აი,რა შეძლო ქუთაისმა (ხალხმა), ტორპედომ და სწორად მოქმედებამ !

ქუთაისის ტორპედო ჩემპიონია 2002 წელი,მაისი

აი,რა შეძლო ქუთაისმა (ხალხმა), ტორპედომ და სწორად მოქმედებამ !

ხალხი და წესიერება მოერია სამი მილიარდერის შეთქმულებას, პრეზიდენტის მხარდაჭერილს.
ჩემპიონი უნდა გამხდარიყო თბილისის დინამო,რომლის მეპატრონე ბატონი ბადრი პატარკაციშვილი იყო..
თასის მფლობელი უნდა გამხდარიყო თბილისის ლოკომოტივი,რომლის მფლობელი საქართველოს რკინიგზა და აკაკი ჩხაიძე იყო…და ეს უნდა მომხდარიყო ლოკომოტივის სტადიონის გახსნის დღეს…ამის თაობაზე პრეზიდენტმაც მიმანიშნა, როცა ლოჟაში მიმიწვია სასაუბროდ..
ბატონი ბადრი და ტორპედოს მდიდარი მეპატრონე ქუთაისში არ ჩამოვიდნენ, თამაშს თბილისში,ბატონი ბადრის ოფისში უყურებდნენ…ყველაფერი იმ დონეზე ჩააწყვეს,რომ ფეხბურთის ფედერაციას მიაღებინეს გადაწყვეტილება-თამაშის მაყურებლის გარეშე ჩატარების თაობაზე… ეს იყო ყველაზე დიდი მზაკვრობა…
ავიღე პასუხისმგებლობა,გამოვედი ტელევიზიით და ყველა მსურველს მივეცი საშუალება ბილეთის გარეშე დასწრებოდა თამაშს…
სტადიონი გადაიჭედა და ჩვენ შევძელით არა მარტო თბილისის დინამოს,არამედ პრეზიდენტის მხარდაჭერილი სამი მილიარდელის დამარცხება…
ქუთაისის ტორპედო,რომელიც მათი შეთანხმებით ყველაფრის გარეშე უნდა დარჩენილიყო,ყველაფრის მფლობელი გახდა-ჩემპიონობისაც და თასისაც !
აი,რა შეუძლია ხალხს !
დიდი მადლობა ყველას,ვინც ეს შეუძლებელი შეგვაძლებინა… ბურთი დინამოს კარში მალხაზ ასათიანმა
გაიტანა..ტორპედოს მენეჯერი ლეგენდარული კალათბურთელი მიხეილ ქორქია იყო.. მწვრთნელები, ქართული ფეხბურთის ლეგენდები: დავით ყიფიანი, რეზო ძოძუაშვილი, ვოვა გუცაევი…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *