დღეს საქართველო 21-საუკუნის ნეოკოლონიაა

 

ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ქვეყანა ვართ, მერე, როგორი გვინდა ვიყოთ და შესაბამისად, ვეძებოთ პრეზიდენტიც და პარლამენტიც..

დღეს ჩვენ, მოსახლეობას გვგონია, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ „მოქკავშირის“ დროს, როცა სწორედ სააკაშვილი იყო გენერალური მდივანი, მიღებული იქნა დამღუპველი გადაწყვეტილება  –  რომ ჩვენ ჩაგვრიცხეს განვითარებადი ქვეყნების რიცხვში. რეალურად ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა,  ხოლო უცხოელები გვექცევიან, როგორც ნეოკონოლიანურ ქვეყანას. ის რისი უფლებაც მისცეს თავს ნატოს გენერალურმა მდივანმა ფოგ რასმუსენმა, რის უფლებასაც აძლევენ თავს ამერიკელი კონგრესმენები: მაკეინი ლიბერმანი და სხვანი, ან ამ რამდენიმე დღის წინ ესტონეთის პრეზიდენტმა თავისი გამონათქვამით, ამას  21 -ე საუკუნის ნეოკოლონიურ ქვეყანას გაუბედავენ მხოლოდ. ეს არის სრული უპატივცემულობა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. არაფერს ვამბობ, რომ ესტონეთის პრეზიდენტმა, რომელსაც თვით ესტონეთში არ სცემენ დიდ პატივს, საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა. მე ვაპირებ ესტონეთში გამგზავრებას, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ამ საკითხს აუცილებლად წამოვჭრი.

(ვიდეო) თემურ შაშიაშვილის გამოსვლა ობიექტივის ეთერში (10.07.2013წ)

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *