იძულებითი,მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის განცხადება

მოგმართავ ხელისუფლებავ , როგორც ქართველი,ამ ქვეყნის მოქალაქე და რიგითი ჯარისკაცი…მოგმართავ ყოველგვარი პოლიტიკის და პარტიულობის გარეშე :

ქვეყანა დემოგრაფიულ კატასტროფაშია. გაეროს მიერ მომაკვდავი სახელმწიფოების პირველ ხუთეულშია შეყვანილი, ორ მილიონზე მეტი ქართველი ემიგრაციაშია,სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა.და თუ უმუშევრობას ვერ~~ ვერევით, ხალხს ღირსეულ ხელფასს, პენსიას, საარსებო მინიმუმს ვერმ~ ვახლევთ ,რაც,მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ,დანაშაულია– მოდით ვინც დარჩა ქვეყანაში მათი უსაფრთხო კვების საკითხი მაინც მოვაგვაროთ.!

ანალიზი,რომელიც მეცნიერთა კონგრესში დევს, პირდაპირ ვამბობ, გამაოგნებელია შემაძრწუნებელია !
მას ამ დღეებში ცნობილ მეცნიერებთან ერთად გამოვიტან საერთო-სახალხო განსჯისთვის !

დღეს,ორშაბათს,29 იანვარს,23 საათზე,,პირდაპირ ეთერში გაგაცნობთ ჩემს ხედვას იმის თაობაზე,თუ ვისთან ერთად და როგორი თანმიმდევრობით წარმოვადგენ საზოგადოებრივი განხილვისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ანალიტიკურ მასალას და პრობლემის გადაწყვეტის პროგრამას!

დღეს ჩვენთვის ოდნავ არ არის საკამათო, რომ უნდა შედგეს ფართო პლანის დისკუსიაც და,რაც მთავარია, ეროვნული კონფერენცია ყველას მონაწილეობით !

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *