ მოსაზრებებს.ეჭვი მეპარება მამაო
გეთანხმებათ,რომელთან ერთად ხართ პროფილში.

თუ მოხვალთ და ძალიან მინდა,რომ მობრძანდეთ, გაჩვენებთ ბატონი მუხრანის და ბატონი სოსო სიგუას მიერ შედგენილ ,ბატონი მუხრანის წიგნს “100 ლექსი”,რომლის წინასიტყვის დაწერა,სწორედ ბატონმა მუხრანმა მთხოვა..თქვენ გვერდზე სურათი გაქვთ მასთან ერთად..

ეს წინასიტყვეობა ის სიტყვაა,რომელიც ჩვენს მიერ ,მესხიშვილის თეატრში მოწყობილგრანდიოზულ საღამოზე ვუთხარი მას,ბატონ მუხრანს.

მახსოვს იმ დღეს ბატონი მუხრანის აღიარება,ქვეყანა სხვანაირად იცხოვრებდა ქართული ჯარის სათავეში
კიტოვანი და ლოთი ქობალია არ ყოფილიყვნენ და პარლამენტიდან უდიდესი მეცნიერები არ გაეშვათო..

კიდევ ბევრი რამ თქვა,..ზოგიერთს შეხვედრაზე გეტყვით..

მუხრანი დიდიკაცი იყო და არ ეშინოდა სიმართლისთქმის..ისიც თქვა,ბატონი ზვიადი ტაშის მკვლელობა,ქალებმა და განსაკუთრებით კარვის ქალებმა დაღუპესო..

ასეთი გამონათქვამები ბატონი ზვიადის ბევრი გულწრფელი მხარდამჭერისგან მომისმენია (მაგალი თოდუა, არჩილ კოსტავა, ელიზბარ ჯაველიძე)..

.დღეს ბევრი ამბობს,მათ ვინც თავის დროზე ბატონი ზვიადი დაღუპეს დღეს მისი სახელით საქართველოს ღუპავენო. კარგი იქნება,ქალბატონო ფისო,თუ ბატონ კუკავასაც ჰკითხავთ ჩემზრმე,ან მასთან ერთად თუ მობრძანდებით..

გთავაზობთ შეხვედრას ქუთაისში ზვიადის გულწრფელ მხარდამჭერებთან,თუნდაც არსენ ფოჩხუას სახლ-მუზეუმში..ისინი ბერ ახალ რამეს გეტყვიან,თუნდაც იმას,როგორ გადავარჩინე, მართლაც, პუტჩისტებისგან დახვრეტას ზვიადის 6 მხარდამჭერი…

იქნებ ,ტარიელ ფუტკარაძის ოჯახს ჰკითხოთ აზრი და მოუსმინეთ მათ…ან ნახეთ ჩემი და ბატონი ტარიელის საათნახევრიანი ცხარე კამათი სწორედ ამ საკითხებზე..

იქნებ,ქალბატონ ეთერ ნაცვლიშვილის ინტერვიუში(1992) ის ამოგეკითხათ, თენგიზ სიგუას უარი რომ ვუთხარი , პუტჩის შემდეგ ,ქუთაისი ხელმძღვანელად წავსულის თაობაზე.უარის მოტივი კი ერთი იყო,მე ვერ ვიქნებოდი კიტოვანის და იოსელიანის ხელმოწერით დანიშნული ..

იქნებ გენახათ მეცნიერთა კონგრესის პროგრამა,სადაც არის ჩემს მიერ დაწერილი პროგრამული დოკუმენტი “ხალხს ეს უნდა,სიტყვა ხელისუფლებაზეა”..

ამ დოკუმენტს გამსახურდიას პარლამენტის უამრავი წევრი შემოუერთდა ,”მრგვალი მაგიდიდან””.

უამრავი რამის ჩამოთვლა შენიძლია, თუნდაც იმის,ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როგორც ქალაქის ხემძღვანელმა, როგორ დაუჭირე მხარი ეროვნულ ძალთა წინადადებას ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და,როგორც ეს მაშინ ჩემთან კაბინეტში მოსულმა ზვიად გამსახურდიმს თქვა,გახდა განმსაზღვრელი რომ კრემლს გადაწყვეტილება შეეცვალა დამაშინ ეს პროექტი ჩაშლილიყო..

და ბოლოს,ნახეთ 1990 წლის “ლიტერატურული საქართველოს” აგვისტოს ნომრის ჩემი ინტერვიუ მწერალ ცირა შალაშვილთან, სათაურით “ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს”,სადაც კომპარტიას მოვუწოდებ,არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გზა გაუხსნას ეროვნულ ძალებს..დიახ,სიტყვა- სიტყვით ასე წერია…

დახვრეტილ მწერალზე საუბრობთ, მალხაზ ტერაშვილის ოჯახს ჰკითხეთ ჩვენი ურთიერთობა.გული დამწყდა,რომ რამდენიმე თვის წინ მისი საოცარი დედის დაკრძალვაზე ვერავინ ვნახე……

აქვეყნებ სურათებს შევარდნაძესთან ერთად..ყველა ქუთაისშია გადაღებული.ძირითადში აეროპორტში იქნებ,მაჩვენოთ ერთი გამონათქვამი,სადაც ვაქებ.მე გაჩვენებთ უამრავი,სადაც ვამბობ,რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. …

ჩემთვის დღეს ყოველგვარი დაპირისპირება პიროვნულით დაწყებული,პოლიტიკურით დამთავრებული მიუღებელი და ანტიეროვნულია..

ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა და მთავარი უბედურება სწორედ 1991-92 მოვლენებით დაიწყო.ამას წლებია ხაზგასმით ვამბობ.

.ჩემი საყვარელი ფრაზაა- “თავისუფლებასიმართლეშია”.. ყველა ტყუის,ვინც ფიქრობს,რომ რასაც ის ამბობს,ის არის
სიმართლე…

მე არ ვფიქრობ,რომ მე ვამბობ სიმართლეს.სიმართლეს მეცნიერული ანალიზი და დრო ადგენს. მე ფაქტებზე დაყრდნობით (ნებისმიერის გადამოწმება შეიძლება), გამოვხატე ჩემი პოზიცია..

მობრძანდით, დავილაპარაკოთ, ულტიმატუმებსთავი.დავანებოთ… ქვეყანას ეს სჭირდება…

მე ნებისმიერ ადამიანში,ბოროტშიც კი რამე კეთილს ვეძებ.. დანაშაულია ადამიანში მხოლოდ ცუდის ძებნა,მით უფრო,როცა კეთილში ვეძებთ ბოროტს…

თქვენ მე სიძულვილი მესროლეთ კენჭებად, მე სიყვარულის ლოდს გახვედრეთ!

თქვენ განმიკითხავთ,ღმერთმა დამიფაროს,მე ამ გზას ვერ დავადგები,განმკითხავი უფალია და მინდა ვიცხოვრო ისე,რომ არავინ განვიკოთხო,უფლის არსში არ შევიჭრა,ვიცხოვრო სიყვარულით,სხვას კი არ ვებრძოლო,საკუთარ თავს და შეეძლო საკუთარ თავზე გამარჯვება. მე ეს შევძელი და საკუთარ თავში ამოვშანთე სხვის სიძულვილი.

თქვენ გძულვართ,მე მიყვარხართ და ეს არის ჩემი სიძლიერე.სწორედ სიყვარულით გიწვევთ,29 ში,19 საათზე,ცოტნე დადიანის 26 ში. სიკეთე თქვენთან და სიკეთით გამარჯვება საქართველოში!

ეს ჩემი ბოლო წერილია. გთავაზობთ: ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და არაერთმანეთზე.

თქვენ და თქვენთან მეგობრებმა რაც გინდათ წერეთ.მე პრინცის არ ვცვლი,ის 1990 წლის საარჩევნო პროგრამიდან მომყვება:

მირჩევნია რამდენიმე პროგრესული და ზნეობრივი ადამიანი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიჭერდნენ მხარს!

ვისაც ვაიტერესებ,აქ ჩემზე ყველაფერის ნახვა შეუძლიათ, დაწყებული ჩემი მოსაზრებებით შევარდნძეზე, სააკაშვილზე, ივანიშვილზე, წარსულზე და მომავალზეც…

გილოცავთ, ღვთისმშობლობას, ჯვართამაღლებას , ალავერდობას… ვამაყობ,რომ დიდ დღეებს- “ღვთისმშობლობიდან- ჯვართამაღლებამდე”, ქუთაისში,ჯერ კიდევ 1990 წლიდან, კომუნიტური ეპოქიდან ავღნიშნავთ

 

ის. ფისო ნავროზაშვილის სტატუსი 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *