(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი მართლაც მაოხრებელი გზირია!

7მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეგობა”  – მიხეილ სააკაშვილის მიერ facebook-გვერდზე გაკეთებულ ამ განცხადებას პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პასუხობს.

სააკაშვილი საშიში არასდროს ყოფილა – მისი ნამდვილი სახე კარგად ჩანს აგვისტოს ომის დროსგორში გადაღებულ კადრებზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და ყველას მიწაზე გართხმულსაქართველოს მთავარსარდლად დაამახსოვრა თავი. საშიშია არა სააკაშვილი, არამედ  ისინი, ვინც ისდასავლელი იმიჯმეიკერებისათვის გადახდილი მილიონებით პრეზიდენტად შექმნა და ხალხისარჩევანად გააფორმა – დაწყებული ედუარდ შევარდნაძით, გაგრძელებული დასავლეთიდანდაფინანსებული პოლიტიკური პარტიებით, საინფორმაციო საშუალებებით და არასამთავრობოებით, დამთავრებული მაკ-კეინითა და მისი მსგავსი დასავლელი პოლიტიკოსებით, უამრავი დღევანდელიპარლამენტარით, თუ ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში მოკალათებული მედროვეებით. 

საშიშია ყველა,  ვინც დღეს მას აქებს, ვისაც ის ნორმალური ჰგონია და ვისაც მართლა სჯერა, რომ ესბუტაფორიული არსება – იყო ომის რეალური დამწყები, ან რომელიმე ომის  ოდესმე მომგები…მხოლოდ არაქართული განწყობის პოლიტიკოსს, სწორედ ავანტიურისტს შეეძლო ასეთი განცხადებისგაკეთებაეს  კაცი გაღიმებული სახით ამაყობს რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ომით, ვერაცნობიერებს ამ ავანტიურის შედეგებს: 5 დღეში წაგებული  ომი, ასობით დაღუპული პირტიტველაბიჭი, დანგრეული ოჯახები, ობლად დატოვებული შვილები, ძაძებში ჩაცმული დედები… და რაცმთავარია, ფაქტიურად დაკარგული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი… 

სწორედ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკით გააძლიერა  საქართველოში რუსული გავლენა (მან  არამარტო ჩააბარა ტერიტორიები, ნებაყოფლობით გადასცა ქვეყნის საბადოები, მთელი ენერგეტიკისპატრონად აქცია). როგორც ჩანს, ის  მეტად  საჭირო იყო და არის დასავლეთის გარკვეულქვეყნებისთვის, რომლებიც პირდაპირ არ და ვერ  უპირისპირდებიან რუსეთს, მაგრამ მასთანსავაჭროდ  სჭირდებათ სააკაშვილისნაირი თავზეხელაღებული ხელისუფალი, რომელიც თავისპარტიასთან ერთად  ამ როლს წარმატებით ასრულებდა წარსულში საქართველოს პრეზიდენტადყოფნის და დღეს კი ოდესის გუბერნატორად ყოფნის დროს. მართლაც მაოხრებელი გზირია. მომავალიამას გაცილებით მეტად დაადასტურებს”,  – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *