მიმართვა დიტო ჩუბინიძეს

ეს წერილი გავუგზავნე ბატონ დიტო ჩუბინიძეს, რომლის მიერ , ჩემთან დაკავშირებით,საკუთარ ფბ გვერდზე გამოქვეყნებულ კეთილგანწყობილ სტატუსს, ენითუთქმელი რამდენიმე კომენტარი მოჰყვა …

ბატონო დიტო , ჩემთვის რომ გეკითხათ, არ გირჩევდით ამის გამოქვეყნებას, თუნდაც იმიტომ ,რომ ჩემს გამო ასეთი შეურაცხყოფა მოგაყენეს…

დიდი მადლობა მათ,რომლებმაც კეთილი განწყობა გამოხატეს..

დასაფასებელია,რომ ამ არეულ ეპოქაში,როცა ადამიანის ლანძღვა უფრო ადვილია,ვიდრე ადამიანისთვის
დამსახურებული მადლობის თქმა , ამდენმა გაბედა,დიახ გაბედა,ჩემი კეთილი სიტყვებით მოხსენიება,მით უფრო, ასეთ აგრესიულთა ფონზე..

მე გპასუხობთ,რომ ჩემგან ღალატი არ იქნება…თქვენ იამაყებთ, ჩემი ყოველი ნაბიჯით,რამეთუ,სხვა უფლება არც მაქვს..მე ჟიული შარტავას კადრი ვარ, დღეს ჯვართამაღლებაა,სწორედ ამ დღეს აღესრულა მოწამეობრივად.

დარწმუნებული ვარ,ბატონო დიტო, თქვენც დამეხმარებით იმაში რომ კრიტიკის,ლანძღვის სტრიქონების ავტორებმა მიიღონ ჩემი წინადადება და შედგეს ღია დიალოგი.ჩვენ პრეს-რელიზსაც გავავრცელებთ,რომ დაინტერესებულმა ჟურნალისტებმაც
შეძლონ მონაწილეობა ამ,მართლაც, უპრეცედენტო შეხვედრაში..

კარგი იქნება,თუ გაზეთი “ასავალ-დასავალი” გამოაქვეყნებს ამ შეხვედრის სტენოგრამას..მინდა ვიფიქრო,რომ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს,ბ ნი ლაშა ნადარეიშვილი,მით უფრო,რომ ამ პრობლემებზე გაზეთი ბევრს წერს…

მე ვეხმარები მათ ჩემს მხილებაში და ვინც არ მოვა თვითონ ამხელს საკუთარ თავს,რომ არის მატყუარა..
ერთიც,ვთხოვ იურისტებს,დამეხმარონ. ვაპირებ სასამართლოს მივმართო, ვის მიმართაც დღევანდელი კანონმდებლობა ამის საშუალებას მაძლევს..

შიშით არ მიცხოვრია, ორი სასამართლო მოვუგე პრეზიდენტს,როგორც გუბერნატორმა და ირიც შევარდნაძე- სააკაშვილის ოჯახების ერთობლივ ბიზნე-ბანდას.ამ დღეს ამ ფაქტებსაც გამოვიტან!

სიკეთე თქვენთან და სიკეთით გამარჯვება საქართველოში!
პატივისცემით, თეიმურაზ შაშიაშვილი
27 სექტემბერი ჯვართამაღლება
პ.ს.ეს პერსონალური მიწვევა გავუგზავნე ყველას
იხ. დიტო ჩუბინიძის სტატუსი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *