(თაიმერი) თემურ შაშიაშვილი : რა ვალდებულები ვართ მატყუარებს ბიუჯეტიდან ფული ვაძლიოთ?

777პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს აფასებს და აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობას” ფული კი არ უნდა მისცე, უნდა გაასამართლო.

“სასაცილოა, დღეს რომ საუბრობენ პარტიების დაფინანსებაზე. ნახეთ, რის მიხედვით ანაწილებენ ფულს. დღეს ვიღაცები ამბობენ, პარტიები იმის მიხედვთ დავაფინანასოთ, ვინ რამდენი პროცენტი  მიიღო არჩევნებშიო. კი, დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა, მაგრამ არა იმ ქვეყნებში, სადაც აყალბებენ არჩევნებს. “ნაციონალებმა” ხომ მოატყუეს ხალხი, ხომ კარგად აყალბეს აჩევნები? ახლა ჩვენ რა ვალდებული ვართ, ბიუჯეტიდან ამ მატყუარებს ვაძლიოთ ფული? დღეს ისინი ისევ აფათურებენ ხელს ბიუჯეტშიც და ბიზნესშიც.”. – აცხადებს შაშიაშვილი.

“თეთრების” ლიდერი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება პარტია ეწოდებოდეს დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება.

“შეიძლება პარტია იქცეს ბიზნესად? ამ პარტიაში ისეთი ხალხი მოღვაწეობს, რომელიც საკუთარი ავტობიოგრაფიის წერასაც  ვერ ახერხებს,  წლიდან წლამდე ვდგავართ და ველოდებით მათ პროგრამებს”  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *