ეს 15 წუთიანი ვიდეო არის ქვეყანაში არსებული სამწუხარო რეალობის დასტური !

მეგა- ტვ ის ეს ჩანაწერი გუშინ მივიღე ქალბატონ ნინო კინწურაშვილისგან…
დიდი მადლობა მას ამ დამაფიქრებელი გამოკითხვის გამოგზავნისთვის… კარგია,როცა ტელევიზია ხალხის აზრით ინტერესდება!
ეს 15 წუთიანი ვიდეო არის ქვეყანაში არსებული სამწუხარო რეალობის დასტური !
●იმის დასტური,რომ ხალხს უსაშველოდ უჭირს.
.● რომ ხალხში უიმედობა და დეპრესიაა…
● რომ ხალხს არჩევნების აღარ სჯერა !
ყველაზე მეტად იმან შემაწუხა,რაც ერთი შეხედვით სიხარულს უნდა მანიჭებდეს…1997 წლის დასაწყისიდან, ანუ 27 წელია აღარ ვარ ქალაქის მერი და გამოკითხული 7-8 კაციდან 3 ჩემს დაბრუნებას ითხოვს და თუ გვერდიდან შემოძახებულს და გავითვალისწინებთ ეს რიცხვი გაორმაგდება! ასეთივე განწყობაა კომენტარებშიც..
მადლობა ყველას ვინც ჩემზე საუბრობს,მაგრამ არ დავფიქრდეთ იმაზე,რომ არც ერთ სხვა მერს არ იხსენებენ და არც სხვა კანდიდატებს არ აყენებენ,გარდა ბ ნი მერაბ კეზევაძისა, რომელიც,მართლაც უწესიერესი კაცია,კეთილშობილი !
ქვეყანა მაშინ მიდის წინ,როცა ყოველი პარლამენტი მის წინაზე უკეთესია… ყოველი მთავრობა-წინაზე…ყოველი პრეზიდენტი,პრემიერი,მინისტრი, გუბერნატორი,მერი- მათ წინაზე!…
კიდევ ბევრ რამეზე გვაფიქრებს ეს 15 წუთიანი ჩანაწერი…თუნდაც იმაზე, რომ ხალხს ენატრება ხელისუფალის წესიერება და ქალაქისადმი მისი ერთგულება…
ეს გამოკითხვა იმის ნიშანიც არის,თუ როგორ ყალბდებოდა და ყალბდება არჩევნები….ყოველი არჩევნების
შემდგომ ვრწმუნდებოდი,რომ ხალხის განწყობა ჩემს მიმართ გაცილებით კეთილშობილური იყო,ვიდრე ამას არჩევნების შედეგები აჩვენებდა !
ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და ეს არის “მეცნიერთა კონგრესის” დასკვნა: დღეს,ეროვნული განწყობის ქვეყანაზე შეყვარებულ ხელისუფლებას ,მინიმუმ 10 ჯერ მეტის გაკეთება შეუძლია, როგორც ქვეყნაში ,ასე ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში! მთავარია კადრებს ვირჩევდეთ არა უფროსისადმი ერთგულების ნიშნით,როგორც ეს დღეს ხდება,არამედ ქვეყნისადმი ერთგულების ნიშნით რაც დღეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს მის მომავალს!
ამ განწყობით ვიბრძვი,რომ ქვეყანამ მიიღოს “ეროვულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა” , აირჩიოს ეროვნული თანხმობის პარლამენტი”.ამ განწყობით იმართება “მეცნიერთა კონგრესი 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში !
მადლობა ქუთაისს! ვამაყობ რომ ქუთაისელი ვარ! მადლობა არამარტო ჩემდამი კეთილგანწყობილთ, არამედ კრიტიკულად განწყობილთაც.. ყველასგან ვსწავლობდი-ამ ქალაქში
კენჭიც კი მიყვარს, როგორც ეს ვთქვი 1990 წელს,მწერალ ცირა შალაშვილისადმი მიცემულ ინტერვიუში!
ჩემგან ღალატი არ იქნება !
Facebook Comments