ავლაბრელი კურდღელი ავღანეთში

 

mishშინ არ ვარგოდა, კარში  გარბოდაო! – სააკაშვილზეა ნათქვამი

2008 წელს გორის მიწაზე ნაფორთხი მთავარსარდალი ავღანეთს მიემგზავრება ქართველი ჯარისკაცებისათვის ახალი წლის მისალოცად. ქვეყანა, როემლსაც ტერიტორიის მეხუთედი დაკარგული აქვს, აქტიურად ერევა რთულ და საშიშ სამხედრო-პოლიტიკურ თამაშში?!

ქვეყანა, რომელსაც აფხაზეთი და ცხინვალი მოკვეთილი აქვს, ცხრა მთას იქით იბრძვის სხვისი ინტერესებისთვის!

ქვეყანა, რომელსაც საარსებო  მნიშვნელობის ორი ისტორიული რეგიონი მოკვეთილი აქვს,  საუკეთესო ახალგაზრდებს საზარბაზნე ხორცად აწვდის სამხედრო პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც აგერ ათი-თხუთმეტი წელია ატყუებს საქართველოს თავის რიგებში მიღებით . არც არასდროს მიიღებს და არც არად გვჭირდება.

პრეზიდენტი, რომელიც ქუთაისში თავის თანამემამულეებს ვერ შეხვდა, მათი შეეშინდა და კურდღელივით  გამოიქცა, დავიჯეროთ, თალიბების და პუშტუნების ავღნეთში ისევე წინა ხაზზე გავა, როგორც 1600 ქართველი ვაჟკაცი დგას 24 საათის მანძილზე? თუ ფოტოსესიებს რომ გადაიღებს საკუთარი პიარისათვის, იმ დანაღმულ მთებზე გავა ქართველი ახალგაზრდები ხშირად კიდურებს, ზოგჯერ სიცოცხლესაც რომ კარგავენ. ამერიკულ ქოლგას შეფარებული, სადმე შტაბში, ან ჯავშან ავტომობილში დააფიქსირებს თავის ძალად მომღიმარ  ანფასს, ან ბრძნულად შორს მომზირალ პროფილს და აჭრელდება  „24 საათი“, “რუსთავი -2“ პოლიქრონიონის ტექსტობრივი თანხლებით. იმედია 4 იანვრისთვის დაბრუნდება და თავად მოისმენს, რას ფიქრობს მასზე ქართველი ხალხი.

ყველა, ვინც იცის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში  დაღვრილი სისხლის  ფასი,  – უნდა მოვიდეს 4 იანვარს, 13:00 საათზე, ავლაბრის რეზიდენციასთან

ყველა, ვინც თვლის, რომ ავღანური და ერაყული სამხედრო მოქმედებები არ არის ქართული საქმე – უნდა მოვიდეს 4 იანვარს, 13:00 საათზე, ავლაბრის რეზიდენციასთან;

– ყველა, ვინც თვლის, რომ საქართველოსთვის თითოეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლეს ოქროს ფასი აქვს –უნდა მოვიდეს 4 იანვარს, 13:00 საათზე, ავლაბრის რეზიდენციასთან.

ომების ვეტერანებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, თადარიგის ოფიცრებმა არა უნდა უთხრან პირსისხლიან სააკაშვილს და მისი რეჟიმის ნარჩენებს.

 

„თეთრების“ ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

გია სიხარულიძე

2012 წლის 29 დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *