როგორი საქართველო მინდა და როგორი საქართველო არ მინდა!
როგორ არ მინდა, რომ:
- ქვეყანა გარედან იმართებოდეს!
- ქვეყანაში იყოს ფულის ძალაუფლება!
- ქვეყანას მართავდეს შიში და შიმშილი ,როგორც ეს დღეს !
- ქვეყანაში უზნეო უმცირესობა მართავდეს ზნეობრივ უმრავლესობას!
- პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის იყოს ბიოლოგიური სიძულვილი !
- ქვეყანა იმართებოდეს, ხელისუფლება იქმნებოდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით, როგირც უკვე 33 წელია !
- ადანიანები იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ არსებობისთვის!
- საარჩევნო ხმა იყიდებოდეს, თუნდაც ერთი კაცი გვყავდეს ისეთი უნამოსო,უსირცხვილო, რომ ხმას ყიდულობდეს!
როგორ მინდა, რომ:
- ქვეყანის ბატონ-პატრონი ხალხი იყოს,ხელისუფლება კი მსახური!
- ქვეყანში იყოს ნიჭის ძალაუფლება !
- ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო !
- ქვეყანას აღარ მართსვდნენ ქუჩის პოლიტიკოსები;
- ხალხი პატივს სცემდეს:ინტელექტს,გაბედულებას, წესიერებას და მხოლოდ ამ საზომით ირჩევდეს ხელისუფლთ!
- ხალხი და ქვეყანა პატივს მიაგებდეს ზეობრივ ავტორიტეტებს…მხოლოდ მას ვეძახდეთ ინტელიგენტს, რომელიც ხელისუფალს კი არ იცავს ხალხისგან, არამედ ხალხს იცავს ხელისუფალისა და ხელისუფლებისგან!
- ქვეყნის გარეთ მეგობრებს ვეძებდეთ და არა პატრონებს!
- არ გვაშინებდეს, გვაძლიერებდეს და სიამაყეს გვაძლევდეს გამოთქმა:ქართული, მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს !
- ქვეყანას მართავდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავდეს საზოგადოება,საზოგადოებას მართავდეს ზნეობა და მორალი!
- ქვეყანაში იყოს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ჰარმონიზებული თანამშრომლობა!
- გვქონდეს ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამონხატველი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა და საქართველო იყოს არა სხვა სახელმწიფოთა დაჯახების, არამედ ქართულ ინტერესზე მათი ინტერესების ზედდების სახელმწიფო!
- თითოეულს გაცნობიერებული გვქონდეს ბიბლიური სიბძრნე : მთავარში – ერთობა, სადაოში-თავისუფლება, მაგრამყველაფერში – სიყვარული
- ქვეყანა ცხოვრობდეს არა პრიმიტიული პოლიტიკური,პილიტიკური აზროვნების ეპოქაში, არამედ მეცნიერების ერაში !
ამის მიღწევა ინტელექტუალურ რევოლუციას შეუძლია !
სწორედ ეს არის მეცნიერთა კონგრესის საქმიანობის და პროგრამების მიზანი !ვოცნებობ ეროვნული იდეით შეკრულ და გაერთიანებულ საქართველოზე, აი, ასეთ საქართველოზე !
ნახეთ ვიდეო-რგოლი….
Facebook Comments