თემურ შაშიაშვილი:ჩემი პირადი პოზიცია ე.წ.”რუსულ ” კანონთან დაკავშირებით – კონკრეტულად და არაორაზროვნად !

პირდაპირ ვამბობ:
● თუ ჩვენ ოდნავ მაინც ვცემთ პატივს ჩვენს ხალხს დაქვეყანას და არ გვაღრჩობს ჩვენი ამბიცია, სიმდიდრე, ძალაუფლების მანია და ფულის სიყვარული!
● თუ ჩვენ ოდნავ მაინც გვინდა,რომ პატივი ვცეთ ქვეყნის წარსულს და მომავალს და გვინდა რომ ვიყოთ ცივილიზებული ქვეყანა მაშინნ საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად,ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, უნდა იცოდეს რა წყაროებიდან ხდება ნებისმიერი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსირება და არ აქვს მნიშვნელობა ეს ნაციონალური, თუ უცხოური წყაროა.
ამიტომ ახალ კანონს უნდა ერქვას:
“პოლიტიკური,საზოგადოებრივი , არასამთავრებო ორგანიზაციების ფინანსირების გამჭვირვალობის შესახებ”
დიახ,მე ვსაუბრობ ყველა წყაროდან შემოსულ ფულზე – ეს ფული შინაურია თუ უცხოური.
ეს პოზიცია მქონდა ადრეც და ეს პოხიცია მაქვს დღესაც,მეტიც მხოლოდ ასეთი მიდგომით ირკვევა
პოლიტიკური ძალის წესიერებაც, ხალხისა და ქვეყნისადმი პატივისცემაც და სიყვარულიც !
სწორედ ამიტომ,თუ ხალხს გონება არ დაგვებინდა,თუ ვფიქრობთ ხალხისა და ქვეყნის,ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე,სწორედ ასეთ პოლიტიკურ ძალებს უნდა დავუდგეთ გვერდით,მხოლოდ ასეთი პოლიტიკური ძალები მოვიყვანოთ ხელისუფლებაში!
● ნებისმიერი ქვეყნისთვის კატასტროფაა ქვეყნის სათავეში ფულისა და ძალაუფლების მოყვარული
პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალა!
● ნებისმიერი ქვეყნისთვის სრული კატასტროფაა პოლიტიკური ძალა ზოგადად , მით უფრო ხელისუფლებაში,რომელიც იბრძვის მოწინააღმდეგის ფულის კონტროლისთვის და არ უშვებს საკუთარი ფულის კონტროლს !
● ნებისმიერი ქვეყანა გამოვა კრიზისიდან და დადგება ფეხზე,იქნება წარმატებული,სადაც არსებობს სისტემა, რომელიც არ უშვებს ხელისუფლებაში ფულისა და ძალაუფლების მოყვარულთა მისვლას!
სწორედ ასეთი სისტემა აქვს შემუშავებული მეცნიერთა კონგრესს და ამიტომ უკეთებენ მას და მის მიერ შემუშავებულ პროგრამებს იგნორირებას, რადგან ძნელია ამ მიდგომების უგულებელყოფა !
ჩვენ გვესმის,რომ ასეთი მიდგომები არ აწყობთ,არც ხელისუფლებაში და არც მის გარეთ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ერთადერთი ვისაც ნამდვილად უნდა აწყობდეს,ეს არის ხალხი,მოაზროვნე და ქვეყანაზე შეყვარებული საზოგადოება !
დღეს ,სწორედ ასეთ ხალხს შეუძლია ქვეყნის და მისი მონავლის გადარჩენა!
გამარჯვებით ვიყოთ!

P.S.აქ შეგიძლიათ ნახოთ ადრე გამოქვეყნებული პოზიცია:

იხ. (უქიმერიონი) თეიმურაზ შაშიაშვილი: აუცილებლად წასაკითხი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *