მედროვეები, მედროვეობა პოლიტიკაში

 

შეცდომის დაშვების უფლება აღარ არის,აღარ გვაქვს – ამას არც დრო,არც ხალხი,არც მომავალი არ გვაპატიებს !

იძულებული ვარ ვთქვა,უთქმელობა ღალატი იქნება,როგორც ქვეყნის,ასევე საკუთარი პოზიციის მიმართ,რომელიც 1995 წლიდან მაქვს და რომელმაც გამანადგურა,როგორც პოლიტიკურად, ასევე და,რაც მთავარია,ადამიანურად, რადგან ვხედავდი,რომ ვმარცხდებოდი ანტიქართულ ძალასთან ბრძოლაში, მეტიც, ვგრძნობდი,რომ ეს ძალა ქვეყანას ისეთი დამანგრეველი მასშტაბის დაპირისპირებასთან მიიყვანდა, როგორშიც დღეს რეალურად გვაქვს და იმდენად გადამიკეტეს სატელევიზიო სივრცე ,ვერ ვახერხებდი ამის თაობაზე,ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას!

ტრაგედიად მექცა ისიც,რომ ამაში მეგობრებისა და ახლობლების,თანაგუნდელების დარწმუნებაც მიჭირდა და მიჭირს დღესაც! არც იმას ვეჭვობ,რომ არაერთი დღესაც ხიშტით შეხვდება ჩემს ამ პოზიციას! განსაკუთრებით იმას,რომ ქართული პოლიტიკური სივრციდან- ოლიგარქების მიერ, ფულით და პრინციპით “შუა უნდა გაიკრიფოს”, რეალურად განდევნილია, მეტიც იგნორირებულია -ეროვნული განწყობის პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები… რომ ქართული პოლიტიკა იქცა ულტრალიბერებისა და ურაპატრიოტების ბრძოლის ასპარეზად,. რომ ფაშიზმი ორსახოვანია: ერთია ლიბერალური,მეორე-ნაცისტური…რომ საქართველოში დღეს- “ნაცისტური” ებრძვის “ლიბერალურს”…რომ თუ ორთავესგან არ გავნთავისუფლდით, საქართველო, ოლიგარქებისა და მდიდარი მონების უნიკალური თანაარსებობით დარჩება ოლიგარქთა ბატონობის ქვეყნად, 21 საუკუნის ფეოდალურ სახელმწიფოდ,რომელშიც მღიდარი კიდევ უფრო გამდიდრდება და ღარიბი-გაღატაკდება!…მთავარი იქნება ბრძოლა არსებობისთვის,ყოველ შემთხვევისთვის,აბსოლუტური უმრავლესობისთვის მაინც !

ეს კი ყოფნა-არყოფნის მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს იმ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც დამღუპველია ფულისუფლება და ბუნებრივია – ნიჭის ძალაუფლება !
——————————————-
ქვემოთ,ჩემი ბრძოლის ისტორია, რომლის უარყოფა ჩემდამი მტრულად განწყობილსაც კი არ შეუძლია, თუ მას მეხსიერება არ ღალატობს ოდნავ მაინც შერჩა სინდისი ! თუმცა,არც დადასტურებაა ძნელი-მასალები გამოქვეყნებულია და არაერთს ბოლოს მინიშნებულ ლინკების გახსნით შეძლებს !

“ღირსეული ხელისუფლება სოროსთან არ ითამამშრომლებს”- ეს მაშინ ვთქვი, როცა პრეზიდენტის რანგში ედუარდ შევარდნაძე სოროსს შეხვდა .მაშინ ქალაქის მერი ვიყავი. ჩემს პოზიციას ვინ გაიზიარებდა, ფულიან მტარვალს ფეხქვეშ გაეგენ! მიხეილ სააკაშვილმა,როგორც სოროსის მიერ დაფინანსებული “ვარდების რევოლუციით” გაპრეზიდენტებულმა, ხელისუფლება სოროსელების სარბიელად აქცია.ეჭვი მეპარება,რომ მისი დროის ხელისუფლებებში,ერთი პროცენტზე მეტი იყო არასოროსელი!

სწორედ ამ პერიოდში ვაქვეყნებდი უმწვავეს მასალებს სოროსსა და სოროსელებზეგაზეთებში” “კვირისქრონიკა”,”ასავალ-დასავალი”…

ეს ანტიქართული პროცესი წარმატებულად გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა:ჯერ ,სოროსის სახელით აფინანსა ვარდების ხელისუფლება, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველიში მოიწვია სოროსი ,,პომპეზური მიღება მოუწყო , პეაქტიკულად თავზე დაასვა ქვეყანას! დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია,რომ სოროსის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე პარლამენტის თავჯდომარედ დანიშნა(აბა,მას ვინ აირჩევდა), სოროსის ფონდის დირექტორი, ჯარს დაასვა თავზე- სამხედრო მინისტრად განაწესა… მინისტრის მოადგილეებიც სოროსელები გახდნენ…თქვენ წარმოიდგინეთ, დედა-უნივერსიტეტის რექტორად ბუდაბეშტიდან ჩამოიყვანეს სოროსის ცენტრის მთავარი ფიგურა!

საერთოდ,უნივერსიტეტებში სოროსის ფულის გავლენა უზომოდ გააძლიერეს! ანალოგიური პროცესები გააძლიერეს ტელევიზიებში,არასამთავრობოებში!

ეს იყო ანტიეროვნული პროცესი, რომლის სათავეში ქვეყნის პირველი პირები (შევარდნაძე , სააკაშვილი, ივანიშვილი) მოიაზრებოდა და მოიაზრება!

დღეს,საპარლამენტი არჩევნებში ხუთ პროცენტ გადალახული პარტიები , სახელისუფლებო პარტიის ჩათვლით, სავსეა სოროსელებით!

ბოლო დრომდე სოროსისადმი კეთილი განწყობა სუფევდა ქართულ პოლიტიკაში. ამის დასტურია “ეროვნული თანხმობის პარლამენტის” თაობაზე, “მეცნიერთა კონგრესის” კონცეფციის მიუღებლობა, რადგან მისი მიღების შემთხვევაში პარლამენტის წევრი ვერ გახდებოდა ვერც ერთი სოროსელი, ვერც ერთი ვინც პოლიტიკაში მოვიდა სოროსის დაფინანსებით .რეალურად ეს იყო და არის ამ ჭირისაგან ქვეყნის და ხალხის განთავისუფლების მშვიდობიანი გზა.

გამოჩნდა საშიში პროცესი: სოროსელები იწყებენ ბრძოლას სოროსიზმის წინააღმდეგ!
რატომ და რა მიზნით ?
ხელისუფლების შენარჩუნების !
რა აიძულებთ ამ მედროვეებს, ებრძოლონ სოროსსა და სოროსიზმს?
აშშ პრეზიდენტი თვლის,რომ სოროსი ამერიკის უბედურეებაა და ილონ მასკმა მას (სოროსს) თაღლითი და კაცობრიობის მტერი უწოდა!
შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს !ვისაც ქვეყანა უყვარს და ქართულ პოლიტიკაში ვინც არასდროს ყოფილა სოროსის გუნდში,ვინც პოლიტიკაში არ მოსულა სოროსის ფულით, უნდა დავდგეთ “მეცნიერთა კონგრესის” კონცეფციასთან და ავირჩიოთ “ეროვნული თანხმობის პარლამენტი”!
100-150 ასეთ პიროვნებათა ერთობას, ხალხში მათ გასვლას, სასწაულის მოხდენა შეუძლია! პრაქტიკულად ეს იქნება ქვეყნის დაბრუნება ბუნებრივი განვითარების სივრცეში !
ამ ნაბიჯის არ გადადგმას,არც დრო ,არც მომავალი , არც ხალხი არ გვაპატიებს!
● ● ● ●
● “სოროსიზმი 21 საუკუნის ფაშიზმი!”
ჩემი პოზიცია სოროსისისადმი

● სოროსიზმი
https://www.tetrebi.org/…

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *